ჭდე: სტიქია

„ღმერთმა დაგვიფარა, რომ არ გაგვიტანა ამ მეწყერმა” – რა მოხდა ფშავში

„ღმერთმა დაგვიფარა, რომ არ გაგვიტანა ამ მეწყერმა" - რა მოხდა ფშავში

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ფშავში. როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მაცაცო ნარიმანიძე  ადგილიდან იუწყება, პრობლემა შეექმნა მუნიციპალიტეტის  თვრამეტივე თემს. „ღმერთმა დაგვიფარა, რომ არ გაგვიტანა ამ მეწყერმა, როცა ქვეშეთიდან ვბრუნდებოდით, რომ ფშავში წავსულიყავით … ისევ სტიქია უკვე მერამდენედ ….. თითქმის 18 თემი ამ მდგომარეობაშია… მადლობა ყველას მოთმინებისთვის“, – წერს მანანო ნარიმანიძე და სტიქიის ზონიდან ვიდეოსა და ფოტოებს […]

მერკელი შოკშია – ქალაქი გერმანიაში სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ

მერკელი შოკშია - ქალაქი გერმანიაში სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა წყალდიდობის შედეგად განადგურებული ქალაქები მოინახულა და განაცხადა, რომ ნანახისგან შოკირებულია. გერმანიასა და ბელგიაში სტიქიამ, სულ მცირე, 188 ადამიანი იმსხვერპლა. რეგიონში ჯერ კიდევ ძლიერი წვიმაა. მაშველებს ავსტრიიდან, ქალაქ ზალცბურგიდან მოსახლეობა სახლებიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაჰყავს – ქალაქის ქუჩებში მდინარეები მოდის. ევროპელი ლიდერები წყალდიდობის მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ, სტიქიამ დააზარალა შვეიცარია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდებიც. […]

ყვარელში სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა

ყვარელში სტიქიამ სახლებს სახურავები გადახადა

სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ძლიერი ქარის შედეგად, სოფელ ახალსოფელში, ჩანტლისყურში, მთისძირსა და ჭიკაანში 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა. მუნიციპალიტეტში მასშტაბით, ასევე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დილიდან უკვე მუშაობს. რა რაოდენობის ზარალია და მოხდება თუ არა ანაზღაურება, ჯერ კიდევ უცნობია. სტიქია იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელშიც. […]

გორში სტიქიას ებრძვიან

გორში სტიქიას ებრძვიან

გორის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა. მოვარდნილმა ნიაღვარმა ფერდობი ჩამორეცხა და გზა ჩაკეტა სოფელ ატენში. ნიაღვრები მოდის ხიდისთავშიც. შემთხვევას მსხვერპლი ან განსაკუთრებული ზიანი არ მოყოლია. ადგილზე მუშაობენ სახანძრო/სამაშველო სამსახურის ბრიგადები. აქ არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ისინი გზის გაწმენდის სამუშაოებისთვის სპეცტექნიკას ელოდებიან. რუსთავი 2

“მგზავრმა გადახტომა მოასწრო, მძღოლს ეძებენ” – აჭარაში მდინარემ მანქანა გაიტაცა

"მგზავრმა გადახტომა მოასწრო, მძღოლს ეძებენ" - აჭარაში მდინარემ მანქანა გაიტაცა

აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ზანაქიძეების ხიდამდე მიაღწია. ამ წუთებში მდინარე მეჯინისწყალში სოფელ ზანაქიძეების ხიდიდან გადავარდნილი მანქანის გამოყვანას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახური. ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. როგორც „პრაიმტაიმს” ხელვაჩაურის მერიაში განუცხადეს, მდინარეში ავტომანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. „მანქანა წყლიდან გამოყვანილია. […]

წვიმამ კახეთში სოფელი პატარა გორი დატბორა

წვიმამ კახეთში სოფელი პატარა გორი დატბორა

ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში, საცხოვრებელი სახლები დატბორა, გზის ნაწილი და ახლადაშენებული ხიდი დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხიდის მშენებლობისათვის, მდინარის კალაპოტია შეცვლილი, თუმცა წვიმის შედეგად მოსულმა ნალექმა კვლავ ძველ კალაპოტში გაიარა და ერთი თვის წინ აშენებული ხიდი დააზიანა. გადავსებული სანიაღვრე არხებიდან გადასული წყალი, ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებში შევარდა და 18 ოჯახის პირველი სართულები დატბორა. […]

1991 წლის მიწისძვრის შემდეგ რაჭას ასეთი რამ არ ახსოვს – სტიქიით მიყენებული ზარალი 50 მილიონს აღწევს

1991 წლის მიწისძვრის შემდეგ რაჭას ასეთი რამ არ ახსოვს - სტიქიით მიყენებული ზარალი 50 მილიონს აღწევს

50 მილიონი ლარის ზარალი რაჭაში – აქედან მარტო 30 მილიონი რეგიონის გზების შეკეთებას დასჭირდება. ცენტრალური მაგისტრალი ფაქტობრივად განადგურებულია. კიდევ უფრო მძიმეა მდგომარეობა რაჭის მაღალმთიანეთში – სოფლებში, რომლებთანაც დაკავშირება უკვე მეორე დღეა შეუძლებელია. გრძელდება იმ ადამიანების გამოყვანა, რომლებმაც სოფლების დატოვება წყლის, ელექტროენერგიისა და გზის არარსებობის გამო ისურვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა დღის განმავლობაში 10-ზე […]

სტიქია რაჭაში – დაზიანდა ონი-შოვის გზა

სტიქია რაჭაში - დაზიანდა ონი-შოვის გზა

სტიქიამ ონიდან შოვის მიმართულებით საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. რაჭაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, სტიქიის ზონაში გაემგზავრნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და მისი მოადგილე გიორგი წერეთელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან ცნობეს, დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე კოორდინაციას გაუწევენ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს. უკვე დაწყებულია სპეციალური ტექნიკის მობილიზება. […]

გორის და ქარელის სოფლები სტიქიამ დატბორა

გორის და ქარელის სოფლები სტიქიამ დატბორა

გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები ამ დრომდე სარწყავი არხიდან მოვარდნილი წყლით იტბორება. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა სოფლებში, ყელქცეული და ძლევიჯვარი. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძლიერი წვიმის შემდეგ, არხებში წყალმა მოიმატა და მისი შეჩერება დროულად ვერ მოხერხდა. სახნავ-სათესი ფართობები და საცხოვრებელი სახლები სავარაუდოდ, სალთვისის არხმა დატბორა, რომელიც სათავეს ცხინვალიდან იღებს და ლიახვის მარჯვენა სანაპიროს ამარაგებს სარწყავი წყლით. გორისა და […]

ხარაგაულში სოფლები დაიტბორა – ვიდეო

ხარაგაულში სოფლები დაიტბორა - ვიდეო

ძლიერი წვიმების შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში პრობლემები შეიქმნა. წყალმოვარდნების შედეგად დაიტბორა გზები და სანიაღვრე არხები. ამ დროისთვის ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად მოძრაობა შეზღუდულია ვანი-სხლითის დამაკავშირებელ გზაზე. პრობლემები შეიქმნა ადიდებული მდინარე ჯიხველას გამო. მდინარის ადიდების შედეგად სანიაღვრე არხმა წყალი აღარ გაატარა და მიმდებარე საცხოვრებელი სახლი დატბორა. მერიის ინფორმაციით, გაიწმინდა მდინარის კალაპოტი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, […]