ჭდე: პროკურატურა

დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა

სკანდალური აუდიოჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან – დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ჩანაწერის ერთ-ერთი ფიგურანტია, მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. ჯაფარიძე საგამოძიებო უწყების შენობაში რამდენიმე წუთის წინ მივიდა, შესვლისას მედიასთან კომენტარი მან არ გააკეთა. მან დღეს “რუსთავი 2”-თან მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა მირზა სუბელიანთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტი. ჯაფარიძე ამბობს, რომ მირზა სუბელიანი ნამდვილად ასახელებდა ფაქტებს, რომლებიც წესით უნდა […]

“აიძულეს და მოსთხოვეს ჩანაწერის გავრცელება” – პროკურატურის განცხადება სუბელიანის სკანდალურ ჩანაწერზე

სკანდალური ჩანაწერი სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს – მთავარ პროკურატურაში განმარტება გაკეთდა: “საქართველოს მთავარი პროკურატურა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს, ვიდრე ჩანაწერი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გადაიცემოდა. გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და […]

სუბელიანის სკანდალური ჩანაწერები – მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. წინასწარი ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში განცხადება, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გაკეთდება, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს. განცხადება საგამოძიებო უწყებაში 15:00 საათზე გაკეთდება.

ლევან ყიფიანი თბილისის პროკურატურაში ხელმეორედ მივიდა

თბილისის პროკურატურაში ლევან ყიფიანი ხელმეორედ მივიდა. ის საგამოძიებო უწყებაში საკუთარ ადვოკატთან ერთად გამოცხადდა. ყიფიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ მედიის კითხვებს დაკითხვის შემდეგ უპასუხებს. არსებული ინფორმაციით, გამოძიებას დამატებითი კითხვები აქვს „თიბისი ბანკის“ ეპიზოდთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით არც საგამოძიებო უწყების მხრიდან გაკეთებულა კომენტარი. გამორიცხული არ არის, რომ ყიფიანმა ჩვენება კვლავ მოსამართლის თანდასწრებით მისცეს. […]

ნატო ჩხეიძე პროკურატურაში დაიბარეს

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ნატო ჩხეიძეს დღეს თბილისის პროკურატურაში ელოდებიან. დეპუტატი გამომძიებლებისთვის დეტალურად აპირებს იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც „ომეგა ჯგუფზე“ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება. ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ საქმის სწორად გამოძიების იმედი არ აქვს, თუმცა საგამოძიებო ორგანოში მაინც მივა. „ომეგა ჯგუფში“ შემავალი რამდენიმე კომპანიის დირექტორი უკვე გამოიკითხა. „ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელობა მაქსიმალურს აკეთებს იმ გაგებით, […]

კომპანია „კოლორპაკი” პროკურატურას დოკუმენტებს 1 ოქტომბერს გადასცემს

კომპანია „კოლორპაკი” პროკურატურას დოკუმენტებს 1 ოქტომბერს გადასცემს. როგორც კომპანიის დირექტორმა გიორგი ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტები დღეს უნდა გადაეცათ პროკურატურისთვის, თუმცა, საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებით, დოკუმენტებს ორშაბათს გადასცემენ. როგორც გიორგი ჟორჟოლიანმა აღნიშნა, კომპანიის დოკუმენტაცია წესრიგშია. „ჩვენ ვიმყოფებით საამქროში, სადაც ვბეჭდავთ ყველა ტიპის ეტიკეტს დიდი და მცირე მეწარმეებისთვის. ამ საამქროს აღჭურვა მოხდა პროექტის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში თანადაფინანსებით, ჩვენ […]

პროკურატურა – ”პალიტრამედიის” სტამბაში შესვლა ”აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში დანაშაულის ნიშნებს უკავშირდება”

მთავარი პროკურატურა „პალიტრამედიას” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) პროკურატურის წარმომადგენლების შესვლასა და ფინანსური დოკუმენტაციის მოთხოვნის მიზეზებზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე უწყებაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. „ინტერპრესნიუსი“ მთავარი პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “საქართველოს მთავარი პროკურატურის […]

პროკურატურამ ზაზა ოქუაშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი და „ომეგა ჯგუფის“ 3 კომპანიის დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარა

თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 25 სექტემბერს, მოწმის სახით გამოიძახა „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სამი კომპანიის დირექტორი, თუმცა მათი ადვოკატის ცნობით, აღნიშნული პირები უწყებაში მითითებულ დროს ვერ მივიდოდნენ და ისინი საგამოძიებო ორგანოში 2018 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდებიან, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურამ გამოძიება […]

”პალიტრამედიის” სტამბაში პროკურატურა შევიდა

„პალიტრამედიას“ სტამბაში (შპს “კოლორპაკი”) მთავარი პროკურატურა შევიდა. ამასთან დაკავშირებით, ”პალიტრამედიამ” რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა: ”გვსურს საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ 24 სექტემბერს, ჩვენთვის უცნობი, საქმე N 074210818803-ის გამოძიების მოტივით, “პალიტრამედიას” სტამბაში (შპს “კოლორპაკი”), შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით “სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის […]

გახარჯული მილიონები – მიხეილ ჯანელიძეზე მასალები პროკურატურას გადაეგზავნა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი შენობისთვის დახარჯული მილიონები შესაძლოა, მიხეილ ჯანელიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზი გახდეს. ლეონიძის 3 ნომერში საგარეო უწყება ჯერ არ გადასულა, თუმცა, შენობა ბიუჯეტს უკვე, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი დაუჯდა. ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში კორუფციის რისკების გამო აღმოჩნდა. ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტის მიერ გაშიფრული სქემის მიხედვით, […]

akhalitaoba.ge © 2017-2018