ჭდე: ქმარი

“ქმარმა იეჭვიანა, ურემში ხარივით შემაბა და ნაკელი მაზიდვინა” – მძიმე საქმის დეტალები

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

გახმაურებული ძალადობის გაუხმაურებელი დეტალები საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში – “კურიერმა”  ტრაგედიით დასრულებული ძალადობის საქმის მასალები მოიპოვა, რომელიც საკმაოდ მძიმე ფაქტებს შეიცავს. ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩვენებაში ყვება, რომ მას მეუღლე სასტიკად უსწორდებოდა, მათ შორის ორსულობის პერიოდში. ოჯახში მრავალწლიანმა ძალადობამ საბოლოოდ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ახალშობილი ბავშვის. “…როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი ტყუპებზე, უმიზეზოდ იეჭვიანა, ხარივით შემაბა ურმის […]

თამთა ჯანჯღავა სტამბოლში ქმარმა მოკლა და გაიქცა

თამთა ჯანჯღავა სტამბოლში ქმარმა მოკლა და გაიქცა

32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი თურქეთის ქალაქ სტამბულში, ჩაკეტილ სახლში იპოვეს. როგორც „პრაიმტაიმს“ გარდაცვლილის ახლობლები უყვებიან, ახალგაზრდა ქალი ქმარმა დანით დაჩეხა და სახლიდან გაიქცა. გარდაცვლილს სენაკში ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახლობლების გადმოცემით, ქმარი ცოლზე სისტემატიურად ძალადობდა და მკვლელობის მცდელობას წარსულშიც ჰქონდა ადგილი. თამთა ჯანჯღავას ახლობელი, სალომე კურდღელია სოციალურ ქსელში წერს: „ეს ულამაზესი გოგო თამთაა!(მიჭირს წარსულში მასზე საუბარი). […]

რუსთავში 30 წლის ცოლმა 40 წლის ქმარს სცემა 2 ბავშვის თანდასწრებით

პეკინზე მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში ცოლმა ქმარს სცემა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით ოჯახში ძალადობის ფაქტი თოდრიას ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ ბინაში დაფიქსირდა. სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამათის შემდეგ, 30 წლამდე ქალმა, 40 წლამდე მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და 2 მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით სცემა. არსებული ინფორმაციით მამაკაცს დაზიანებები სახის არეში ჰქონდა მიყენებული. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სავარაუდოდ სსკ 126-ე პრიმა მუხლით […]

“ქალი დაეცა, კაცმა დანა დაარტყა და წიხლებით სცემდა” – ხაშურში დაჭრის ახალი დეტალები

"ქალი დაეცა, კაცმა დანა დაარტყა და წიხლებით სცემდა” - ხაშურში დაჭრის ახალი დეტალები

ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ქმრის მიერ ყოფილი ცოლის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველები დეტალებზე საუბრობენ. თვითმხილველები იხსენებენ, რომ ქალს მუცლის არეში ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. „ხალხმრავლობა იყო, მივედი და გოგო იყო დაჭრილი. ორჯერ ჰქონდა მუცელში დანა დარტყმული. ძმაკაცები მომეხმარნენ და საავადმყოფოში გადავიყვანეთ“,-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. მომხდარის დეტალებს იხსენებს ასევე ერთ-ერთი ადგილობრივი. „ადგილზე […]

”ქმარს ყოფილ ქმართან ვუღალატე”

”ქმარს ყოფილ ქმართან ვუღალატე”

არავინ თქვას, მე ეს არ დამემართება, ძალიან კარგი ვარო. არავინ იცის, რა მომენტში როგორ მოიქცევი. საკუთარ თავზე ძალიან კარგი წარმოდგენა მქონდა. მეგონა, რომ ჩემზე არანაირი ცდუნება არ იმოქმედებდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ისეთი სისუსტე გამოვიჩინე, რომელსაც საკუთარ თავს ვერ ვპატიობ. შეიძლება ყველა გაოცდეთ, მაგრამ ასე დამემართა – ქმარს ყოფილ ქმართან ვუღალატე. 23 წლის ვიყავი, როცა ოჯახი […]

რუსთავში ცოლმა ქმარი არასასურველი სექსის გამო დააჭერინა

რუსთავში ციხის მორიგე ხაჩატურ მანკასარიანმა თავის მოკვლა სცადა - ვიდეო

რუსთავში ცოლმა ქმარს უჩივლა. ცოლ-ქმარი 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. ინტიმური ურთიერთობისას ქმარმა სავარაუდოდ ცოლის თხოვნა არ გაითვალისწინა, რასაც კამათი მოჰყვა. “ინფო რუსთავის”- ინფორმაციით ქალმა 112-ში მეუღლესთან მისითვის არასასურველი სქესობრივი კავშირის გამო დარეკა. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა, მოსამართლემ კი დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს რომ – “მომხდარზე გამოძიება სსკ […]

სოფო კილაძე – “ჩემი ქმარი ჩემზე ძალადობდა”

სოფო კილაძე - "ჩემი ქმარი ჩემზე ძალადობდა"

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დეპუტატზე ქმარმა იძალადა და მასზე შემაკავებელი ორდერი გაიცა, დადასტურდა. “კურიერმა” გაარკვია, რომ ეს ადამიანი “ქართული ოცნების” დეპუტატი, სოფო კილაძეა. დეპუტატის ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს. დეპუტატი ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს. “დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ მაგალითი, […]

ბოლნისში ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი ქამრით გაგუდა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ. დანაშაულის თაობაზე ქმარმა სამართალდამცავებს თავად აცნობა. როგორც „ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ვ- ქვეპუნქტითაა აღძრული.

ბათუმში ქმარმა ცოლი კისერში დაჭრა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ბათუმში გვიან ღამით ქმარმა ცოლი დაჭრა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განაცხადეს, 30 წლამდე ქალს ცივი იარაღით ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ბათუმში ცოლის დაჭრის ფაქტზე მამაკაცი დაკავებულია. შსს-განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ქმარი საკუთარ მეუღლეს უცხო მამაკაცებთან სექსს აიძულებდა

ქმარი საკუთარ მეუღლეს უცხო მამაკაცებთან სექსს აიძულებდა

მეუღლე საკუთარ ცოლს სხვა მამაკაცებთან  სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. ქალმა მოძალადესთან ერთად თითქმის 10 წელი გაატარა. 15 წლის ელენე ცოლად 6 წლით უფროს ლაშას გაჰყვა. როგორც თავად ამბობს, სკოლაში მეათე კლასიდან აღარ უვლია და მეუღლე მას სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდა. გოგონას საკუთარ მშობლებთან ურთიერთობასაც უშლიდა. ორი მცირეწლოვანი ბავშვი ოჯახში ძალადობის თვითმხილველები მუდმივად იყვნენ. ელენე ყვება, […]