ჭდე: თბილისი

დააკავეს ზ.ჯ., რომელსაც ცოლი და 2 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი და მოკვლით ემუქრებოდა

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, მას ბინაში მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა ჩაკეტილი და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული […]

ავლაბარში ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – გამთენიისას ავლაბარში, ცენტრალურ ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი, საჭირო გახდა ერთ-ერთი მათგანის კლინიკაში გადაყვანა. მეორეს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. მიმდინარეობს გამოძიება.

თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან, მანქანა ელექტრობოძს დაეჯახა – 1 ადამიანი დაშავდა

თბილისში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ძლიერი წვიმა თბილისში – დაიტბორა ეზოები, სადარბაზოები და სარდაფები

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, ამ დროისთვის, დაზარალებულები არ არიან. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში„ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი გამოძახება დიდუბე-ჩუღურეთიდან, დიღმიდან, გლდანი-ნაძალადევიდან და სანზონიდან არის. ასევე, ძირითადად, საგანგებო სიტუაციების სამსახურში მოქალაქეები ეზოების, სადარბაზოების და სარდაფების დატბორვის შესახებ რეკავენ. ასევე, სანზონაში დაფიქსირდა კორპუსის სახურავის დაზიანების ფაქტიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური თბილისში უხვი ნალექის გამო, საგანგებო […]

“არა თავისუფლებას”, “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს” – საპროტესტო ლოზუნგები თბილისში

“უფრო მორჩილი სასამართლო,” “არა თავისუფლებას,” “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს,” – დედაქალაქის უბნებში, ხიდებზე ამ შინაარსის პოსტერები გამოჩნდა. სამოქალაქო აქტივისტებმა ლოზუნგებით ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს და თბილისის ქუჩებში ბანერები გამოფინეს. საპროტესტო შინაარსის ბანერები ხიდებზე დიდხანს არ გაუჩერებიათ. სამოქალაქო აქტივისტებისთვის უცნობია თუ ვინ ჩამოხსნა ისინი.

ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოპედი „სპრინტერს“ შეეჯახა

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ავტოავარიისას მოპედი „სპრინტერს“ შეეჯახა. მოპედს არასრულწლოვანი მართავდა, რომელიც შემთხვევის შედეგად დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ტრავმები სიცოცხლისთვის საშიში არ არის. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

პოლიციამ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ თბილისში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე – 1983 წელს დაბადებული გ.დ., ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული თ.რ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა […]

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორმა მოქალაქემ საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტოს საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

თბილისში, ნუცუბიძეზე, ხევში ავტომობილი გადავარდა

თბილისში, ნუცუბიძეზე, ხევში ავტომობილი გადავარდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დილით მოხდა. გავრცელებული ცნობის თანახმად, ტაქსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და შემთხვევაც ამის შედეგად მოხდა. ტაქსის მძღოლი ამოიყვანეს ხევიდან, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ნიუპოსტი

ამოყირავებული ავტომობილები თბილისში – მერია განმარტებას აკეთებს

თბილისში ამოყირავებული ავტომობილების ინსტალაცია გამოჩნდა. დილიდან სოციალურ ქსელში მოქალაქეები აღნიშნულის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებენ. თბილისის მერიის განმარტებით, დამტვრეული მანქანები დედაქალაქის რამდენიმე უბანში ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ მერიასთან შეთანხმებით დაამონტაჟა. კომპანიის სახელმწოდება და ინსტალაციის არსი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

akhalitaoba.ge © 2017-2019