ჭდე: შაკირა

შაკირა შესაძლოა დაიჭირონ 

შაკირა შესაძლოა დაიჭირონ 

ესპანელი პროკურორები სასამართლოს სთხოვენ, კოლუმბიელ პოპვარსკვლავს, შაკირას პატიმრობის ვადად 8 წელი და 2 თვე განუსაზღვროს, მომღერალს გადასახადების თავიდან არიდებაში ედება ბრალი. როგორც AP წერს, შაკირამ 2012-2014 წლებში 14.5 მლნ ევროს გადასახადები არ გადაიხადა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მას 24 მილიონ ევროს ჯარიმასაც დაუწესებენ. მომღერალმა, რამდენიმე დღის წინ, უარი თქვა პროკურატურის მიერ შეთავაზებულ გარიგებაზე და სასამართლოს მიმართა. […]

შაკირამ მადრიდის სასამართლოზე იმღერა

შაკირამ მადრიდის სასამართლოზე იმღერა

კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ, რომელსაც პლაგიატის ბრალდებით სასამართლოში უჩივლეს, ბრალდება უარყო და სასამართლო პროცესზე იმღერა. ინფორმაციას Europa press-ი ავრცელებს. პოპ ვარსკვლავს, კუბელი ლივან კასტელიანო ვალდესი მელოდიის მითვისებაში ადანაშაულებს. მომჩივანის მტკიცებით კოლუმბიელმა მომღერალმა, მისი მიერ, 22 წლის წინ დაწერილი სიმღერის ეპიზოდი მოიპარა. შაკირამ, ესპანეთის დედაქალაქში გამართულ სასამართლო პროცესზე ყველა ბრალდება უარყო. როგორც მომღერალი ამბობს, მის სიმღერა “ველოსიპედს” ვალდესის შექმნილ ნაწარმოებთან […]

პიკეს და შაკირას სახლი გაქურდეს

პიკეს და შაკირას სახლი გაქურდეს

ბარსელონაში პიკეს და შაკირას საცხოვრებელ სახლში ქურდები შევიდნენ და დიდი ოდენობით ძვირფასეულობა წაიღეს. პიკე ამჟამად ესპანეთის ნაკრებთან ერთად იმყოფება, ხოლო შაკირა კი გასტროლებზეა გერმანიაში, ამიტომ სახლში არავინ იყო, როდესაც იქ ქურდები შევიდნენ. პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება და კამერების საშუალებით დამნაშავეებს სავარაუდოდ მალე გამოავლენენ. არც პიკეს და არც შაკირას ჯერჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პიკე და შაკირა ნიღბებში გამოჩნდნენ

პიკე და შაკირა ნიღბებში გამოჩნდნენ

ორი საათის წინ ბარსელონას ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც შაკირასთან ერთად არის გადაღებული. ორივეს ნიღბები უკეთია და პიკეს ტექსტიც შესაბამისია: Mask shopping! Shakira. ტექსტიდან არ ჩანს, როდისაა ეს ფოტო გადაღებული. ამიტომ გაურკვეველია, ვარსკვლავური წყვილი შერიგდა თუ ისევ ცალ-ცალკე ცხოვრობს და ეს ფოტო პიკეს მხრიდან ნოსტალგიურ ხასიათს ატარებს. შეგახსენებთ, რომ პიკეს და შაკირას დაშორების […]

შაკირა და პიკე დაშორდნენ

შაკირა და პიკე დაშორდნენ

ცოტა ხნის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შაკირა და პიკეს ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა . ტაბლოიდები წერდნენ, რომ წყვილი დროებით ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, ბავშვები კი შაკირასთან იყვნენ. ახლა კი Sports Illustrated იტყობინება , რომ მსოფლიოს ერთერთ ყველაზე იდეალურ წყვილად აღიარებული, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა და ესპანელი ფეხბურთელი ჟერარდ პიკე ერთმანეთს დაშორდნენ. აღნიშნულ საკითხზე წყვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ისინი […]