ჭდე: პრემიერ–მინისტრი

გიგა ბოკერია – “მომავალი პრემიერ-მინისტრი „ევროპული საქართველოს“ წევრი უნდა იყოს”

გიგა ბოკერია - "ოცნებამ"უტიფრობის საკუთარი რეკორდი მოხსნა"

რაც შეეხება კანდიდატურებსა და სახელებს, ყველა პოლიტიკურ ჯგუფს თავისი ფავორიტი ეყოლება, მათ შორის კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, ვინ რა შედეგს მიიღებს და ვის რა წონა ექნება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მომავალი პრემიერობის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, კოალიციური მოლაპარაკება იმის მიხედვით წარიმართება, რომელი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე რა შედეგს მიიღებს და ამ თვალსაზრისით, […]

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საგენტო „სპუტნიკ-აფხაზია“ იუწყება. ანქვაბი ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას 2011-14 წლებშიც იკავებდა, რომელიც მან 2014 წლის პოლიტიკური კრიზისის შედეგად დატოვა. 2017 წლიდან ის ე.წ. პარლამენტის წევრია. 2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ალექსანდრე ანქვაბი „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ასლან ბჟანიას დღევანდელი გადაწყვეტილებით, მის ე.წ. […]

უკრაინელებს სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად უნდათ

მიხეილ სააკაშვილი - "ნოვრუზ ბაირამზე" საქართველოში ჩამოსვლას 50 000-მდე ირანელი აპირებს, არ უნდა შემოვუშვათ

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “თქვენი აზრით, ვინ იქნებოდა უკრანის ყველაზე ეფექტური პრემიერ-მინისტრი (იფსოს უკრაინა, შეწონილი მონაცემები): 1. მიხეილ სააკაშვილი 14% 2. პეტრო პოროშენკო 13% 3. იულია ტიმოშენკო 8% 4. სერგეი ტიგიბკო 6% 5. იური ბოიკო 5% 6. დმიტრო რაზუმკოვი 4% 7. დენის შმიგალი (მოქმედი პრემიერი) 3% 8. არსენ ავაკოვი (მოქმედი შსს მინისტრი) 2% 9. ოლექსი […]

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში რამდენიმე წუთის წინ თავად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაკეთდა. გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

„ოცნება“ პრემიერად ოთარ დანელიას განიხილავს

„ოცნება“ პრემიერად ოთარ დანელიას განიხილავს

„ოცნების“ საპარლამენტო კულუარებში პრემიერობის ახალი კანდიდატი განიხილება. კერძოდ, არსბეობს იმის ალბათობა, რომ მამუკა ბახტაძის გადადგმის შემთხვევაში, უმრავლესობამ მმართველი გუნდის რამდენიმეკაციან „სტაფს“ ახალი პრემიერის კანდიდატი საკუთარი რიგებიდან წარუდგინოს. როგორც გაზეთი „ვერსია“ ავრცელებს ინფრომაციას, ეს კანდიდატი ოთარ დანელია იქნება. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ თემაზე კონსულტაციებს ღიად არ ადასტურებენ, თუმცა გამოცემის ცნობით, „ოცნების“ დეპუტაცია პრემიერად დანელიას კანდიდატურას იმ შემთხვევაში […]

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა

ბორის ჯონსონი კონსერვატორების არჩევნებში კვლავ ლიდერობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გახდა. ჯონსონი ოფიციალურად პრემიერის პოსტზე მოვალეობის შესრულებას ხვალიდან შეუდგება. ჯონსონს ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის დაახლოებით 160 000 წევრიდან 92 153-მა მისცა ხმა. ხმის მიცემა გუშინ დასრულდა. „დავიწყებ ჩემი ოპონენტისთვის, ჯერემისთვის მადლობის გადახდით. ის ნამდვილად ძლიერი კანდიდატი იყო, იგი ძლიერი ლიდერი და უდიდესი პოლიტიკოსია, ასევე მადლობა ტერეზა მეის, პარტიაში და ამ […]

ივანიშვილი პრემიერად გიორგი ბაჩიაშვილს ნიშნავს?

ივანიშვილი პრემიერად გიორგი ბაჩიაშვილს ნიშნავს?

მმართველ პარტიაში ისეთი ამბები მიდის, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. “ოცნების” შემქნელი ვითარების გამოსწორების მიზნით ყოველ დილით მიდის პარტიის ოფისში და თათბირებს ატარებს. მარტო თათბირების ჩატარება საქმეს არ შველის, ამიტომაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, რაღაც ქმედითი ნაბიჯები გადადგას. შექმნილი ვითარებიდან ყურადღების გადატანის მიზნით სამთავრობო ცვლილებები იგეგმება. უკვე დიდი ხანია მიდის საუბარი იმაზე, რომ მთავრობის მეთაური გიორგი გახარია […]

”ქართულმა ოცნებამ” პრემიერად მამუკა ბახტაძე დაასახელა

მამუკა ბახტაძე - "ეს არის ტყუილი და ძალიან სუსტი არგუმენტი"

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის კანდიდიდატად 36 წლის მამუკა ბახტაძე დაასახელა, რომელიც ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის სავარძელს იკავებდა. განცხადება მედიისთვის მმართველი პარტიის ოფისში არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, სადაც აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გუშინ გადადგა.

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 59 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 42 დეპუტატი იყო. სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა.