ჭდე: რაგბი

რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო

რაგბიში საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო

რაგბიში, საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს დაგეგმილი მატჩი გადაიდო. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. „შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“ – ნათქვამია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში. „რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის […]

ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთს მოუგეს

ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთს მოუგეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში, რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 28:17 დაამარცხა. ამრიგად, საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის გათამაშებაში 4 შეხვედრიდან 4 გამარჯვება დაუგროვდა და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან შეხვედრამდე ესპანეთს, პორტუგალიასა და რუსეთს სძლია. საქართველოში დარჩა ანთიმოზ ივერიელის თასიც, რომელიც ორ ქვეყანას – საქართველოსა და რუმინეთს შორის თამაშდება. თასი […]

რაგბი – საქართველო ფიჯისთანაც დამარცხდა

რაგბი - საქართველო ფიჯისთანაც დამარცხდა

“რვა ერის” მეოთხე ტურში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ედინბურგში “მარიფილდზე” ფიჯისთან 24:38 დამარცხდა. პირველი ტაიმი 19:10 დასრულდა. მეორე ნახევარი ფიჯელებმა ორგანიზებულად დაიწყეს და 62-ე წუთამდე 3 ლელო დადეს. ამასთან, ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა ხვალ გაირკვევა. იპნ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 8 ერში ითამაშებს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში გასამართ “შემოდგომის თასზე” ითამაშებს, რომელსაც არაოფიციალურად “8 ერი” ეწოდება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს რაგბის კავშირმა გააკეთა, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ: “სიხარულით გვინდა ვაუწყოთ ქართული რაგბისა და სპორტის მოყვარულებს, ფართო საზოგადოებას – დატვირთული მოლაპარაკებების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ ჩვენი მორაგბეთა ეროვნული ნაკრები გუნდი წელს, ნოემბრის მეორე ნახევრიდან მონაწილეობას […]

ტაიფუნმა იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასის 2 მატჩი ჩაშალა

ტაიფუნმა იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასის 2 მატჩი ჩაშალა

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე უიშვიათესი შემთხვევა მოხდა – მოსალოდნელი ტაიფუნის გამო ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი ჩაიშალა. ტურნირის ორგანიზატორებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს – ტაიფუნ “ჰაგიბისის” მოსალოდნელი საფრთხის გამო 12 ოქტომბერს დაგეგმილი “ბ” ჯგუფის მატჩი ახალ ზელანდიას და იტალიას შორის, აგრეთვე “ც” ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა ინგლისსა და საფრანგეთს შორის აღარ გაიმართება. რეგლამენტის მიხედვით, გუნდებს შორის დაფიქსირდება […]

საქართველომ ფიჯისთან უშანსოდ, დიდი ანგარიშით წააგო

საქართველომ ფიჯისთან უშანსოდ, დიდი ანგარიშით წააგო

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან 10:45 დამარცხდა. პირველი ტაიმი ფიჯელებმა 7:3 მოიგეს. მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში „ბორჯღალოსნებმა“ 2 ლელო გაუშვეს. 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და ანგარიში 10:17 გახდა. 61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა კიდევ 3 ლელო დადეს და 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს. ამის შემდეგ მათ მე-7 ლელო დადეს, ვოლავოლამ გარდასახვა […]

რაგბი – საქართველომ რუსეთს ისევ მოუგო – სპეციალური მაისურები საქართველოს რუკით – ვიდეო

რაგბი - საქართველომ რუსეთს ისევ მოუგო - სპეციალური მაისურები საქართველოს რუკით - ვიდეო

რაგბი ევროპის გათამაშების ფარგლებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე 22:6 დაამარცხა. ქართველი მორაგბეები მატჩის დაწყების წინ მოედანზე სპეციალური მაისურებით გამოჩნდნენ, სადაც საქართველოს რუკაა დატანილი და ამით რუსებს მიანიშნეს, რომ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოა. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებს რუსეთთან 1996 წლის შემდეგ არ წაუგიათ. რაგბი ევროპის გათამაშება საქართველოს ნაკრების […]

რაგბი – საქართველომ რუმინეთს სტუმრად 18:9 მოუგო

რაგბი - საქართველომ რუმინეთს სტუმრად 18:9 მოუგო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთი სტუმრად, ქალაქ კლუჟში, ანგარიშით 18:9 დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს 2 ლელო დაუდეს, დანარჩენი ქულები კი 1 გარდასახვითა და 1 ჯარიმით მოიპოვეს. საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას თბილისში, ავჭალის სტადიონზე ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. ამ გამარჯვებით „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის გარდამავალი თასიც მოიპოვეს.

ქართველმა მორაგბეებმა სამოას 27:19 მოუგეს

ქართველმა მორაგბეებმა სამოას 27:19 მოუგეს

ბორჯღალოსნებმა გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარეს და სამოა ანგარიშით 27:19 დაამარცხეს. აღსანიშნავი, რომ პირველ ტაიმი საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელი იყო. გუნდი სტუმრებთან 9 ქულით აგებდა, თუმცა მეორე ტაიმში მორაგბეებმა ძალების მობილიზება მოახერხეს და გამარჯვებაც მოიპოვეს.

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა

18 წლამდე მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონია. საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ევროპირველობის ფინალში დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთი ნაკრები 8:3 დაამარცხა. მე-8 წუთზე უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” ლელო დადეს, თუმცა გარდასახვა ვერ გამოიყენეს და 5:0 დაწინაურდნენ. ფრანგებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ჯარიმა გაიტანეს და შეხვედრის პირველი ნახევარი 5:3 დასრულდა. მეორე ტაიმში სტუმართა გუნდმა ჯარიმის რეალიზაცია ვერ შეძლო, სამაგიეროდ ჩვენმა გუნდმა […]