ჭდე: ყაჩაღობა

გორში მარკეტი დააყაჩაღეს – ორსული თანამშრომელი ცემეს

გორში მარკეტი დააყაჩაღეს - ორსული თანამშრომელი ცემეს

გორში დილით მაღაზია ,,ლიბრე” დააყაჩაღეს და სეიფი გაიტაცეს, ხოლო მარკეტის ორი თანამშრომელს, მათ შორის  ერთ ორსულს სცემეს. თავდამსხმელები  შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მარკეტი თანამშრომლები შეშინებულები არიან და  ამბობენ რომ თავს დაუცველად გრძნობენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 179 -ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. მთავარი

შარტავას ქუჩაზე დ.კ-ს 6 პირი, მათ შორის, 1 ქალი, თავს დაესხა და საწამებლად ქალაქგარეთ გაიყვანა

შარტავას ქუჩაზე დ.კ-ს 6 პირი, მათ შორის, 1 ქალი, თავს დაესხა და საწამებლად ქალაქგარეთ გაიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1998 წელს დაბადებული დ.ს., 1998 წელს დაბადებული ვ.ჯ., 1990 წელს დაბადებული ლ.ხ., 2002 წელს დაბადებული ნ.ზ., 1981 წელს დაბადებული რ.ა. და 1994 წელს დაბადებული კ.ლ. ჯგუფურად განხორციელებული ძარცვის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და წამების […]

“ქალი 20 საათი დაბმული ჰყავდათ, წაღებულია 80 ლარი” – ყაჩაღობა ზუგდიდში

"ქალი 20 საათი დაბმული ჰყავდათ, წაღებულია 80 ლარი" - ყაჩაღობა ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში პენსიონერი დააყაჩაღეს, ნაცემია ქალი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები “კურიერს” უყვებიან, ქალი თითქმის 20 საათის განმავლობაში დაბმული იყო. წაღებულია 80 ლარი. დაზარალებული, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს. “ღამე გარეთ გასულა და იყვირა,  მეზობლებმა გახსნეს დაბმული. მთელი ღამე  ყოფილა დაბმული.ძლივს ლაპარაკობდაო, სისხლი მოდიოდა სახიდან, ნაცემი იყო ალბათ,” – აცხადებს […]

ოზურგეთში სუპერმარკეტი “მოდერნი” დააყაჩაღეს – ნიღბიანმა პირმა 1.000 ლარი წაიღო

ოზურგეთში სუპერმარკეტი "მოდერნი" დააყაჩაღეს - ნიღბიანმა პირმა 1.000 ლარი წაიღო

ოზურგეთში, სუპერმარკეტი “მოდერნი” დააყაჩაღეს. არსებული. ინფორმაციით, სუპერმარკეტში ნიღბიანი პირი შეიჭრა და 1.000 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღო. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

“ყაჩაღი სეიფის გახსნას და ფულის წაღებას ცდილობდა” – ხიმშიაშვილებზე თავდასხმის ახალი დეტალები

"ყაჩაღი სეიფის გახსნას და ფულის წაღებას ცდილობდა" - ხიმშიაშვილებზე თავდასხმის ახალი დეტალები

ხელვაჩაურში ხიმშიაშვილების სახლზე თავდამსხმელი ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არ არის. სწორედ ამ მიზნით და მის დასაკავებლად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. შემთხვევა ხელვაჩაურში დღეს დილით, დაახლოებით 6 საათისთვის მოხდა. სახლის მეპატრონემ უცნაური ხმა გაიგო, ჩავიდა პირველ სართულზე და დაინახა, რომ თავდამსხმელი სეიფის გახსნას და მისი კუთვნილი თანხის წაღებას ცდილობდა, რა დროსაც მას წინააღმდეგობა გაუწია. სწორედ ამ დროს […]

“ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს…” – წალკაში ახალზელანდიური ოჯახი დააყაჩაღეს

"ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს..." - წალკაში ახალზელანდიური ოჯახი დააყაჩაღეს

დავით კიზირიამ ფეისბუქში დაწერა: “SOS! წალკის რაიონში რამდენიმე წელია ახალზელანდიელების ოჯახი ცხოვრობს. მეურნეობა დაიწყეს, სასტუმროს მშენებლობა – მოკლედ, ინვესტირება მოახდინეს და დიდი გეგმები ქონდათ… დაახ. საათნახევრის წინ დააყაჩაღეს, როგორც ვიცი ცოლი, შვილები დააბეს, მანქანა, ტელეფონები, ფული წაართვეს… მოკლედ, ძალიან ცუდი ამბავია, დროზეა საჭირო რეაგირება! პ.ს. ერთადერთი საშუალება არის მაქსიმალური გასაჯაროება და საზოგადოებრივი კონსოლიდაცია კრიმინალის წინააღმდეგ […]

ვარკეთილში 15.000 ლარის გატაცებისთვის ნ.ა. და რ.ს. დააკავეს – ვიდეო

ვარკეთილში 15.000 ლარის გატაცებისთვის ნ.ა. და რ.ს. დააკავეს - ვიდეო

ვარკეთილში სვანების ბაზრობიდან 15.000 ლარის გატაცებისთვის პოლიციამ 2 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ნ.ა. და 1997 წელს დაბადებული რ.ს. ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 6 დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, […]

ვარკეთილში “სვანების ბაზრობიდან” 15.000 ლარი გაიტაცეს

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ყაჩაღობა თბილისში – ვარკეთილში ორი მამაკაცი ე.წ. “სვანების ბაზრობის” ერთ-ერთ საბითუმო მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა. თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით 15 ათასი ლარი წაიღეს. პოლიციამ მაღაზიაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებიც ამოიღო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიდინარეობდა. ნიუპოსტი

ოჯახზე თავდასხმისთვის ჭიათურაში 4 პირი დააკავეს – ვიდეო

ოჯახზე თავდასხმისთვის ჭიათურაში 4 პირი დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ს., 1964 წელს დაბადებული თ.ს., ასევე, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1982 წელს დაბადებული გ.ჯ. […]

დააკავეს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესო ტაბიძის შვილი – ბათუმში სავალუტო ჯიხურზე თავდასხმისთვის – ვიდეო

დააკავეს ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე ბესო ტაბიძის შვილი - ბათუმში სავალუტო ჯიხურზე თავდასხმისთვის - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა […]