ჭდე: შეჯახება

როდის შეეჯახება დედამიწას ასტეროიდი აპოფისი, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია

როდის შეეჯახება დედამიწას ასტეროიდი აპოფისი, რომელსაც პრობლემების შექმნა შეუძლია

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ასტეროიდი აპოფისი, რომლის დედამიწასთან შეჯახების საფრთხეც არსებობდა, სულ მცირე, მომდევნო 100 წლის განმავლობაში აღარ შექმნის საშიშროებას. ნასა განმარტავს, რომ აპოფისი  დედამიწისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ასტეროიდია. ის 2004 წელს აღმოაჩინეს. ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების სავარაუდო თარიღად, თავდაპირველად, 2029 წელი მიიჩნეოდა, შემდეგ 2036, ბოლოს კი, 2068 წელი. აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ბოლო განცხადებით კი, აღნიშნულმა […]

ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ხეს შეეჯახა

ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ხეს შეეჯახა

ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ავარიაში მოყვა. არსებული ინფორმაციით, ილიკო სუხიშვილი მოტოციკლით ხეს შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ილიკო სუხიშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გადაუდებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მას ზედაპირული მრავლობითი ტრავმები აღენიშნებოდა. როგორც ცენტრში განმარტავენ, სუხიშვილს შესაძლოა, ქვედა კიდურის მოტეხილობა ჰქონდეს. ის შესაბამის სამედიცნიო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით, […]

ინდოეთში დუბაი-კალკუტას ბორტი აეროპორტის შენობას შეეჯახა – ვიდეო

ინდოეთში დუბაი-კალკუტას ბორტი აეროპორტის შენობას შეეჯახა - ვიდეო

ინდოეთის კერალას შტატში თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტის შენობას შეეჯახა. ავიკომპანია Indian Express-ის კუთვნილი თვითმფრინავი ავიარეისს დუბაიდან ქალაქ კალკუტას მიმართულებით ასრულებდა. მედიის ცნობით, ავიაკასტროფის შედეგად გარდაცვლილია სამი ადამიანი, მათ შორის პილოტი. ამასთან, 30 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა გახდა. იპნ

როგორ შეეჯახა რუსთავში მანქანა კატერს

როგორ შეეჯახა რუსთავში მანქანა კატერს

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში 20 ივნისს მოხდა. ცოტა უცნაური კია, როცა გაიგებ, რომ ქალაქში, სადაც არც ზღვაა და არც ტბა, მანქანა კატერს დაეჯახა. თუმცა, ავტომობილისა და კატერის ავარიული ტანდემი ზღვისპირეთშიც უცნაურად მოგვეჩვენებოდა. „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ჯერ ტროტუარზე ავარდა, შემდეგ ღობე შეანგრია და ავტოსახელოსნოს ეზოში, სპეციალურ მოწყობილობაზე დადგმულ კატერს დაეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტომობილი გადავარდა, ხეს დაეჯახა, ბოლოს […]

ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწას რამდენიმე დღეში შეეჯახება

ჩინური კოსმოსური სადგური დედამიწას რამდენიმე დღეში შეეჯახება

ჩინური კოსმოსური სადგური, რომლის მართვაც ვეღარ ხერხდება, დედამიწას დაახლოებით ერთ კვირაში შეეჯახება. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს. ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგნოზით, Tiangong-1 30 მარტიდან 3 აპრილამდე დატოვებს ორბიტას. მეცნიერებს უჭირთ ზუსტი დროისა და ჩამოვარდნის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, რადგან სადგურის მართვა მათთვის შეუძლებელია, თუმცა განმარტავენ, რომ ჩამოვარდნის მიმდებარედ მოსახლეობას საცხოვრებლის დატოვება მოუწევს, რადგან არსებობს მაღალი ტოქსიკური და კოროზიული ნივთირების, […]

რუსეთში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა – დაღუპულია 21 ადამიანი

რუსეთში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა - დაღუპულია 21 ადამიანი

რუსეთში, ვლადიმირის ოლქში სამგზავრო მატარებელი ავტობუსს შეეჯახა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ავარიას 21 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამე მოხა. გავრცელებული ცნობით, ავტობუსს ყაზახური ნომრები ჰქონდა. ის ყაზახეთიდან მომავალი ავტობუსი სარკინიგზო ლიანდაგზე ამკრძალავ ნიშანზე გადავიდა, რის შედეგადაც სანქტ-პეტებურგი-ნიჟნი ნოვგოროდის რეისის მატარებელს შეეჯახა. ავტობუსში უზბეკეთის 55 მოქალაქე და 2 ყაზახი მძღოლი იჯდა. ერთი მძღოლი დაიღუპა, მეორე საავადმყოფოშია […]

სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ მალაკის სრუტეში სავაჭრო გემს შეეჯახა, 10 მეზღვაური დაკარგულად ითვლება

სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ მალაკის სრუტეში სავაჭრო გემს შეეჯახა, 10 მეზღვაური დაკარგულად ითვლება

ამერიკული სამხედრო ხომალდი „ჯონ მაკკეინი“ მალაკის სრუტეში სავაჭრო გემს შეეჯახა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს მეშვიდე ფლოტის სარდლობა ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი სინგაპურის პორტში მიემართებოდა. წინასწარი ინფორმაციით, ხომალდმა დაზიანება მიიღო კიჩოს ნაწილში. არსებული ინფორმაციით, ათი მეზღვაური დაკარგულად ითვლება, კიდევ ხუთი კი დაშავებულია. მიმდინარეობს მეზღვაურების ძებნის ოპერაცია. აღნიშნულ შემთხვევას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. „ჩემი ლოცვით ჩვენს […]

საბურთალოზე მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა

საბურთალოზე მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. ვაჟა-ფშაველასა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე, მოტოციკლი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ნიუპოსტი. ფოტო: rustavi2.ge