ჭდე: პუტინი

ტრამპმა პუტინთან შეხვედრა გააუქმა

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. ეს შეხვედრა G20-ის სამიტზე არგენტინაში უნდა გამართულიყო. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაეცნო მოხსენებას ქერჩის ყურეში მომხდარი ინციდენტის შესახებ. პუტინისა და ტრამპის ბოლო შეხვედრა ნოემბრის დასაწყისში პარიზში შედგა პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

პუტინი – “საქართველომ ტერიტორიები სააკაშვილის გამო დაკარგა… ლუგარის ლაბორატორიაში თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია“

„თუ მართლაც ატარებენ ასეთ სამუშაოებს, ეს ძალიან საშიშია,“ – ეს განცხადება, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გააკეთა. პუტინმა ამ თემაზე დღეს პირველად ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საგანგაშო იქნება, თუ საქართველოს ტერიტორიაზე მართლაც მუშაობენ ბიოლოგიურ იარაღზე. „რამდენად სანდოა დოკუმენტები, ამის განსჯას საკუთარ თავზე ვერ ავიღებ. ვნახე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის განცხადება. უდაოდ, საგანგაშოა. […]

პუტინმა აფეთქება ქერჩის კოლეჯში ამერიკას, გლობალიზაციას და ინტერნეტს დააბრალა

ქერჩის კოლეჯში მომხდარი ტრაგედია გლობალიცაზიის შედეგია, ეს სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტიდან მოდის, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. „როგორც ჩანს, გუშინდელი ტრაგედია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გლობალიზაციის შედეგს წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ, რომ სოციალურს ქსელებში, ინტერნეტში არსებობს გაერთიანებები, ინტერესთა კლუბები. ეს ყველაფერი ამერიკულ სკოლებში მომხდარი ცნობილი ტრაგიკული მოვლენებიდან დაიწყო“, – განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, […]

რისთვის ჩადის პუტინი ბაქოსა და ერევანში?

“ახალი თაობა” წერდა, რომ რუსეთის ფედერაცია საგრძნობლად გააქტიურდა სამხრეთ კავკასიაში – მარტო სექტემბერში, ერთმანეთის მიყოლებით, რუსეთში იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერი. 25 სექტემბერს კრემლის მეთაური თავად ეწვევა კავკასიას. პუტინი ამ დღეს ბაქოში ჩავა, შემდეგ კი ერევანშიც გადაფრინდება. ითქმება თუ არა სადაო მთიან ყარაბაღზე ახალი ამ ვიზიტისას, უცნობია. მიმომხილველების აზრით, პუტინს რთული შეხვედრა ნიკოლ პაშინიანთან […]

პუტინმა კნაისლის ქორწილში იცეკვა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა ქორწილში ვლადიმერ პუტინთან ერთად იცეკვა. პუტინის საქორწინო საჩუქარი დონის კაზაკთა 10-კაციანი ანსამბლის წვეულებაზე ჩაყვანა იყო. ანსამბლმა საქორწინო ცერემონიაზე ტრადიციული ხალხური სიმღერები შეასრულა. კარინ კნაისლი პოლიტიკურმა ოპონენტებმა ქორწილში „ევროპის საგარეო პოლიტიკის აგრესული მტერის“ მოწვევის გამო გააკრიტიკეს და ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდეს. კარინ კნაისლმა პუტინი თავის ქორწილში ვენაში კრემლის ლიდერის ბოლო ვიზიტისას დაპატიჟა. […]

ტრამპი _ ”მე და პუტინმა კარგად გავუგეთ ერთმანეთს’

”წინ დიდი შედეგები გველის”, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. „პუტინმა და მე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რაც ასე აწუხებდა ბევრ შურიანს, ვისაც კრივში შეჯიბრის ხილვა სურდა. დიდი შედეგები წინ გველის“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ […]

”მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“ – ტრამპმა და პუტინმა პრესკონფერენცია გამართეს

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებმა საქმიან და გულწრფელ გარემოში ჩაიარა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რუსეთი და აშშ საერთო გამოწვევებსა და რისკებს უპირისპირდებიან. საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება. მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო სურვილი აქვთ, ურთიერთობები აღადგინონ“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს […]

ტრამპისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა დასრულდა

ჰელსინკში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დაგემილი 1,5 საათის ნაცვლად 2 საათი და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის განრიგის თანახმად, მხარეები შეხვედრას გაფართოებულ შემადგენლობაში გააგრძელებენ, რაც 1 საათი და 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. ამ შეხვედრის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ჟურნალისტებისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ჰელსინკი – ტრამპისა და პუტინის შეხვედრა დაიწყო

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ, სადაც მათი პირისპირ შეხვედრა დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ „დადგა დრო, ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ“. თავის მხრივ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება მიულოცა. „მინდა მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის კარგად ჩატარება. ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ჩვენ […]

ტრამპი პუტინს დაემუქრა – “ქიმიური თავდასხმის უკან თუ რუსეთი დგას, მკაცრად დაისჯება”

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24-48 საათის განმავლობაში გადაწყვეტს, უპასუხებს თუ არა აშშ ძალისმიერად ასადის რეჟიმის მიერ ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას. – ეს ბარბაროსული და საზარელი თავდასხმა იყო. ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ გავარკვევთ ეს რუსეთია, სირია, ირანი თუ ყველა ერთად, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ არ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018