ჭდე: სუსი

ზურაბ ჯაფარიძე სუსიდან ევაკუატორით გაიყვანეს

ზურაბ ჯაფარიძე სუსიდან ევაკუატორით გაიყვანეს

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც საკუთარი ავტომობილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი ჩაკეტა, ტერიტორიიდან ევაკუატორით გაიყვანეს. ზურაბ ჯაფარიძე ადგილზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მივიდა და ავტომობილში ჩაიკეტა. მას ავტომობილის საქარე მინაზე ბანერები ჰქონდა განთავსებული, რომელზეც მოთხოვნები ეწერა: სრულად პროპორციულ 2%-იან საარჩევნო სისტემას რიგგარეშე არჩევნებს გაზაფხულზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში მას […]

სუსი – “აქციაზე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას აპირებენ, აქციებს სააკაშვილი ხელმძღვანელობს”

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დღეიდან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები სახელმწიფო დაწესებულებების, კერძოდ – საქართველოს პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას გეგმავენ. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორები აქტიურად განიხილავენ ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული თანამშრომლის გადაბირებისა და ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობასაც. „მიმდინარე […]

სუსმა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაზე გამოძიება დაიწყო

სუსმა ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. “გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს. კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, აღნიშნული სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას. მათ […]

სუსი – “სპეცრაზმის არც ერთ თანამშრომელს მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია”

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი ღამით ბაზიდან გავიდა და დასავლეთის მიმართულებით გაემგზავრა. „გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო […]

სუსი – “მარნეულში სუსის თანამშრომლის ბინა გაქურდეს”

გომელაურმა სუსის რეგიონული ხელმძღვანელები შეცვალა

ინფორმაცია, რომ სუს-ის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, გაქურდულია სუს-ის ქვემო ქართლის რეგიონალური დანაყოფის თანამშრომლის ოჯახის სახლი. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მარნეულში მომხდარი ქურდობის ფაქტის შესახებ. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე სრული […]

სუსი – “ნიკა გვარამიას და კიდევ ერთ ჟურნალისტს მკვლელობა ემუქრება”

სუსი - "ნიკა გვარამიას და კიდევ ერთ ჟურნალისტს მკვლელობა ემუქრება"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გარდა, შესაძლოა, მკვლელობის სამიზნე სხვა ჟურნალისტიც იყოს. ეს კომენტარი მედიასთან უწყების წარმომადგენელმა ნიკა გვარამიასთან გასაუბრების შემდეგ გააკეთა. მან თქვა, რომ საფრთხე რეალურია და ნიკა გვარამიას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე რეკომენდაციები მისცეს. “გამოძიების ფარგლებში ჩვენს მიერ დაბარებულ იქნა ნიკა გვარამია, მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და […]

ნიკა გვარამია სუსში დაიბარეს

"ჩემ წინააღმდეგ ტერაქტია დაგეგმილი" - ნიკა გვარამიამ სუსი დატოვა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაიბარა. ნიკა გვარამია ადვოკატთან ერთად, ლილუაშვილსი უწყებაში ამ წუთებში მივიდა. “მაღალი ალბათობით ეს არის ინფორმაციის მოწოდება, დამატებითი ინფორმაცია, არ ვიცი, როგორც მოგახსენეთ წინა ჯერზე დაგეგმილ თავდასხმასთან დაკავშირებით, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მოვისმენ აუცილებლად. თუმცა, სუს-ი და მე, როცა სააკაშვილი გახმიანდება ხოლმე ამ ქვეყანაში, ძალიან ვმეგობრობთ, მაგ დროს სულ […]

გირჩმა სუსთან მანქანა დაამტვრია

გირჩმა სუსთან მანქანა დაამტვრია

ხმაური სუს-ის შენობასთან – “გირჩი-მეტი თავისუფლებამ” სუს-თან პერფომანსი გამართა და ადგილზე წინასწარ მიყვანილი ავტომობილი დაამტვრია. ვიდეოპერფორმანსის გადაღებას სამართალდამცავებსა და პარტიის წრამომადგენლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პერფომანსის დროს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი “გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” დიდუბეში, ნიკა მოსიაშვილი, სამართალდამცველებმა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ასევე დაკავებულია ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბორის ჩელე ყურუა. ტვ პირველი

სუსი – “გამოძიების ყველა ეტაპზე პროკურატურასთან ვითანამშრომლებთ”

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სუსის საიდუმლო ფაილების გამოქვეყნებას სუსი ასეთი განცხადებით გამოეხმაურა: “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეებში მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დაიწყო გამოძიება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მზად არის გამოძიების ყველა ეტაპზე მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან. უწყების […]

სუსი ირაკლი კობახიძესაც უსმენდა

სუსი ირაკლი კობახიძესაც უსმენდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  ირაკლი კობახიძესაც უსმენდა. ოპერატიული ცნობებით დასტურდება, რომ სუსი კობახიძის ყველა სატელეფონო და პირად კომუნიკაციას აკონტროლდებდა. ჩანაწერის მიხედვით, ირაკლი კობახიძეს უკავშირდება პატრიარქის თანაშემწე, არქმინადრიტი დავით ჭინჭარაული და კობახიძეს სთხოვს დახმარებას ჯვრის მონასტერთან გარებაზრობის აკრძალვასთან  დაკავშირებით, კობახიძე სასულიერო პირს დახმარებას ჰპირდება. მოპოვებული ინფორმაციით, პატრიარქის თანაშემწეს, არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს თავისმა ძმამ, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა, კონსტანტინე ჭინჭარაულმა, აცნობა, […]