ჭდე: სენაკი

სენაკში ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს  შეეჯახა…   

ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა სენაკში, სოფელ კოტიანეთში მომხდარი ავარიის შედეგად. გავრცელებული ცნობით, ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლელები ადგილობრივები არიან. „საშინელება დატრიალდა წუხელ ჩვენ სოფელში. ქორწილიდან მომავალი ავტომობილი მოცურდა და ხეს  შეეჯახა. ორი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, – ამბობს გარდაცვლილების თანასოფლელი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

 სენაკში მშობიარობისას 37 წლის მაკა ფაჩულიაა დაიღუპა

 სენაკში მშობიარობისას 37 წლის მაკა ფაჩულიაა დაიღუპა

სენაკის სამშობიარო კლინიკაში ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ოპერაციის შემდეგ ქალის მდგომარეობა გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რაც შეეხება ახალშობილ ბიჭს, ის გადარჩა. როგორც ცნობილია, ქალი პირველ შვილზე იყო ორსულად. როგორც სენაკის ქრონიკა წერს, გარდაცვლილი 37 წლის მაკა ფაჩულიაა.

სენაკში პოლიციელის ცემისთვის 3 პირი დააკავეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

სენაკში, სამართალდამცველის ცემის ბრალდებით, 3 ახალგაზრდა დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, მათ სენაკის პოლიციაში კითხავენ. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ფიზიკურ ძალადობას უარყოფს დაკავებულების ადვოკატი ლაშა ხოშტარია. მისი თქმით, პოლიციელი თავად მივიდა შეკრებილ ახალგაზრდებთან და მათ უცენზურო სიტყვებით მიმართა. „არანაირ თავდასხმას არ ჰქონია ადგილი, თვითონ ტერმინი თავდასხმა არის აბსურდი და მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შეკრებულ […]

სენაკის ბაზაზე 21 წლის ჯონი ახალაიამ თავი მოიკლა

სენაკის ბაზაზე 21 წლის ჯონი ახალაიამ თავი მოიკლა

სენაკის სამხედრო ბაზაზე 21 წლის ჯონი ახალაია დაიღუპა. ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას უარყოფენ და დაუდევრობის ვერსიაზე საუბრობენ. გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. „საგუშაგოზე იდგა, ჩაიკუზა და მარცხით მოუვიდა. თვითმკვლელობას არ ჩაიდენდა”. – ამბობს ოჯახის ახლობელი. თავდაცვის სამინისტრო სენაკის ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, პირველი კლასის რიგითმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, […]

სენაკში ცხედარი იპოვეს – კაცი სავარაუდოდ მოკლულია

სენაკში ცხედარი იპოვეს – „კურიერის” ინფორმაციით კაცი სავარაუდოდ, მოკლულია. გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული პირია, რომელიც რამდენიმე წელია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირში მარტო ცხოვრობს. რა გახდა დანაშაულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს, მიმდინარეობს ექსპერტიზა. კაცს სამაშველო სამსახურები და ადგილობრივები სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

სამეგრელოში გოგონას გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამა-შვილს 20-20 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის გაუპატიურების და არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის ბრალდებულ მამა-შვილს 20-20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბ.გ. და ზ.გ. წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, გაუპატიურების ფაქტზე დამნაშავედ ცნო. ასევე, ზ.გ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით […]

სენაკში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – მას 25 დღე ეძებდნენ

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ,,გარდაცვლილ მამაკაცს თითქმის 25 დღეა ეძებენ. ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული და თუ რით გარდაიცვლა, ექსპერტიზა დაადგენს”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” მერის წარმომადგენელმა გოგა ქორიძემ.

„აწი ორივე ერთად იქნებით ზეცაში მასწავლებელი და მოსწავლე, სალომე და ცირა…“

„აწი ორივე ერთად იქნებით ზეცაში მასწავლებელი და მოსწავლე, სალომე და ცირა…“

გავრცელებული ინფორმაციით, სენაკში, სოფელ ფოცხოში 12 წლის გოგონამ სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა. მამამ იგი ნალიაში ნახა. „სენაკის ქრონიკამ“ ფეისბუქ გვერდზე მასწავლებლისა და მოსწავლის ვიდეო გამოაქვეყნა. სოციალურ ქსელში წერენ: „მისი მასწავლებელი კარალიოკის ხიდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა  და ვერ უშველეს.“ „აწი ორივე ერთად იქნებით ზეცაში მასწავლებელი და მოსწავლე, სალომე და ცირა…“ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

სენაკთან მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა – 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 წლის ბავშვი

სენაკთან მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა - 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 7 წლის ბავშვი

უბედური შემთხვევა სენაკში – სოფელ ბეთლემთან მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა. 3 პირი, მათ შორის 7 წლის ბავშვი მანქანაში დაიწვა. 2 დაშავებული კი მძიმე მდგომარეობით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სენაკის კლინიკა “სენამედში” გადაიყვანეს. ისინი სენაკში დასასვენებლად იყვნენ ჩასულები და მარტვილიდან შემოვლითი გზით ბრუნდებოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, 7 წლის ბავშვის ბაბუა, რომელიც საჭესთან იჯდა, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

სენაკში მომხდარი დაჭრისთვის პოლიციამ 24 წლის ბ.გ. დააკავა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ბ. გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, სოფელ ხორშისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, […]