ჭდე: შეხვედრა

ღარიბაშვილი სტოლტენბერგს შეხვდა

ღარიბაშვილი სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ […]

ნენსი პელოსი ზელენსკის შეხვდა

ნენსი პელოსი ზელენსკის შეხვდა

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად, კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას დასავლური მედია აქვეყნებს. „გეწვიეთ რათა მადლობა გადაგიხადოთ თავისუფლებისთვის თქვენი ბრძოლისთვის. თქვენი ბრძოლა არის ბრძოლა ყველასთვის. ასე რომ, ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ აქ თქვენთან სანამ ბრძოლა არ დასრულდება”, – განუცხადა პელოსიმ ზელენსკის. „შეერთებული შტატები უკრაინის ძლიერ მხარდაჭერაში, […]

კულება და დარჩიაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ

კულება და დარჩიაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ

საქართველო-უკრაინის სკანდალის ფონზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ერთმანეთს პირველად  შეხვდა. ილია დარჩიაშვილი და დმიტრო კულება ერთად ესწრებიან ნატოს მინისტერიალს. კადრებში ჩანს, რომ ისინი შეხვედრის დაწყებამდე ერთმანეთს ესაუბრებიან. შეხვედრა იმ იმ ფონზე მოხდა, როდესაც, თბილისმა კიევს დიპლომატიური  ომი გამოუცხადა. გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ საქართველოსგან ელოდებიან მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტებს არ ეხმარება. […]

ლავროვი – “პუტინი ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადაა”

ლავროვი - "მე საქართველოსთან ფრენებს აღვადგენდი"

ყველასთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი პუტინი კონტაქტზე უარს არასდროს ამბობს, უბრალოდ გვსურს, რომ ეს არ იყოს კონტაქტი კონტაქტისთვის, არამედ იყოს იმისთვის, რომ კონკრეტული შეთანხმებები დაფიქსირდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო შეხვედრის […]

ვანო მერაბიშვილი უკრაინაში ჩავიდა

ვანო მერაბიშვილი უკრაინაში ჩავიდა

დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან, რომელთანაც განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პოსტს „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ: „უკანასკნელი დღეების განმავლობაში აქტიურად ვარ ჩართული პოლონეთში ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებასა და უკრაინაში მიწოდების საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. დღეს, ქალაქ ლვოვში შეხვედრა მქონდა ქალაქის მერ ანდრეი […]

“ჩვენი საუბრის თემა შობა იყო” – მეუფე ნიკოლოზმა რუსთავში სააკაშვილი მოინახულა

მეუფე ნიკოლოზი - "იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და საყოველთაო შერიგება მოხდება"

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი „აბსოლუტურად ადეკვატურია“. „წინა შეხვედრებზე მთხოვდა ხოლმე, რომ წერილები გამომეტანა, ახლა არაფერი მსგავსი. ჩვენი საუბრის თემა არსობრივადაც და დროის მიხედვითაც შობის დღესასწაული იყო. მისი სიხარული ძალიან დიდი იყო. მივედი და საშობაო […]

პალესტინის ლიდერი აბასი ისრაელის თავდაცვის მინისტრ განცს შეხვდა

მაჰმუდ აბასი - "იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქია, მის გათავისუფლებამდე მშვიდობა არ იქნება"

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, ბენი განცს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრისას პალესტინელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ აბასი ისრაელის ხელისუფლების ოფიციალურ პირს 2010 წლის შემდეგ პირველად შეხვდა ისრაელში. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები გაიმართა ისრაელის ცენტრში, განცის სახლში. შეხვედრას ისრაელის თავდაცვის სამინისტროც ეხმიანება და აცხადებს, რომ მაჰმუდ აბასმა და ბენი განცმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „შეხვედრაზე განიხილეს უსაფრთხოებისა და […]

მარგველაშვილი სააკაშვილს გორში ხვალ 12 საათზე შეხვდება

მარგველაშვილი სააკაშვილს გორში ხვალ 12 საათზე შეხვდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ხვალ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ყოფილ პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობილია, რომ გიორგი მარგველაშვილისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება. გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით, შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. […]

მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მიეცა

მარგველაშვილს სააკაშვილთან შეხვედრის უფლება მიეცა

გიორგი მარგველაშვილს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცემა – განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად მას შესაძლებლობა მიეცემა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს. ინფორმაციისთვის: გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის მიზნით შესაბამისი განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოთხოვნა […]

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

ვიოლა ფონ კრამონი მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრიუსელში შეხვდა. როგორც ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ წერს, ისინი მარიუპოლის განვითარებისა და უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე თანხმდებიან. „რომ შევაჯამო ჩემი ძალიან დატვირთული და ინფორმაციული ვიზიტი უკრაინაში, მე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს აქ, ბრიუსელში. ჩვენ ზოგადად ბევრ რამეში ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ჩვენ ვთანხმდებით, რომ მარიუპოლის განვითარება მთავარია, რათა წინ აღვუდგეთ რუსეთის ოკუპაციას და უკრაინაში […]