ჭდე: საქართველოს მოქალაქე

იტალიაში ქართველი დააკავეს, რომელიც სუპერმარკეტიდან ალკოჰოლის მოპარვას ცდილობდა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

იტალიაში, სუპერმარკეტიდან ალკოჰოლის მოპარვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც იტალიური მედია წერს, 31 წლის კაცი ლაციოს რეგიონთან, ერთ-ერთ დასახლებაში, მაღაზიის თანამშრომლებმა მაშინ შენიშნეს, როდესაც ის რამდენიმე ბოთლი ალკოჰოლური სასმლისთვის ეტიკეტის მოხსნასა და მათ ჩანთაში დამალვას ცდილობდა. კაცს 6 ბოთლი უპოვეს, რომელთა საერთო ღირებულება 150 ევროა. კაცმა მაღაზიიდან გაქცევა სცადა და თანამშრომლებს ემუქრებოდა, თუმცა პოლიციის დროული […]

საქართველოს მოქალაქემ მადრიდში მაღაზია ერმიტაჟი გაძარცვა

საქართველოს მოქალაქემ მადრიდში მაღაზია ერმიტაჟი გაძარცვა

სროლა და ძარცვა მადრიდში – დაკავებულია საქართველო მოქალაქე. ესპანური მედიის ინფორმაციით, მრავალჯერ ნასამართლევმა მამაკაცმა მადრიდის ცენტრში მდებარე ცნობილი საიუველირო მაღაზია “ერმიტაჟი” გაძარცვა, დაჭრა დაცვის ორი თანამშრომელი. დაკავებული პირი არის საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად სომეხი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ოჯახთან ერთად ესპანეთში საცხოვრებლად წავიდა. დანაშაული, რომელიც 1 კვირის წინ მოხდა, საკმაოდ მძიმეა – დაკავებულს ესპანეთის ციხეში საკმაოდ მძიმე სასჯელი […]

ავადმყოფების მოვლისთვის ისრაელში საქართველოს მოქალაქეები თვეში 1.610 ან 2.440 დოლარს მიიღებენ

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალური დასაქმებით, კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში შრომითი ანაზღაურების სახით სულ მცირე 5.300 შეკელს მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნული თანხა 2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1.610 აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს. ხოლო კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში. 8023 შეკელია, რაც დაახლობით 2.440 აშშ დოლარია […]

გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქე საათში 9.5 ევროს მიიღებს, რომელიც 5%-ით დაიბეგრება

ვინ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ჩასვლას და დასაქმებას

გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების საათობრივი ანაზღაურება 9.5 ევრო იქნება, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება,- ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში მიღებული ანაზღაურება, საქართველოში არ დაიბეგრება. „ანაზღაურება იქნება საათში 9.5 ევრო, რომელიც თვეში 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება გერმანიაში. არავითარი დაბეგვრა ქართული მხარის მიერ […]

პრაღის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ეძებს

პრაღის პოლიცია საქართველოს მოქალაქეს ეძებს

პრაღის პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ საქართველოს მოქალაქეს ეძებს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, 27 წლის პირმა ოქტომბრის დასაწყისში პრაღის ცენტრში 29 წლის კაცს მძიმე დაზიანებები მიაყენა. პოლიცია საქართველოს მოქალაქის ფოტოებს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მას თან შესაძლოა იარაღი ჰქონდეს. სამართალდამცავმა ორგანომ შესაბამისი ზომები მიიღო საზღვრებზე ეჭვმიტანილის შესაძლო გაქცევის გამო. ძებნილს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, პირი […]

საფრანგეთში მღვდელზე თავდასხმისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთში მღვდელზე თავდასხმისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ ლიონში სამართალდამცავებმა 40 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მართლმადიდებელ მღვდელზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გამოცემა Le Parisien-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული პირი საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა. პოლიციის განყოფილებაში იმყოფება დაკავებულის მეუღლეც, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მისი დაბადების ადგილი რუსეთია. როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, დაკავებულმა დანაშაული უკვე აღიარა და განაცხადა, […]

“ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ” – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს - "თუ არ გესმით ქართული, ეს თქვენი პრობლემაა!"

ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ – მივესალმები ამ შეთანხმებას და მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პროცესი დროულად დასრულდა. ისრაელში პრეზიდენტ რივლინთან შეხვედრისას ვისაუბრე სწორედ ამ დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობაზე. მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ძალიან სასარგებლო შეთანხმებას.”

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს – მას 13 ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს - მას 13 ავღანელი მიგრანტი გადაჰყავდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, თესალონიკში პოლიციამ დააკავა საქართველოს 36 წლის მოქალაქე, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა. როგორც იუწყებიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეების არალეგალურ გადაყვანაში ბრალდებული მამაკაცი. საიმიგრაციო სამსახურმა და პოლიციამ ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად აიყვანეს. მას ასევე ადანაშაულებენ სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობაში, წინააღმდეგობის გაწევაში, თაღლითობასა და საგზაო წესების დარღვევაში. დაკავებულს მართვის მოწმობა საერთოდ არ აღმოაჩნდა. როგორც ბერძნული მედია წერს, როდესაც პოლიცია მანქანის გაჩერებას შეეცადა, […]

ნიუ-იორკში 80 წლის ქართველი მამაკაცი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

აშშ-ში ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროში განუცხადეს, გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია. „ნიუ- იორკში საქართველოს მოქალაქე, 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. იგი კოვიდ 19-ით დიაგნოზით ნიუ- იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა. ნიუ- იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“,- აცხადებენ უწყებაში.

ათენში და მადრიდში საქართველოს 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული

ათენში და მადრიდში მყოფ საქართველოს 2 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ათენში მყოფი მოქალაქის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. გადის შესაბამის მკურნალობას და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ხოლო მადრიდში მყოფილი ქართველის მჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, რადგან ის ონკოლოგიური პაციენტია. პაციენტი გადის შესაბამის მკურნალობას. იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ნიუპოსტი