ჭდე: თავდასხმა

თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ

ინციდენტი მოხდა ქუთაისის აეროპორტში. არსებული ინფორმაციით, თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს თავს დაესხნენ. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

წითელ ხიდზე ტაქსს თავს 5 შეიარაღებული პირი დაესხა

წითელ ხიდზე ტაქსს თავს ხუთი შეიარაღებული პირი დაესხა. ბოროტმოქმედები მანქანაში მყოფ პირებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ტაქსის მძღოლი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დაზარალებული ტაქსის მძღოლის შვილი აცხადებს, რომ გზაზე მოძრავ მანქანას რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა გზა გადაუღობა და მგზავრებს გაზის იარაღიდან ესროლა. „მამაჩემი ტაქსისტია. წითელი ხიდიდან კლიენტები მოჰყავდა. დაახლობით დილის 10 საათზე ამ გზაზე ბეემვეს მარკის მანქანა დაედევნა და […]

ვარდისუბანში 6 შეიარაღებული 4 პირს გაუსწორდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საქონლის ბაზარში თავდასხმა მოხდა. 6-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი, სოფელ ყარაჯალას 4 მკვიდრს ფიზიკურად გაუსწორდა. მათ შორის ერთი 14 წლის მოზარდია. მათგან 3 პირს ცეცხლნასროლი ჭრილობა სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული. დაშავებულებს მკურნალობა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში უტარდებათ. დაზარალებულების თქმით, დაპირისპირება ვარდისუბნის მაცხოვრებლებს შორის მიწის ნაკვეთის გამო ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოხდა და […]

წერეთელზე საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ – თავდამსხმელი კ.ტ. დააკავეს

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმა მოხდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი ადგილზე დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული კ.ტ., ქურდობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა კ.ტ. იმ დროს დააკავეს, როცა […]

სამხედრო აღლუმზე ვენესუელის პრეზიდენტ მადუროს მოკვლა სცადეს – ჰაერში დრონები აფეთქდა, დაშავდა 7 ჯარისკაცი – ვიდეო

ვენესუელის მთავრობის განცხადებით, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონების მეშვეობით თავდასხმა განხორციელდა. ამ დროს მადურო სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოდიოდა. ოფიციალური ინფორმაციით, მადურო და არც ტრიბუნაზე მყოფი სხვა პირები არ დაშავებულან. დაჭრილია ეროვნული გვარდიის 7 ჯარისკაცი. თავდასხმაში მადურომ კოლუმბიის ხელისუფლება დაადანაშაულა, რასაც ამ ქვეყნის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, ერთი დრონი მისკენ მიფრინავდა, თუმცა იგი […]

მოსკოვში ლატვიის საელჩოს ყუმბარები ესროლეს – ვიდეო

რუსეთის დედაქალაქში ლატვიის საელჩოს თავს დაესხნენ. მოსკოვში არსებულ დიპლომატიურ უწყებას დემონსტრანტებმა კვამლიანი ყუმბარები დაუშინეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა „ბოლშევიკური პარტიის“ მხარდამჭერებმა განახორციელეს. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დემონსტრანტებიდან 2 ადამიანი ადგილზე დააკავა. ამ ფორმით აქციის მონაწილეებმა ლატვიელი პოლიტიკოსის და ადამიანის უფლებათა დამცველის ვლადიმერ ლინდერმანის დაკავება გააპროტესტეს. ის სამართალდამცველებმა 8 მაისს აიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ლინდერმანი ლატვიაში […]

ქალი, რომელიც იუთუბის ოფისს თავს დაესხა, მოკლეს

ქალი, რომელიც დღეს Google-ს კუთვნილი კომპანიის, Youtube-ის სათაო ოფისს თავს დაესხა, მოკლულია. ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან ორი ქალი, ერთი კი კაცია. შეტყობინება თავდასხმის შესახებ 911-ზე ადგილობრივი დროით დღის 12:46 საათზე შევიდა. დაახლოებით ერთ საათში შენობიდან ევაკუაცია დასრულდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა. სამართალდამცველებს გაწეული […]

ანგელა მერკელზე თავდასხმა სცადეს

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე თავდასხმა სცადეს. გერმანული მედიის ცნობით, უცნობმა კაცმა მერკელზე თავდასხმა გერმანიის პარლამენტის შენობასთან სცადა. Die Welt-ის ცნობით, მას შემდეგ რაც ანგელა მერკელმა პარლამენტის შენობა დატოვა, გარეთ მისი მიმართულებით უცნობი კაცი შეძახილებით დაიძრა. პოლიციამ ის დააკავა. დღეს გერმანიის პარლამენტმა ანგელა მერკელი კანცლერად მეოთე ვადით აირჩია. მან ბუნდესტაგის 709 დეპუტატიდან 324 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. იმედინიუსი

დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულებს 6-10 წელი მიესაჯათ

დავით როსტომაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ქუთელიას 7 წლით, აგაჯანოვს 6 წლით, ხოლო ბექა კირვალიძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიუპოსტი

ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს თავს დაესხნენ – 4 ტერორისტი მოკლულია

2 მარტს ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში მდებარე საფრანგეთის საელჩო ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა. „მიმდინარეობს თავდასხმა საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ენის ინსტიტუტის შენობებზე. გთხოვთ დარჩეთ თქვენს ადგილებზე“, – დაიწერა ბურკინა-ფასოში საფრანგეთის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“. დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობას ხუთმა შეიარაღებულმა პირმა გაუხსნა ცეცხლი. მოგვიანებით 4 თავდამსხმელი ლიკვიდირებულ იქნა. _ შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე საფრანგეთის საელჩო და ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალების […]

akhalitaoba.ge © 2017-2018