ჭდე: თბილისის ზღვა

თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე მაშველებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 45 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ მოხდა და  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში, სავარაუდოდ, საბანაოდ შევიდა და უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

თბილისის ზღვაზე მაშველები ირანელი ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობენ

თბილისის ზღვაზე მაშველები ირანელი ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობენ

ამ წუთებში თბილისის ზღვაზე მაშველები და ექიმები ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენას ცდილობენ. ის ზღვიდან უგონო მდგომარეობით გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი ირანის მოქალაქეა.

ზუგდიდელი ლაშა ბობოხია თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდელი ლაშა ბობოხია თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ზღვაზე, 34 წლის ლაშა ბობოხია 29 აპრილს გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიას მკვიდრი იყო და თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა. „წინა დღით მამისთვის დაურეკავს, საქმე მაქვს შენთან და ჩამოდიო. მამა რომ ჩავიდა, ბინაში არ დახვდა და დაუწყეს ძებნა. რაღაც გარკვეული თანხა ჰქონია სახლიდან გასვლამდე, ვერც ბინაში და ვერც ადგილზე თანხა ვერ იპოვეს. […]

სამი ადამიანი დაიღუპა – ავარია თბილისის ზღვასთან

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვასთან – თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა და სამი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მოქალაქე თბილისის ზღვაზე უკანონოდ ნადირობდა

მოქალაქე თბილისის ზღვაზე უკანონოდ ნადირობდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, მოქალაქე, აკრძალულ ტერიტორიაზე – ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ნადირობდა. “სამართალდამრღვევმა წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი და “ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს […]

“მამუკა მიქაუტაძემ თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა” – საქართველომ სტრასბურში სასამართლო წააგო

"მამუკა მიქაუტაძემ თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა" - საქართველომ სტრასბურში სასამართლო წააგო

ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა მის ეფექტიანობას. 2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით, საქმეზე ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ […]

მაშველებმა თბილისის ზღვაზე მოზარდი გადაარჩინეს

მაშველებმა თბილისის ზღვაზე მოზარდი გადაარჩინეს

მაშველებმა თბილისის ზღვაზე მოზარდი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისის ზღვაზე, წყალში იმყოფებოდა არასრულწლოვანი, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და ითხოვდა მაშველების დახმარებას. ,,შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფმა. მეხანძრე-მაშველები სპეციალური მცურავი […]

გლდანში მცხოვრები 65 წლის მამაკაცის ცხედარი თბილისის ზღვაზე იპოვეს

გლდანში მცხოვრები 65 წლის მამაკაცის ცხედარი თბილისის ზღვაზე იპოვეს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, მას, გარეგანი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აქვს, სიკვდილის მიზეზი უცნობია. 65 წლამდე ასაკის მამაკაცს ოჯახი 5 დღე ეძებდა. ის გლდანში ცხოვრობდა. “როცა აღარ გამოჩნდა, ოჯახმა პოლიციას მიმართა. პოლიცია ეძებდა, სამძებრო განყოფილება ცალკე ეძებდა, საგანგებო, ყველა ეძებდა და ნახეს აქ ცოტა ხნის წინ,” – თქვა ოჯახის ახლობელმა. ცხედარი […]

თბილისის ზღვასთან კაცი მოკლეს – დააკავეს 42 წლის კ.შ. – ვიდეო

თბილისის ზღვასთან კაცი მოკლეს - დააკავეს 42 წლის კ.შ. - ვიდეო

ნასვამმა პირმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ცივი იარაღით ვაგონში კაცი მოკლა. 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული […]

თბილისის ზღვაზე მანქანაში ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაზე მანქანაში ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მანქანაში ცხედარი იპოვეს. სამართალდამცველებს მანქანის შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მიიჩნიეს, რომ ის ზღვასთან საეჭვოდ დიდი ხნის განმავლობაში იდგა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.