ჭდე: საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის აქციონერ კომპანიას რომან ფიფია 1 მილიარდ დოლარს ედავება – რას პასუხობს საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, ქართველ ბიზნესმენსა და  ინგლისში რეგისტრირებულ  BGEO Group Limited–ს  შორის არსებულ დავაზე ექსკლუზიურად „კომერსანტთან“ საუბრობს. როგორც ცნობილია, ინგლისის სასამართლოში, ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენი  BGEO Group Limited–ს კოლოსალურ თანხას ედავება, რაც  დაახლოებით, 1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. „საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანია BGEO Group Limited რომან ფიფიას მიერ ინგლისის სასამართლოში წამოწყებულ დავაში ერთადერთი მოპასუხეა. […]

წერეთელზე საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ – თავდამსხმელი კ.ტ. დააკავეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული კ.ტ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა კ.ტ. იმ დროს დააკავეს, როცა […]

„საქართველოს ბანკი“ საბანკო აქტივს ყიდის და მფლობელები სხვა ბიზნესში მიდიან“

„საქართველოს ბანკი“ როგორც ვიცი, გაიყო, ყიდის საბანკო აქტივს და გადის საბანკო სისტემიდან“ – ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული ცვლილებების გავლენების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მეპატრონეები ვინც არიან, ისინი გადიან და რჩებიან სხვა ბიზნესში. ”მათ წარმატებულ ბიზნესს ვუსურვებ, მთავარია, ბანკირები აღარ იყვნენ,“ – აღნიშნა ჭიჭინაძემ. შეგახსენებთ, […]

“ელმავალმშენებლის” ქონების ნაწილი “საქართველოს ბანკის” მფლობელობაში გადავიდა

“ელმავალმშენებლის“ ქონების ნაწილი “საქართველოს ბანკის“ მფლობელობაში გადავიდა, გადაწყვეტილება ამის შესახებ კომპანიის 87%-ის მფლობელმა შპს „ლოკო ტრანს კომპანიმ“ მიიღო. საუბარია თბილისში გურამიშვილის ქუჩის 84 ნომერში მდებარე მდებარე მიწის ნაკვეთებსა და მასზე განთავსებულ უძრავ ქონებაზე. გადაცემული ქონება რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრია. როგორც “ელმავალმშენებელში“ bm.ge-ს განუმარტეს, ქონების გადაცემას დროებით რეჟიმში მოხდა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ კომპანიას უკან დაუბრუნდება. […]

საქართველოს ბანკის რომელი სერვისცენტრები იმუშავებენ აღდგომის დღეებში – მუშაობის განრიგი

საქართველოს ბანკმა და Express ბანკმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სერვისცენტრების მუშაობის განრიგის შესახებ განაცხადა. 6 აპრილი, 8 და 9 აპრილი საქართველოს ბანკის და Express ბანკის გარკვეული სერვისცენტრებისთვის დასვენების დღეები იქნება. შაბათს, 7 აპრილს, ბანკის ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში, დილის 10:00 საათიდან, დღის 14:00 საათამდე, ხოლო Express ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე. […]

რუსთავში 50 წლის მამაკაცმა საქართველოს ბანკის დაყაჩაღება სცადა – ვიდეო

ცოტა ხნის წინ რუსთავში მეგობრობის გამზირზე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღება სცადეს. 50 წლამდე მამაკაცი ბანკში შეიჭრა და თანხა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით ბანკის დაცვამ დროულად მოახერხა რეაგირება. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მამაკაცის დაკავება დროულად მოხერხდა. ინფორუსთავი

ქუთაისში “საქართველოს ბანკი” გაძარცვეს და 1 პირი დაჭრეს

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ყაჩაღობისას 1 პირი დაიჭრა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთ ფილიალში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე […]

საქართველოს ბანკი ისევ დააყაჩაღეს – მიცკევიჩის ქუჩაზე სროლა ატყდა

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრესბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. დამნაშავე ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა, ისმოდა სროლის ხმაც. თავდამსხმელი თანხას ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. თავდასხმის შემეგად ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აუცილებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს – 179-ე, […]

რუსთავში საქართველოს ბანკში მთვრალი ტაქსის მძღოლი შეიჭრა

თვითმხილველების ინფორმაციით, რუსთავში „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში ერთი პირი შეიჭრა, რომელიც პოლიციამ დააკავა. თავდამსხმელი დაახლოებით 40 წლამდე ასაკის კაცი იყო და სავარაუდოდ, მას იარაღი ჰქონდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. თვითმხილველების ცნობით, დაკავებული პირი წლებია, ტაქსის მძღოლად მუშაობს, ის ნასვამი იყო და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

საქართველოს ბანკის წერეთლის ფილიალის ძარცვის ბრალდებით თ.ჯ. დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ჯ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის […]

akhalitaoba.ge © 2017-2018