ჭდე: სააპელაციო სასამართლო

პატრულმა გელა კვაშილავამ ტვ პირველს სასამართლო სააპელაციოშიც მოუგო

პოლიციელმა გელა კვაშილავამ ტვ პირველის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „პირველს“ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა და პატრულ-ინსპექტორისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ტვ პირველის” მიერ პატრულ-ინსპექტორის, გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური იყო. სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას […]

ხათუნა კოტრიკაძის შვილს, გოგა გოგიას, სააპელაციომ სასჯელი 4 წლამდე გაუზარდა

ხათუნა კოტრიკაძის შვილს, გოგა გოგიას, სააპელაციომ სასჯელი 4 წლამდე გაუზარდა

მსახიობ ხათუნა კოტრიკაძისა და ფეხბურთელ დავით გოგიას შვილს, გოგა გოგიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულით სასამართლომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. გოგა გოგია 2019 წელს, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადევნების ბრალდებით დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წელიწადნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სწორედ, აღნიშნული გადაწყვეტილება შეცვალა მეორე ინსტანციის სასამართლომ. გოგა გოგია […]

მიხეილ კალანდიას 11 წელი და 3 თვე შეეფარდა

მიხეილ კალანდიას 11 წელი და 3 თვე შეეფარდა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, კალანდიას სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა პალატამ გამოაცხადა და აღნიშნულით ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს […]

ბახალა სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ სცნო

ბახალა სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ სცნო

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მსახიობს სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ადვოკატი იმედოვნებდა, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააბათილებდა. გიორგანაშვილს სახელმწიფო ბრალდება ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობას ედავება. რუსთავი 2

ელისო კილაძე – “ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი სააპელაციოზე ზეწოლას ახდენენ” – დავით ხარშილაძის საქმეზე დღეს სასამართლო გაიმართება

ელისო კილაძე - "ეკა ბესელია, სოფიო კილაძე, ვანო ზარდიაშვილი სააპელაციოზე ზეწოლას ახდენენ" - დავით ხარშილაძის საქმეზე დღეს სასამართლო გაიმართება

დავით ხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება. მოსალოდნელია, მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადება. გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის განცხადებით, კოლეგიის წევრ მოსამართლეებზე სახელისუფლებო გუნდის წევრების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდა თუმცა, ელისო კილაძე იმედოვნებს, რომ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს. დავით ხარშილაძეს გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება. – სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაზე მიმდინარეობდა ზეწოლა […]