ჭდე: ტელეიმედი

”ირაკლი რუხაძემ 2 დღეში მილიონ 400 ათასი უნდა გადაგვიხადოს” – ”მაუდის” აქციონერებმა ტელეიმედთან კარავი გაშალეს

”ირაკლი რუხაძემ 2 დღეში მილიონ 400 ათასი უნდა გადაგვიხადოს” - ”მაუდის” აქციონერებმა ტელეიმედთან კარავი გაშალეს

სააქციო საზოგადოება ”მაუდის” ყოფილმა აქციონერებმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, ტელეკომპანია “იმედთან” კარავი გაშალეს. მათ პერმანენტული აქციები დაიწყეს. დაზარალებულები ამბობენ, რომ ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე, რომელიც „მაუდის“ ქარხნის ყოფილი მეპატრონეცაა, მათ დასაქმებას და კუთვნილი აქციების დივიდენდების სანაცვლოდ, კომპენსაციის გადახდას დაჰპირდა, თუმცა ამ დრომდე მათ არავინ გამოხმაურებია. აქციონერები, ირაკლი რუხაძეს თანხის გადასახდელად 2 დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში […]

ტელეიმედი ლაშა ნაცვლიშვილს და ნიკა ლალიაშვილს ჩააბარეს, თეონა გეგელია გაუშვეს და ნანა ლეჟავასაც დაითხოვენ

ტელეიმედი ლაშა ნაცვლიშვილს და ნიკა ლალიაშვილს ჩააბარეს, თეონა გეგელია გაუშვეს და ნანა ლეჟავასაც დაითხოვენ

“იმედზე“ დიდი რეორგანიზაცია დაიწყო. არხის დირექტორის შეცვლის შემდეგ ტელეკომპანიაში სხვა საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც “2020NEWS“-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი,  არხის იდეოლიგიურ -პროპაგანდისტურ-პოლიტიკური მიმართულება ლაშა ნაცვლიშვილს ჩააბარეს, რომელიც აქამდე ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების“ პიარ- მრჩეველი იყო. არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად კი დაინიშნა ნიკა ლალიაშვილი. არხიდან გაუშვეს „იმედი ლაივის“ წამყვანი თეონა გეგელია და ამ დრომდე გაურკვეველია  დარჩება […]

ნიკა გვარამია – ”ტელეიმედი მგონი ჩემი გახდა”

ნიკა გვარამია - "სომხეთმა აირჩია ჩვენზე ასგზის პროგრესული, სიმპატიური და პერსპექტიული ლიდერი"

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: ტელეიმედი მგონი ჩემი გახდა – ზუსტად იმას აკეთებს, რაც მე მინდა ?დიდი მადლობა ? მალადეც, ლაშა, სუ ვიცოდი, რომ ბიძინას ფულზე ზიხარ, მაგრამ სინამდვილეში ჩემკენ ხარ ??? ps ცოტა ბანძად, მარა მაინც. მაგათმაც რა ქნან, სხვანაირად არ შეუძლიათ მუშაობა ? pps წერილი მაინც არა აქვთ, ტექსტი თვითონ მოიგონეს და ახლა ხელმომწერებს […]

ნინია კაკაბაძე – „იმედმა“ დეკლარირებულად გვითხრა, რომ ისიც პარტიული ტელევიზიაა“

ნინია კაკაბაძე - „იმედმა“ დეკლარირებულად გვითხრა, რომ ისიც პარტიული ტელევიზიაა“

30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. რას ნიშნავს „იმედის“ განცხადება და იკითხება თუ არა ხელისუფლების ხელი მის უკან? _ ამ თემაზე „ახალი თაობა“ პუბლიცისტ ნინია კაკაბაძეს ესაუბრა: _ გვესმოდა, რომ „რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზიაა. ახლა რა გამოდის? _ ახლა გამოდის ის, რომ ტელეკომპანია „იმედი“ დეკლარირებულად და თავისი […]

“ტელეიმედმა მარიხუანის საწინააღმდეგო გადაცემა დაბლოკა”

"ტელეიმედმა მარიხუანის საწინააღმდეგო გადაცემა დაბლოკა"

ტელეკომპანია „იმედი“ მარიხუანას კულტივაციის საწინააღმდეგო გადაცემას ეთერში არ უშვებს. ამის შესახებ ფეისბუქში გიორგი მიქანაძე წერს. „ცუდი ამბავი მაქვს – რა ხდება ტელეკომპანია “იმედის” თავს?! მარიხუანას თემაზე ორი თვეა ჩაიწერა გადაცემა „პრაიმ შოუში“ და არ უშვებენ აშკარად ეთერში. გადაცემაში მონაწილეობდა ლადო კახაძეც, ორი სასულიერო პირი, იყვნენ სხვა მხარეებიც. რა თქმა უნდა, სუსტი იყო პოზიცია ოპონენტებისა. საბოლოო […]

ტელეიმედი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა – “ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაბრუნდეს ნაციონალების რეჟიმი”

ტელეიმედი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაბრუნდეს ნაციონალების რეჟიმი"

ტელეიმედმა ასეთი განცხადება გააკეთა: “წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ „იმედი“ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი. თოქ-შოუ „პირისპირ“ ეთერში ორჯერ გავა, ასევე წინასაარჩევნოდ „იმედის“ ეთერში გავა ახალი […]

„ქრონიკის“ წამყვანმა თამარ ჩიხლაძემ ტელეიმედი დატოვა

„ქრონიკის“ წამყვანმა თამარ ჩიხლაძემ ტელეიმედი დატოვა

ტელეკომპანია „იმედი“ საინფორმაციო სასმახურის ჟურნალისტმა და „ქრონიკის“ წამყვანმა თამარ ჩიხლაძემ დატოვა. ჩიხლაძემ ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა: „დარჩეს აქაც, როგორც სწორი გადაწყვეტილება“, – წერს ჟურნალისტი. თუ რა გახდა ჟურნალისტის მიერ ტელეკომპანიის დატოვების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ნიუპოსტი

ტელეიმედის ოპერატორები გაიფიცნენ

ტელეიმედის ოპერატორები გაიფიცნენ

არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედში” ოპერატორები გაიფიცნენ. უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლებს ხელფასები თითქმის გაუნახევრეს და ნაწილი ოპერატორების სამსახურიდან დაითხოვეს. არხის ხელმძღვანელობამ ოპერატორებს ტესტირება ჩაუტარა და შედეგების მიხედვით მათ ნაწილს ხელფასები შეუმცირდათ, ნაწილი კი სამსახურიდან გაუშვეს. ამ დროისთვის არხის ოპერატორები გადაღებაზე არ გავიდნენ და ისინი არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ნიუპოსტი

ტელეიმედის დირექტორი ლანა ბერულავა გახდა

ტელეიმედის დირექტორი ლანა ბერულავა გახდა

ტელეკომპანია “იმედს” ახალი დირექტორი ჰყავს. გიორგი კალანდარიშვილი ლანა ბერულავამ შეცვალა. უცნობია რა გახდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელის შეცვლის მიზეზი. ლანა ბერულავა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ასოცირებული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. მას დამთავრებული აქვს ბიზნეს სკოლა ლონდონში. ფლობს ბაკალავრის დიპლომს ბიზნესადმინისტრირების სფეროში – თავისუფალი უნივერსიტეტი. ასევე დამთავრებული აქვს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი. ნიუპოსტი

ტელეკომპანია იმედის 100% ირაკლი რუხაძის საკუთრებაში გადადის – ინა გუდავაძესთან ნასყიდობის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი დოლარია

ტელეკომპანია იმედის 100% ირაკლი რუხაძის საკუთრებაში გადადის - ინა გუდავაძესთან ნასყიდობის სავარაუდო ღირებულება 30 მილიონი დოლარია

HunnewellPartners-ის (ჰანიველ პარტნერსი) მმართველ პარტნიორს ირაკლი რუხაძესა და ინა გუდავაძეს შორის, ტელეკომპანია იმედისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ნასყიდობაზე მოლაპარაკება დასრულდა. BMG-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია იმედის 100% ირაკლი რუხაძეს საკუთრებაში გადადის. რა დაუჯდა ირაკლი რუხაძეს თუ მის სხვა კომპანიას ეს ნასყიდობა უცნობია, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, მხარეები ნასყიდობის სავარაუდო ღირებულებად 30 მლნ დოლარს ასახელებდნენ. მიმართეს თუ არა მხარეებმა […]