ჭდე: “ქართული ოცნება”

„ქართული ოცნება“ 28 ოქტომბერს კონტრაქციას გამართავს

გახარია თუ ცქიტიშვილი - ვინ შეცვლის ბახტაძეს - დღეს 6 საათზე "ქართულის ოცნება" იკრიბება

„ფორმულას“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ 28 ოქტომბერს კონტრაქციას გამართავს. ექსკლუზიურად გადაღებული ფოტოები ადასტურებს, რომ პარტიის ოფისში საგანგებო კონსულტაციბი უკვე შედგა. „ფორმულას“ ინფორმაციით, გუშინ საგანგებო კონსულტაციებში თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძეც  მონაწილეობდა. შეხვედრაზე პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაიბარეს – მითითებების მისაცემად. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი დავალება 28 ოქტომბერს, კონტრაქციისთვის ხალხის შეკრება იყო. საგანგებო შეხვედრები რომ შედგა, […]

სოსო გოგაშვილი “ოცნების” წინააღმდეგ – “მთავრობა არჩევნებში ძალიან ბევრ შავ ფულს ხარჯავს”

სოსო გოგაშვილი "ოცნების" წინააღმდეგ - "მთავრობა არჩევნებში ძალიან ბევრ შავ ფულს ხარჯავს"

შავი ფული არჩევნების გაყალბებისთვის – სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, სკანდალურ განცხადებას აკეთებს. გოგაშვილმა “ქართული ოცნება” არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და ყოფილი თანაგუნდელების სქემაზე ისაუბრა. – მივმართავ ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებიც ბოლშევიკური სისტემის ტყვეობაში არიან. ეცადონ, რომ რაც შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ, თუმცა ამაში მე დიდად დარწმუნებული არ ვარ. “ქართულ ოცნებას” ვეტყვი, რომ თუ […]

აშშ-ის საელჩო “ქართული ოცნების” წინააღმდეგ – “სერიოზული ეჭვი გვაქვს მთავრობის ერთგულებაზე დემოკრატიული არჩევნების მიმართ”

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მკაცრადაა დაგმობილი ხელისუფლების მოქმედება. “ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ძალადობრივ, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გუშინ დმანისსა და რუსთავში. ეს და ქვეყნის მასშტაბით ოპოზიციის კანდიდატების მიმართ ზეწოლისა და დაშინების შესახებ მრავალი ცნობა წარმოშობს სერიოზულ ეჭვებს მთავრობის ერთგულებაზე უსაფრთხო წინასაარჩევნო კამპანიისა და დემოკრატიული არჩევნების მიმართ. ძალადობა […]

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ “ქართული ოცნება” და საკრებულო დატოვა

გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ "ქართული ოცნება" და საკრებულო დატოვა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილემ რაფი ორუჯოვმა თანამდებობა დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად კი პარტია “ქართული ოცნებისა” და მისი პოლიტიკური შეხედულებების აცდენა დაასახელა. “პატივცემულო თანამემამულენო, ძვირფასო მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ ა/წ 14 ივლისს მე, საკუთარი ნებით, დავტოვე პარტია “ქართული ოცნების” რიგები, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა და საკრებულოს წევრობა. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ […]

“ქართული ოცნების” ოთხ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა

გახარია თუ ცქიტიშვილი - ვინ შეცვლის ბახტაძეს - დღეს 6 საათზე "ქართულის ოცნება" იკრიბება

კორონავირუსი “ქართული ოცნების” კიდევ ოთხ დეპუტატს დაუდასტურდა. კოვიდ-19 უმრავლესობის “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს აღმოაჩნდა.

პოლიციამ “ქართული ოცნების” ოფისთან აქტივისტები დააკავა

პოლიციამ "ქართული ოცნების" ოფისთან აქტივისტები დააკავა

დაპირისპირება და ხმაური გრძელედება “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან – პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა. სამოქალაქო აქტივისტებს “ოცნების” ოფისის შენობაზე სტიკერის გაკვრა სურდათ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები და მოძრაობა ,”საქართველოსთვის” წევრები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. შგეახსნებთ, რომ მანამდე “ქართული ოცნების” ოფისთან, “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრების აქციაზე 4 პირი დააკავეს. ადგილზე სამართალდაცველები არიან მობილიზებული.

“ქართული ოცნება” – 23%, ნაციონალები – 7%, არც ერთი პარტია – 40% – ედი-ს კვლევა

"ქართული ოცნება" - 36%, ნაციონალური მოძრაობა - 15% - აირაის კვლევა

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმეტესობისთვის მათ შეხედულებასთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? – პასუხები ასე გადანაწილდა: არცერთი პარტია – 40%, „ქართული ოცნება“ – 23%, უარი პასუხზე – 14%, არ ვიცი – 8%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 7%, სხვა პარტიები – 7%. […]

ხათუნა ლაგაზიძე – „ოცნება“ მელიას ნაღმზე აფეთქდა“

ხათუნა ლაგაზიძე - "სააკაშვილის დონის ლიდერი დღეს საქართველოში არ არის"

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილი წავიდა იმიტომ, რომ მან ჩათვალა, რომ ოპოზიცია ვერაფერს დააკლებდა თუნდაც იმ სუსტ გუნდს, რომელიც მან დატოვა ხელისუფლებაში: – ხელისუფლებაში უმეტესობა იმდენად ცხელთავიანი დარჩა, რომ თავიანთივე დადებულ ნაღმებზე აფეთქების საშიშროება ძალიან მაღალია და მელიას ეპიზოდში პირველივე ნაღმზე აფეთქდნენ. ივანიშვილის წასვლისა თუ გვერდზე გადგომის შემდეგ ეს იქნება პირველი […]

“ოცნებას” 60-ვე ოპოზიციონერი პარლამენტში არ სჭირდება” – ვახტანგ ძაბირაძე

ვახტანგ ძაბირაძე - მეუფე იაკობი პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში თავადაც მონაწილეობდა

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ოცნებას” საერთოს არ აწუხებს პარლამენტში მარტო ყოფნა: – ისინი უფრო ანგარიშს პარტნიორ ქვეყნებს უწევენ. ამიტომაც ჩააგდეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. არ ვარ დარწმუნებული, რომ “ქართული ოცნება” დიდად მოხარული იყოს 60-ივე ოპოზიციონერის პარლამენტში ხილვით. ეს ძალიან გაურთულებს საქმეს “ქართულ ოცნებას”. ისინი ეცდებიან ვიღაცების შეყვანას, მაგრამ არა მთლად […]

“ქართული ოცნება” ოპოზიციას მანდატებს არ შეუწყვეტს

პარლამენტმა 91 ხმით ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობა გამოაცხადა

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება. “დღეს, პარტიის პოლიტიკური საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, ოპოზიციის წარდგენით არჩეული 51 დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტისგან თავის შეკავების […]