ჭდე: სასამართლო

რატომ უჩივლა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა. კურიერს სანდო წყარომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განჩინება მიაწოდა. საქმეში მოდავე მინისტრი მამუკა ბახტაძეა, მოპასუხე კი იამზე კალანდაძე – ქალი, რომელმაც პრემიერის ოჯახს დიდი ფული ასესხა. მოპასუხეთა შორისაა პრემიერის დედა – მანანა ნანიტაშვილი. კურიერის კითხვამ, რატომ უჩივლა პრემიერმა დედას სასამართლოში, საქართველოს მთავრობის მეთაური გააბრაზა. სკანდალური ისტორია 2011 წლის 23 […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლო სხდომაზე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღევანდელ პროცესზე ისაუბრა მისი შვილის მკვლელობის დეტალებზე, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შოაიფ ბორზიევს 13 წელი მიესაჯა, რამაზ მარგოშვილს – 12, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს – 11, ზურაბ იდოიძეს – 10

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შოაიფ ბორზიევს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რამაზ მარგოშვილს – 12 წლით, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს 11 წლით, ხოლო ზურაბ იდოიძეს – 10 წლით. ასევე 13 წელი მიესაჯა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისთვის ბრალდებულ რუსლან შავაძეს, რომელიც ამჟამად ძებნაშია. ადვოკატები აცხადებენ, რომ განაჩენს […]

”დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი” – თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვეს

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კვლავ პატიმრობაში რჩება. სხდომა აბაზოვისათვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი არიან აბაზოვის ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები ტრანსფარანტებით – ,,დაგვიბრუნეთ ჩვენი მერი”, ,,გათავისუფლდეს პატიმრობიდან”. ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, სასამართლოს თემურ აბაზოვის პატიმრობაში დატოვების მტკიცებულებები და არგუმენტები არ ჰქონდა, აქედან […]

პოლიციელს, რომელმაც ფოთში ნაზიმ გუზანოვი მოკლა, მოსამართლე ნატრული აკობიამ პატიმრობა შეუფარდა

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდებულის უფლებადამცველმა შუამდგომლობა პოლიციელის გირაოს სანაცვლოდ გამოშვების შესახებ დააყენა, თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის სამეგრელო -ზემო სვანეთის პროკურორის, დავით პაპავას განმარტებით, საქმეში არსებული რამდენიმე მოწმე და ამოღებული ნივთმტკიცება იძლევა იმის საფუძველს, […]

ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დ.ღ.-ს პატიმრობა შეეფარდა – მოზარდების მკვლელობის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახეზე იმსჯელა. სასამართლომ ბარლდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დ.ღ.-ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საუბარია 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეზე, რომელიც ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ფიგურირებს. მას სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემაში ედავებიან. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახეთ გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ დაცვის მხარის […]

“ალბათ უნდა ვაღიარო რომ გასატაცებელი ვიყავი”- ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს

პარტია „გირჩის“ დამფუძნებელ ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლოში იბარებენ. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკზე წერს საქმე ეხება 12 მაისს რუსთაველზე გამართული აქციისას მის დაკავებას. „გირჩის“ ლიდერი სასამართლოში 22 ივნისს არის დაბარებული: „რუსთაველიდან რომ გამიტაცეს 12 მაისს, ღამით აქეთ მიბარებენ სასამართლოში ალბათ უნდა ვაღიარო რომ გასატაცებელი ვიყავი.“- წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ლადო სადღობელაშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ლოცვა ითხოვა

„ქართული მარშის“ 7 დაკავებული წევრის საქმე წინასასამართლო სხდომაზე განიხილება. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაკავებულების გიორგი ონიანის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ლადო სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხი უნდა გადასინჯოს. გასულ სხდომაზე ქართული მარშის დაკავებული წევრების ჯგუფური ლოცვის შემდეგ, ერთ-ერთმა დაკავებულმა ლადო სადღობელაშვილმა ორჯერ მიმართა მოსამართლეს ლოცვის წარმოთქმის თხოვნით. მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა ორივე თხოვნას […]

აშშ-ის სასამართლომ ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში დატოვა

ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ ის გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა და გადაწყვეტილების გამოცხადებისას ბრალდებულის მხრიდან ქვეყნის დატოვების საფრთხეებზე ისაუბრა. ქართველი სპორტსმენები, რომლებიც ხურციძეს თავდებში დაუდგნენ აცხადებენ რომ ბრალდება აბსურდულია. ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული […]

ავთანდილ ხურციძის სასამართლო აშშ-ში დღეს გაიმართება

აშშ-ში დაკავებული ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. SPORTALL.GE ხურციძის მეგობარზე, MMA-ს მებრძოლ მერაბ დვალიშვილზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს გადაწყდება გაათავისუფლებენ თუ არა ქართველ მოკრივეს გირაოს სანაცვლოდ. დვალიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი მოკრივის სურვილია, ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები და ჟურნალისტები სასამართლო პროცესს დაესწრონ. შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, 2017 წლის წლის ივნისში 15 […]

akhalitaoba.ge © 2017-2018