ჭდე: პრემია

ზუგდიდის მერიაში ფული დაარიგეს

ზუგდიდის მერიაში ფული დაარიგეს

ზუგდიდის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრებს, რომლებსაც მუშაობა ჯერ კიდევ არ დაუწყიათ, საახალწლოდ უკვე ხელფასის გაორმაგებული ოდენობის პრემიები ჩაურიცხეს. მერიის ყველა თანამშრომელმა და უწყებას დაქვემდებარებულმა პირებმა ხელფასის 70% მიიღეს, მერიის მაღალჩინოსნებმა კი 100%: “პრემია არ არის, ეს არის ფულადი ჯილდო, დანამატი, ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც ისევე კეთილსინდისიერად იმსახურებს და მოემსახურება საკუთარ მუნიციპალიტეტს, არასდროს მომერიდება როგორც ფულადი […]

500-500 ლარი მელიას დაჭერისთვის – შტურმში მონაწილე სპეცრაზმელებს პრემიები ჩაურიცხეს

500-500 ლარი მელიას დაჭერისთვის - შტურმში მონაწილე სპეცრაზმელებს პრემიები ჩაურიცხეს

ენმ-ს ოფისზე შტურმისა და ოპოზიციის ლიდერის დაკავების სანაცვლოდ, სპეცოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელებს შსს-მ 500 ლარიანი პრემიები ჩაურიცხა და ამდენივეს ჩარიცხვას რამდენიმე დღეში კიდევ პირდება. “მთავარის” ინფორმაციით, დღეს დილით, იმ სპეცოპერაციაში, რომელმაც ცივილური სამყარო აღაშფოთა და მწვავე განცხადებები გამოიწვია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ფინანსურისა და კრიმპოლის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ასევე “მთავარი არხის” ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის ოფისის დასარბევად პოლიციელები საოკუპაციო ხაზიდანაც მოხსნეს […]

ლიტერატურაში 2018 წლის ნობელის პრემია არ გაიცემა

ლიტერატურაში 2018 წლის ნობელის პრემია არ გაიცემა

ლიტერატურაში 2018 წლის ნობელის პრემია არ გაიცემა სექსუალური და ფინანსური სკანდალის გამო, რომელშიც გახვეულია შვედეთის აკადემია, რომელიც პასუხისმგებელია ამ პრემიის მინიჭებაზე, _ აღნიშნული განცხადება შვედეთის აკადემიაში გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ გასული კვირების განმავლობაში აკადემიის ექვსმა წევრმა თანამდებობა დატოვა. ბოლოს ლიტერატურაში ნობელის პრემიის გაცემა 1943 წელს გადაიდო.  კრიზისი ჟან-კლოდ არნოს უკავშირდება, შვედეთში კულტურის სფეროში წამყვან ფიგურასა და […]

“რუსთავი 2”-ში თანამშრომლებს პრემიების უკან დაბრუნება მოსთხოვეს

“რუსთავი 2”-ში თანამშრომლებს პრემიების უკან დაბრუნება მოსთხოვეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის თანამშრომლები არხის მენეჯმენტს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი „რუსთავი 2″-ში ფინანსურ კრიზისს უკავშირდება. არხზე ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით დიდი ხანია პრობლემები არსებობს. „რუსთავი 2″-ის თანამშრომლები ბოლო თვეების განმავლობაში ფინანსური კრიზისის გამო განახევრებულ ხელფასებს დაგვიანებით იღებდნენ, ჟურნალისტები და ოპერატორები დიდი ხნის განმავლობაში ხელფასების სრულად გაცემას მოითხოვდნენ, ამავე მიზეზით ხშირად იყო დაპირისპირებები ჟურნალისტებსა და მენეჯმენტს შორის. „რუსთავი […]