ჭდე: საპრეზიდენტო არჩევნები

მაკრონი – 28%, ლე პენი – 23% – საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური იქნება

მაკრონი - 28%, ლე პენი - 23% - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური იქნება

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარინ ლე პენი მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ეგზიტპოლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, მაკრონმა არჩევნების პირველ ტურში ხმების 28,1% დააგროვა, ხოლო ლე პენმა ხმების 23,3%. 20%-ით მესამე ადგილი დაიკავა ულტრამემარცხენე კანდიდატმა ჟან-ლუკ მელენშონმა. მარინ ლე პენმა, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების, მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ […]

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. DW-ს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება საფრანგეთის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წინასწარი კვლევის თანახმად, საარჩევნო ბრძოლას ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს – ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი, რომელიც მაკრონმა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე დაამარცხა. ცნობისთვის, საფრანგეთში პრეზიდენტს პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის წესით 5-წლიანი […]

ბაიდენმა ტრამპს ჯორჯიასა და პენსილვანიაშიც გადაასწრო

ბაიდენმა ტრამპს ჯორჯიასა და პენსილვანიაშიც გადაასწრო

აშშ-ში გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლა. ჯორჯიის შტატში, რომელშიც დიდი ხნის მანძილზე პრეზიდენტი ტრამპი ლიდერობდა, დათვლილია ხმების 99%. ამ დროისთვის ბაიდენმა გადაასწრო ტრამპს. მას 2.449.590 ხმა აქვს, ტრამპს კი – 2.448.492 ხმა. განსხვავება სულ 1.098 ხმას შეადგენს. ჯორჯიაში გამარჯვებას ამომრჩეველთა კოლეგიის 16 ხმა მოაქვს. შეიცვალა ვითარება პენსილვანიის შტატშიც, სადაც ასევე ტრამპი ლიდერობდა დიდი ხნის მანძილზე. […]

ბაიდენის უპირატესობა გაიზარდა – გამარჯვებისთვის მას კოლეგიის 6 ხმა სჭირდება, ტრამპს – 56

ბაიდენის უპირატესობა გაიზარდა - გამარჯვებისთვის მას კოლეგიის 6 ხმა სჭირდება, ტრამპს - 56

დასასრულს უახლოვდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ხმების დათვლის პროცესი. რამდენიმე წუთის წინ მონაცემები განახლდა და ჯო ბაიდენის უპირატესობა გაიზარდა. ამ წუთისთვის მას საარჩევნო კოლეგიის 264 ხმა აქვს, ტრამპს – 214. გამარჯვებისთვის კოლეგიის მინიმუმ 270 ხმაა საჭირო. ბაიდენს პრეზიდენტად გახდომისთვის 6 ხმა სჭირდება, ტრამპს – 56.

აშშ – ტრამპი ამბობს, რომ გაიმარჯვა, ლიდერობს ბაიდენი

ბაიდენს 52% უჭერს მხარს, ტრამპს - 40%

აშშ-ში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა არჩევნების გაყალბება მოხდა. „ჩვენ ვემზადებოდით ამ არჩევნების მოსაგებად. გულწრფელად რომ ვთქვათ, ამ არჩევნებში გავიმარჯვეთ. მილიონობით ადამიანმა მოგვცა ხმა. უცებ კი ყველაფერი გაუქმდა. ეს არის ამერიკელი ხალხის მოტყუება, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დაბრკოლების შექმნა,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას. გამარჯვებისთვის აუცილებელია ამომრჩეველთა კოლეგიის […]

ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გადადება მოითხოვა

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი 5 თებერვალს დასრულდება

ფოსტის საშუალებით ხმის მიცემით, 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება, რაც დიდ უხერხულობას გამოიწვევს შეერთებულ შტატებში – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. აშშ-ის პრეზიდენტი არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის. „გადავდოთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნებათ?“- წერს ტრამპი. შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა […]

ასლან ბჟანია აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს

ასლან ბჟანია აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია იყრის კენჭს. აფხაზური მედიის ცნობით, ამის შესახებ თავად ბჟანიამ განაცხადა. ცოტა ხნის წინ, აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტმა ასლან ბარციცმა განაცხადა, რომ რაულ ხაჯიმბა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას აღარ წამოაყენებს. ცნობისთვის, 2019 წლის სექტემბერში გამართულ არჩევნებში, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერი, ალხას კვიცინია მონაწილეობდა. მაშინ ე.წ. არჩევნებში […]

აფხაზეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უკანონოდ სცნო – ახალი არჩევნები 2-3 თვის შემდეგ გაიმართება

აფხაზეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უკანონოდ სცნო - ახალი არჩევნები 2-3 თვის შემდეგ გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საკასაციო სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, უკანონოდ ცნო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომელიც სექტემბერში გაიმართა და შესაბამისად, გააუქმა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება. სასამართლოს გადაწყვეტილებას ოპოზიციის მომხრეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ. 2019 წლის 8 სექტემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, გამარჯვება რაულ […]

გია ნოდია – „სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილისთვის კომფორტული პრეზიდენტი არ იქნება”

გია ნოდია - ”პატარკაციშვილის სიკვდილზე საქმის აღძვრა სხვა თემების გადაფარვის მცდელობაა”

პოლიტოლოგია გია ნოდია „ახალ თაობასთან“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე საუბრობს. ბატონო გია, შეაფასეთ არჩევნები. რა თქვა ამომრჩეველმა? ამომრჩეველმა იმდენად „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭირა მხარი, რამდენადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უთხრა უარი. ტაქტიკურად, მთელი კამპანია „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ იყო აწყობილი. ამ კამპანიამ რაღაც დონეზე იმუშავა, მაგრამ ამავე დროს იმუშავა იმ საარჩევნო მობილიზაციამ, რომელიც დიდწილად აგებული იყო ზეწოლაზე და მოქრთამვაზე, […]

ვაშაძე – 40,41%, ზურაბიშვილი -59,59% – დათვლილია უბნების 97%

პრეზიდენტობის კანდიდატთა რაოდენობა 46-დან 26-მდე შემცირდა

ამ დროისთვის ცესკოში დათვლილია საპრეზიდენტო არჩევნების უბნების 97%-ის მონაცემები. მდგომარეობა ასეთია: გრიგოლ ვაშაძე – 753.909 – 40.41% სალომე ზურაბიშვილი – 1.126.706 – 59.59%. ამ შედეგების მიხედვით საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხდება.