ჭდე: ჭუბერი

ჭუბერში მდინარეში 59 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

1 თვის წინ დაკარგული 59 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი ჭუბერში მდინარემ გამორიყა. ამ ხნის განმავლობაში მას ოჯახი და სამაშველო სამსახური ეძებდნენ. მთავარი

ამ წუთებში ჭუბერსა და ხაიშში ხმაურია – პოლიცია მოსახლეობას უპირისპირდება

ამ წუთებში ჭუბერსა და ხაიშში ხმაურია - პოლიცია მოსახლეობას უპირისპირდება

ხმაურია ამ წუთებში ხაიშსა და ჭუბერში, სადაც დღეს დილით ფინანსური პოლიცია შევიდა. “ნიუპოსტის” კორესპოდენტის ცნობით, სამართალდამცავთა მობილიზებას მოსახლეობაში პროტესტი მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა. რაც შეეხება ხაიშსა და ჭუბერში ფინანსური პოლიციის მობილიზებას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ საქმე ხე-ტყის შესაძლო უკანონო მოპოვებას ეხება. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სვანეთში ასობით პოლიციელი შევიდა.

ჭუბერში მდინარემ ფრიდონ ცინდელიანის სახლი დაანგრია – ვიდეო

ჭუბერში მდინარემ ფრიდონ ცინდელიანის სახლი დაანგრია - ვიდეო

მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რომელიც ადგილობრივ ფრიდონ ცინდელიანს ეკუთვნის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ოჯახის წევრებმა მეზობლებისა და მაშველების დახმარებით სახლიდან ნივთების ნაწილის გამოტანა მოასწრეს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ჭუბერში სტიქიის შედეგად სულ 21 სახლი დაზიანდა, მათგან 7-9 მძიმე მდგომარეობაშია. imedinews-ის კორესპონდენტის ცნობით, ხეობაში […]

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა – მდინარემ მრავალწლიანი ხე მოგლიჯა

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა - მდინარემ მრავალწლიანი ხე მოგლიჯა

ჭუბერში, მდინარე ნენსკრაზე წყლის დონემ კვლავ მოიმატა. შედეგად დაიტბორა რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი. წყლის დონის მომატების შედეგად, შეიქმნა რამდენიმე ხელოვნური კუნძული, რაც არღვევს მდინარის ჩვეულ კალაპოტს. ასევე წაიქცა მრავალწლოვანი ხეები, რომელთა დიდი ნაწილიც დაგროვილია იმ ადგილას, სადაც მდინარე გაედინება. შესაბამისად, ის წყლის დინებას ხელს უშლის. ადიდებულმა მდინარემ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მრავალწლიანი ხე მოგლიჯა. საგანგებო […]

მამუკა ბახტაძე ჭუბერში ვერ ჩაფრინდა – ვერტმფრენი ზუგდიდში დაჯდა

მამუკა ბახტაძე ჭუბერში ვერ ჩაფრინდა - ვერტმფრენი ზუგდიდში დაჯდა

უამინდობის გამო, ვერტმფრენი, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სვანეთში გაემგზავრა, ზუგდიდში დაჯდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ზუგდიდიდან პრემიერი ჭუბერისკენ გზას მანქანით განაგრძობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში დილით გაემგზავრა. მამუკა ბახტაძე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. ჭუბერში ჩასვლის მიზნით პრემიერმა დილით დაგეგმილი მთავრობის […]

“ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა” – ჭუბერში ჰესის მშენებლობასთან მთა მოწყდა

"ასეთი რაღაც არ ახსოვს არავის, ცენტრში მოდის მთელი ხეობა" - ჭუბერში ჰესის მშენებლობასთან მთა მოწყდა

სვანეთში სტიქია მძვინვარებს – ჭუბერში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე ხიდი წაიღო. დატბორილია მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორია. ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, სამაშველო სამსახური მობილიზებულია და მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობენ, რათა ღვარცოფის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდეს. ჭუბერში, სადაც ჰიდროელექტროსადგურს აშენებენ, მთა რამდენიმე […]