ჭდე: პოლონეთი

პოლონეთში 28 წლის საქართველოს მოქალაქე ჩაცხრილეს

პოლონეთში 28 წლის საქართველოს მოქალაქე ჩაცხრილეს. ცნობილია, რომ გორელი ახალგაზრდა ბ.ბ. პოლონეთში სამუშაოდ ერთი თვის წინ წავიდა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ნიუპოსტი

პოლონელ დეპუტატებს ხელფასი 20%-ით შეუმცირდათ

პოლონეთის სეიმმა კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვით დეპუტატების ხელფასი 20%-ით შემცირდა. კანონპროექტს მხარი 240-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა 213 დეპუტატს არ მიუღია, მათ შორის იყვნენ ოპოზიციური ფრაქციები “სამოქალაქო პლატფორმა”, “ნოვოჩესნაია” და პოლონეთის გლეხთა პარტია. კანონპროექტმა ოპოზიციური დეპუტატების მწვავე კრიტიკა გამოიწვია. კანონპროექტი პოლონეთის მმართველი პარტიის „უფლება და საართლიანობა“-ს მიერ მომზადდა. მისი მომზადების აუცილებლობა მას […]

მიწისძვრა პოლონეთში – შახტის ჩამონგრევას 2 ადამიანი შეეწირა

პოლონეთში მიწისძვრამ ნახშირის შახტში ნგრევა გამოიწვია. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, მაშველები ამ დრომდე 3 დაკარგულ მეშახტეს ეძებენ. მიწისძვრის დროს 900 მეტრის სიღრმეზე სულ 7 ადამიანი იყო დარჩენილი. აქედან ორის გადარჩენა მაშველებმა შეძლეს. სამაშველო ოპერაციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. შახტთან იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრებიც.

პოლონეთმა შესაძლოა, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს

ბრიტანეთის შემდეგ, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები შესაძლოა, პოლონეთმაც გააძევოს. ამის შესახებ Gazeta Prawna წყაროზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, გრუ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის ბრიტანეთში მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, პოლონეთი რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას განიხილავს. დიპლომატების გაძევების გარდა, პოლონეთმა შესაძლოა, სხვა სანქციებიც შემოიღოს, რომლებიც რუსეთის ეკონომიკისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მედიის ინფორმაციით, სანქციების შემოღების […]

პოლონეთში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

გამოცემა Dziennik Lozki-ს ინფორმაციით, პოლონეთის ქალაქ ზგერჟში პოლიციამ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. გამოცემის ცნობით, სემთხვევა, 23 თებერვლის ღამეს პატრულირებისას მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ერთ-ერთ რაიონში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი შეამჩნია, მათთან მივიდა და საბუთების წარმოდგენა მოთხოვა. რასაც ჯგუფი არ დაემორჩილა და მათ ქვები ესროლა. ინციდენტის დროს პოლიციამ რამდენჯერმე გაფრთხილების მიზნით გაისროლა, შემდეგ […]

პოლონეთში ქართველები პოლიციელებს თავს დაესხნენ

პოლონეთში, ქალაქ ზგიეჟში პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო, საქართველოს და უკრაინის მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ პოლონური გამოცემა Wyborcza იუწყება. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ერთ-ერთ უბანში პოლიციელები ხმაურის გამო გამოიძახეს. ადგილზე გაირკვა, რომ ხმაურის მიზეზი ნასვამ უცხოელებს შორის ჩხუბი იყო. როდესაც სამართლადამცველებმა მათ საბუთების წარსდგენა სთხოვეს, ისინი აგრესიაზე გადავიდნენ და პოლიციელების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. ვინაიდან შემთხვევის […]

სააკაშვილი პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებს შეხვედრაზე ეპატიჟება

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებს შეხვედრაზე ეპატიჟება. ამის შესახებ იგი თავის ფეისბუქ-გვერდზე წერს. “ვიწვევ პოლონეთში მყოფ ყველა უკრაინელს შეხვედრაზე ვარშავაში. ვიკრიბებით 6 აგვისტოს 19:00 საათზე, ორგანიზაცია “Stowarzyszenie Wolnego Słowa”-ს ოფისში, მისამართზე მარშალკოვსკაიას ქ. 7″ – წერს საკაშვილი. ნიუპოსტი

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ჩავიდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში, ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ პოლონური გამოცემა Telewizja Republika იუწყება. მათივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა პოლონურ ენაზე დაიწყო და შემდეგ ინგლისურად გააგრძელა. სააკაშვილმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაზე და უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

akhalitaoba.ge © 2017-2018