ჭდე: საპატრიარქო

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განცხადება გააკეთა. ირაკლი კობახიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. განცხადება კანონპროექტის გაწვევის შესახებ სწორედ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. „მთავარი საკითხი იყო კანონპროექტი, რომელიც ეხება კანაფის კულტივაციას. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში, გვქონდა მსჯელობა […]

საპატრიარქო – ”ტყუილია, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო – ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება მარიხუანის ნებისმიერი მიზნით მოყვანას”

მარიხუანის ლეგალიზებისა და კულტივაციის საკითხს საქართველოს საპატრიარქო განცხადებით ეხმაურება. „მარიხუანას (კანაფის) კულტივირების კანონპროექტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მასმედიაში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნაწილი მოძღვრებისა არ არის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების, რომ ეკლესიამ პოზიციები დათმო და რეალურად დაპირისპირებულნი მხოლოდ ცალკეული სასულიერო პირები არიან, რაც სინამდვილეს საერთოდ არ შეესაბამება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და […]

მარიხუანის კულტივაცია და ექსპორტი – საპატრიარქოში საგანგებო თათბირი დაინიშნა

ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ საპატრიარქოში საგანგებო თათბირი დაინიშნა. დაბარებულები არიან მღვდელმთავრები. საპატრიარქოში უკვე ათობით სასულიერო პირი შევიდა. კურიერის ინფორმაციით, საგანგებო შეხვედრის მიზანი კანაფის კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივას უკავშირდება. პატრიარქი მღვდელმთავრებს საკუთარ პოზიციას გააცნობს. საუბარი სამოქმედო გეგმასაც შეეხება. სასულიერო პირები კურიერთან ადასტურებენ, რომ მათ მოულოდნელად დაუკავშირდნენ და საპატრიარქოში საგანგებო თათბირზე დაიბარეს.

საპატრიარქო: “ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ უმართავი პროცესების განვითარებას”

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის, გამოტანილი განაჩენის და ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ საქართველოს საპატრიარქო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ექვსი თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შესძრა. ეს იყო ისეთი ქმედება, რამაც პრობლემებითა და პირადი ტრაგედიებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება გააოგნა. დღეს მთელი საქართველო კვლავ შეაშფოთა გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის გამწარებამ იმის გამო, […]

საპატრიარქო – ”სამღვდელოებამ უნდა შეწყვიტოს რუსთავი 2-თან ურთიერთობა”

საქართველოს საპატრიარქო “რუსთავი 2-თან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და სამღვდელოებას მოუწოდებენ, სამაუწყებლო კომპანიასთან შეწყვიტონ ურთიერთობა, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მის გადაცემაში მონაწილეობა. საპატრიარქო საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებასაც მიმართავს. “17 მაისის შემდეგ ის ძალები, რომლებიც ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, როგორც ჩანს, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრად “რუსთავი 2”-მა გამოხატა. მიუხედავად […]

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში თავის წარმომადგენელს აგზავნის – გადაწყვეტილება ქართულ ეკლესიასთან შეთანხმდა

რუსეთის საპატრიარქო საქართველოში რუსულენოვანი მორწმუნეებისთვის თავის წარმომადგენელს აგზავნის- განცხადება ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში სასულიერო პირის გამოგზავნის საკითხი ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან არის შეთანხმებული და ეს თემა 14 მაისს რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე განიხილეს. რუსეთის საპატრიარქო თბილისში დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვს გამოაგზავნის, რომელსაც დაევალება, აუცილებელ შემთხვევაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის […]

ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან – საქართველოს საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ჩვენი მოქალაქეები შესძრა ბოლო დროს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოტიკების გამავრცელებლებთან ბრძოლა როგორც ჩვენთვის, ისე ხელისუფლებისა და მთელი მოსახლეობისათვის აუცილებლებლობასწარმოადგენს, საზოგადოების ნაწილში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ კითხვები გააჩინა (თუმცა, შესაბამის უწყებას ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია აქვს); მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ უარყოფითი დიდი მუხტი შემოიტანა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილი ახალგაზრდების ნაწილის […]

ხალხის დამოკიდებულება საპატრიარქოს მიმართ უარესობისკენ შეიცვალა – TI-ს კვლევა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8 პროცენტს შეადგენს. კვლევა მოიცავდა კითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებირივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო […]

”იგეგმება ბინძური კამპანიის წარმოება პატრიარქის წინააღმდეგ” – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა,  რომელიც საზოგადოებას პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო. “არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა, საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები და, რა თქმა უნდა, […]

რატომ გააქტიურდა საპატრიარქოში დასავლური ფრთა

ქართველმა მღვდელმთავრებმა დასავლეთს მოწყალე თვალით შეხედეს. ბრიუსელსა და შეერთებულ შტატებში ვოიაჟების შემდეგ, მაღალი რანგის სასულიერო პირები უკვე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს ხვდებიან. ამ დღეებში ისინი დიდი ბრიტანეთის საელჩოში დიპლომატებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა რუსული პროპაგანდის და რუსული საფრთხეების განეიტრალება იყო. ელჩებთან გამართულ შეხვედრას პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი, ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი, ვანისა და […]

akhalitaoba.ge © 2017-2018