ჭდე: ტარიელ აროშიძე

ტარიელ აროშიძე 5.000-იანი გირაოთი გამოუშვეს

ტარიელ აროშიძე 5.000-იანი გირაოთი გამოუშვეს

სასამართლომ ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ტარიელ აროშიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე თავდასხმისთვის 5.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდებული თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს, თუმცა რა ნაწილში, ამას ტარიელ აროშიძე არ აკონკრეტებს. მისი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ გაურბის პასუხისმგებლობას და განმარტავს, რომ მომხდარი სულიერ აღელვებას უკავშირდება. „ცნობს თავს დამნაშავედ. […]

ნაციონალი ქათამაძის ცემისთვის “ოცნების” დეპუტატ აროშიძეს ბრალი წარედგინა

შსს-ში საკადრო ცვლილებები დაიწყო

ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება ოზურგეთის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. გამოძიებით დადგინდა, […]