ჭდე: pirveli

სოსო ცინცაძე: „თუ არასამთავრობოები კომისიას დატოვებენ, ეს კონსტიტუციაზე დიდი დარტყმა იქნება“

სოსო ცინცაძე: „თუ არასამთავრობოები კომისიას დატოვებენ, ეს კონსტიტუციაზე დიდი დარტყმა იქნება“

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ოპოზიციის მიერ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დატოვების შედეგების შესახებ საუბრობს. _ მე გახლდით თავის დროზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად უარს ამბობს მონაწილეობაზე. ეს ძალიან ცუდი იქნება თვითონ კონსტიტუციისთვის, მისი ლეგიტიმაციისთვის, თანაც არც პრეზიდენტი და არც მისი ადმინისტრაცია კონსტიტუციის ახალი რედაქციის შექმნაში არ […]

ვის ეკუთვნის შენობა, სადაც ქიბარ ხალვაშის ძმამ შეჭრა სცადა 

ვის ეკუთვნის შენობა, სადაც ქიბარ ხალვაშის ძმამ შეჭრა სცადა 

ბიზნესმენმა ნიაზ ხალვაშმა 13 აპრილს, ღამით, ხელვაჩაურში მდებარე კომპანია „ტრანსკავკასია კრისტალის“ შენობაში შეჭრა სცადა. დაცვის თანამშრომლებთან მისულ ბიზნესმენს შენობის დაკავების უფლება „ტრანსკავკასიამ“ არ მისცა. ნიაზ ხალვაში აცხადებს, რომ კომპანია წლების წინაც მას ეკუთვნოდა და მას აუცილებლად დაიბრუნებს. ის პარლამენტის წევრის, ფატი ხალვაშის და ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ძმაა. 2012 წელს პარლამენტმა ნიაზ ხალვაშს პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. […]

რატომ არ გავიდა „ვანოს შოუ“ ეთერში

რატომ არ გავიდა „ვანოს შოუ“ ეთერში

გუშინ, წითელ პარასკევს, რუსთავი 2-ის ეთერში „ვანოს შოუ“ არ გასულა. არხის დირექტორი ეთერში გადაცემის არ გასვლას სოციალურ ქსელით გამოეხმაურა. – “ვანოს შოუ”, რაც მე რ2ის დირექტორი ვარ, არასდროს არ გასულა ეთერში წითელ პარასკევს. მანამდე რა ხდებოდა, ვერ გეტყვით. ეს არაა არხის პოზიცია. რუსთავი 2 ემყარება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს და აცნობიერებს, რომ მისი მაყურებელი მიეკუთვნება განსხვავებულ […]

78 წლის ასლან აბაშიძეს 45 წლის ქალმა მესამე შვილი გაუჩინა

78 წლის ასლან აბაშიძეს 45 წლის ქალმა მესამე შვილი გაუჩინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ვაჟიშვილი შეეძინა. ასლან აბაშიძე 13 წელია, მოსკოვში ცხოვრობს. მისი მესამე შვილიც სწორედ იქ დაიბადა. უმცროსი აბაშიძე აპრილში დაიბადა და მას ალექსანდრე დაარქვეს. ასლან აბაშიძე 78 წლისაა. მას გარდაცვლილ მეუღლესთან – მაგული გოგიტიძესთან, ორი შვილი – დიანა და გიორგი, ასევე შვილიშვილები ჰყავს. ხოლო იმ ქალის სახელი და გვარი, რომელმაც […]

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოლებს

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოლებს

კანის 70-ე ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში წელს 18 ფილმი მოხვდა. მათ შორისაა უნგრელი რეჟისორის კორნელი მუნდრუცუს „იუპიტერის მთვარე”.  ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს და იგი კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად იბრძოლებს. ფილმი მოგვითხრობს უნგრელი ექიმის – გაბორ შტერნის შესახებ, რომელიც სირიელ ლტოლვილებთან მოხვდება. ბანაკის დამკვირვებელი ექიმის როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. […]

დავით უსუფაშვილი თბილისის მერობაზე კენჭს იყრის?

დავით უსუფაშვილი თბილისის მერობაზე კენჭს იყრის?

დავით უსუფაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. მისივე თქმით, უკვე შერჩეულია კანდიდატიც. რაც შეეხება დეტალებს, როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯოდმარემ განაცხადა, დაახლოებით 10 დღეში ექნება პრესკონფერენცია, სადაც ყველა პოლიტიკურ საკითხზე ისაუბრებს და ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს. – იმ ხალხთან ერთად, ვისთანაც მაქვს საუბარი, აქტიურად მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. ეს მონაწილეობა იქნება იმ კონტექსტში, რომ პოლიტიკური ძალა […]

”რაც უფრო მეტი ენა მოვისმინე, მით უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი ტკბილი, ღმერთივით სალოცავი ქართული”

”რაც უფრო მეტი ენა მოვისმინე, მით უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი ტკბილი, ღმერთივით სალოცავი ქართული”

რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქზე ნანა მეფარიშვილმა ასეთი პოსტი დადო: – რვა წლიანი ემიგრაციის პერიოდში არაერთხელ დამმართია ასეთი რამ – ქუჩაში, სადაც მრავალ ენაზე მოლაპარაკე ადამიანები დააბიჯებენ, მგონებია, რომ ყველა ქართულად საუბრობს… უამრავჯერ გავიგონე ქართული გადაძახილი იქ, სადაც წარმოუდგენლად შეუძლებელი იყო და თქვენ წარმოიდგინეთ მიმიხედავს, რომ მაინც დავრწმუნებულიყავი… არასოდეს მქონია სიზმარი, სადაც უცხო ენაზე საუბარს ვწვალობდი… […]

მარიტა ჯანაშია: “შეყვარებული ჩემს დიეტას აპროტესტებს _ ბოსტნეულს ვჭამ, უშაქრო ყავას ვსვამ”

მარიტა ჯანაშია: "შეყვარებული ჩემს დიეტას აპროტესტებს _ ბოსტნეულს ვჭამ, უშაქრო ყავას ვსვამ"

25 წლის მსახიობი და მოდელი, მარიტა ჯანაშია, ჟურნალ “სარკესთან” ამბობს, რომ პოდიუმზე დიზაინერის ნებას ემორჩილება, სცენაზე – რეჟისორის და გარეგნობას მკვეთრად იცვლის, რეალურ ცხოვრებაში კი შეიძლება პუდრი ან ტონალურიც კი არ მიიკაროს სახეზე. გოგონებსაც ურჩევს, საკუთარი კანის ბუნებრივი სილამაზით და სინორჩით დატკბნენ. – რა ასაკიდან დაიწყეთ მაკიაჟის გაკეთება? – 16 წლიდან, როცა მოდელი გავხდი. ილიაუნის თეატრში […]

სააღდგომოდ თბილისში სასაფლაოებზე მისასვლელ გზებზე სპეციალური მარშრუტი და შეზღუდვები დაწესდება

შსს: "შოთა პაკელიანი არ გვიცემია". ადვოკატი: "პაკელიანი გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს"

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისში მდებარე სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. საბურთალოს, კუკიის, მუხათგვერდის და თბილისის ზღვის სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ – საბურთალოს სასაფლაოსთან ავტომანქანებით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულის ქუჩის და […]

აშშ მზად არის, ჩრდილოეთ კორეას დაარტყას

აშშ მზად არის, ჩრდილოეთ კორეას დაარტყას

აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ოფიციალური ფხენიანი ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე ცდას ჩაატარებს. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი NBC აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ტელეარხის ინფორმაციით, ვაშინგტონს პრევენციული დარტყმა ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით შეუძლია. – კორეის ნახევარკუნძულის რეგიონთან ახლოს ორი ამერიკული ხომალდია დისლოცირებული, რომლებიც „ტომაჰავკის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტებითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, […]