ჭდე: სამსონ ქუთათელაძე

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში გიორგი ჭანტურია მოსამართლე მადონა მაისურაძემ გაამართლა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში გიორგი ჭანტურია მოსამართლე მადონა მაისურაძემ გაამართლა

გიორგი ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონო შეძენა- შენახვის ნაწილში და მას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გიორგი ჭანტურია დარბაზშივე დააკავეს. გიორგი ჭანტურიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იარაღის ნაწილში გაასაჩივრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბექა ბასილაიამ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა. როგორც ადვოკატი […]

გიორგი ჭანტურია გირაოთი გამოუშვეს

გიორგი ჭანტურია გირაოთი გამოუშვეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. ამასთან, ჭანტურიასთვის პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდების საკითხზე რუსთავის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საქალაქო სასამართლოში სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, საქმის არსებითი განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა. საქართველოს სსსკ-ის 230. 1-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას […]

მოსამართლე მადონა მაისურაძემ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ადგილი დაათვალიერა

მოსამართლე მადონა მაისურაძემ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ადგილი დაათვალიერა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმის მოსამართლე მადონა მაისურაძე მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. მოსამართლემ მტკიცებულებების, კონკრეტულად კი შემთხვევის ადგილის გამოკვლევა- დათვალიერება ქუთათელაძის მკვლელობის ადგილზე, ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე განახორციელა. მოსამართლესთან ერთად ადგილზე პროკურორები, ბრალდებულის ადვოკატები და სამსონ ქუთათელაძის ვაჟი იმყოფებოდნენ. გენერალი სამსონ ქუთათელაძე, გასული წლის 15 იანვარს, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე საკუთარ კაბინეტში […]

“გიორგი ჭანტურიას იარაღზე დენთის და მისი დნმ-ის კვალი არ არის” – ახალი გარემოებები გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში

გიორგი ჭანტურიას ბრალი წარუდგინეს

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურიას უფლება დამცველი აცხადებს, რომ საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ადვოკატ ლექსო კობაიძის განცხადებით ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ ყოფილი პროკურორის სახლიდან ამოღებულ იარაღებზე და ტანსაცმელზე, მისი დნმ-ის კვალი არ არის. ამასთანავე ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლას ახდენს: „პასუხია მოსული, რომ მის ტანსაცმელზე არანაირად არც დენთის კვალი ან სხვა ბიოლოგიური მასა […]

ადვოკატი კეკენაძე – “შსს და პროკურატურა გიორგი ჭანტურიას ოჯახს პირადი მასალებით აშანტაჟებენ”

ფეისბუქი და ინსტაგრამი შეფერხებით მუშაობს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას ოჯახი სახელმწიფო უწყებებს შანტაჟში ადანაშაულებს. ადვოკატის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლები ჭანტურიების ოჯახსა და მათ გარემოცვას პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებით ემუქრებიან, სანაცვლოდ კი მათგან ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას ითხოვენ. უფლებადამცველის თქმით, ამასთან დაკავშირებით მათ უკვე მიმართეს სხვადასხვა უწყებებს და სახალხო დამცველს, თუმცა, უშედეგოდ. „ყოველგვარ […]

ადვოკატი ანი კეკენაძე – ”გიორგი ჭანტურია უდანაშაულოა, შსს ცირკს და მასკარადს დგამს”

ადვოკატი ანი კეკენაძე - ”გიორგი ჭანტურია უდანაშაულოა, შსს ცირკს და მასკარადს დგამს”

გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ანი კეკენაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და შსს „ცირკს და მასკარადს დგამს“. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციასთან განუცხადა, სადაც საქმის მასალების გადასაცემად მივიდა. როგორც პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა მას საქმის მასალები არ გადასცეს და ამის მიზეზად დაუსახელეს ის, რომ საქმის მასალების ასლები […]

ნათია მეზვრიშვილი – ”სამსონ ქუთათელაძე გიორგი ჭანტურიამ მოკლა”

შსს კლუბ ”ბასიანის” ინციდენტზე - ”სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საშუალება"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალ ქუთათელაძის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1981 წელს დაბადებული გიორგი ჭანტურია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე […]

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ჭანტურიას სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ჭანტურიას სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს. ადვოკატების თქმით, იარაღი ჩადებულია და ჭანტურიას არ ეკუთვნის. ჭანტურია ქუჩაში, სახლთან ახლოს დააკავეს. „იარაღი ჩადებულია. ბოლო სამი დღე, სახლი დაკეტილი იყო, არავინ იმყოფებოდა. არის შესასვლელი ეზოდან, საიდანაც ამ იარაღის შეტანა შესაძლებელია“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. სამსონ ქუთათელაძის […]

გახარია – სამსონ ქუთათელაძის მკვლელობას მალე გავხსნით

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეში ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია დააკავეს

15 იანვარს საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლულ სამსონ ქუთათელაძის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ავრცელებს. მინისტრის თქმით, საქმეზე კონკრეტული შედეგები უახლოეს მომავალში იქნება. – სამსონ ქუთათელაძის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა გასული და უახლოეს პერიოდში გვექნება კონკრეტული შედეგები ამ დანაშაულთან მიმართებაში,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ […]

მარიამ ჭანტურია – ”რუსთავში სტამბოლის ბაზრის მოწილეებს შორის სერიოზული დავა იყო, სამსონ ქუთათელაძეს კი ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა”

მარიამ ჭანტურია - ”რუსთავში სტამბოლის ბაზრის მოწილეებს შორის სერიოზული დავა იყო, სამსონ ქუთათელაძეს კი ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა”

რუსთავში მოკლული გენერლის, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას და სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მარიამ ჭანტურიას განმარტებით, სერიოზული დავა იყო ბაზრის მეწილეებს შორის, სოსო ქუთათელაძეს კი ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა. როგორც მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, მის ოჯახს კავშირი ე.წ. სტამბოლის ბაზართან არ ჰქონია, ისინი სავაჭრო ობიექტებს ფლობდნენ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით, მათ […]