ჭდე: თემირლან მაჩალიკაშვილი

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. საქმეზე, მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, ევროსასამართლომ დაადგინა: კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა – პროცედურული ნაწილი (სიცოცხლის უფლება), ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ არ დაუდგენია მეორე მუხლის დარღვევა – არსებითი ასპექტი (სიცოცხლის უფლება). სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა აპლიკანტებისთვის მორალური ზიანის – 10 000 ევროს, ხოლო ხარჯების ანაზღაურებისთვის […]

“ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ოჯახს მოუკლა ოცნება – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

“ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ოჯახს მოუკლა ოცნება – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

პანკისის ხეობაში თემირლამ მაჩალიკაშვილის სიკვდილის ხელახალ გამძიებას ითხოვენ. როგორც ხეობის მოსახელობა ამბობს,  მაჩალიკაშვილების ოჯახში დატირლებულ ტრაგედიაში ყველაზე მძიმე სწორედ ის ბრალდებაა, რომელიც ხელისუფლებამ 19 წლის ახალგაზრადს წაუყენა და ის ტერორიზმში დაადანაშაულა. “ქართულმა ოცნებამ” წაართვა ოცნება ჩვენს ოჯახს. წამებში გამინადგურეს ოჯახი. ის ხელისუფლება არ არის, რომ თავიანთი დანაშაული აღიაროს. ძაან ცუდი ხელისუფლების ხელში ვარ. ამათ მე […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – ”თემირლანის საქმეზე გამოძიება არც ყოფილა”

მალხაზ მაჩალიკაშვილი - „ვაი შენ საქართველო, ყველაზე მუდო პრეზიდენტის, მარგველაშვილის ცოლი რომ ვითომ ახალგაზრდებს ამხნევებს“

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება არც კი ყოფილა. „ეს გამოძიება არც ყოფილა, არც ჰქონდა ამას დასაწყისი და არც აქვს დასასრული”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების განმარტებით, “სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, […]

”თემირლან მაჩალიკაშვილმა სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მას სპეცრაზმელმა ესროლა” – პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გომელაურის, გოგაშვილის, ჩიმაკაძის და ჯაჭვაძის დაკითხვის ოქმები გამოქვეყნდა

თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. შესაბამისი განცხადება თბილისის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. უწყების განმარტებით, “სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე […]

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გომელაურის, გოგაშვილის, ჩიმაკაძის და ჯაჭვაძის დაკითხვის ოქმები გამოქვეყნდა

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გომელაურის, გოგაშვილის, ჩიმაკაძის და ჯაჭვაძის დაკითხვის ოქმები გამოქვეყნდა

„ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო უწყების სამსახურის ყოფილი უფროსისა და მოქმედი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის, ირაკლი ჩიმაკაძის და კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის პაატა ჯაჭვაძის გამოკითხვის ოქმებს აქვეყნებს. სუს-ის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის გამოკითხვის ოქმი მიმდინარე წლის 20 აგვისტოთია დათარიღებული […]

ზაზა სარალიძე – “მე ვიცი, რას განიცდის დღეს მალხაზი… დღეს ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეა”

ზაზა სარალიძე - "მე ვიცი, რას განიცდის დღეს მალხაზი... დღეს ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეა"

ზაზა სარალიძემ ფეისბუქში დაწერა: “მე ვიცი რას განიცდის დღეს მალხაზი, მე უკვე გავიარე დათუჩას დაბადების დღე.მის გულში რაც ტრიალებს ღმერთს ვევედრებით ორივე რომ არავინ გამოცადოს. ეს კაცი დღეს ჩემი ძმა არის და დღეს ჩემი ძმისშვილის დაბადების დღეა. მშვიდად განისვენე ჩემო პატარა ძმაო.” ამ პოსტზე ზაზა სარალიძემ თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტო დადო.

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “თემირლანის საქმე 10%-თაც რომ გაიხსნას, ივანიშვილს ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს”

„არ მინდა, ჩემი გამასხარავება ამათ რომ ყოველთვის გამოუვიდეთ" - მალხაზ მაჩალიკაშვილის 9 საათიანი დაკითხვა სუს-ში დასრულდა

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შვილმოკლული მამების აქცია ხელისუფლებას სერიოზულად აღიაზიანებს. ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ათასი სიბინძურე ითქვა. “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ კი მთლად საოცრება განაცხადა. დეპუტატის მტკიცებით, შვილმოკლული მამების აქციას რუსეთი გამოიყენებს. ვინ თამაშობს რუსეთის თამაშს საქართველოში, რას შეეწირა თემირლან მაჩალიკაშვილი, რატომ ეშინია ხელისუფლების ამ საქმის გამოძიების? – ამის შესახებ “ახალ თაობას” მალხაზ […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “ჩემი შვილი იმიტომ მოკლეს, რომ სკანდალური ინფორმაცია გაიგო – პატრიარქს მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა მივაწოდო”

„არ მინდა, ჩემი გამასხარავება ამათ რომ ყოველთვის გამოუვიდეთ" - მალხაზ მაჩალიკაშვილის 9 საათიანი დაკითხვა სუს-ში დასრულდა

ერთი თვის წინ, 10 სექტემბერს შვილმოკლულმა მამებმა ზაზა სარალიძენ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყეს. გამწარებული მამები თავიანთი შვილების მკვლელების დადგენას და მათ დასჯას ითხოვენ. მათ აქცია ზაფხულშიც გამართეს, რამაც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გადაიყოლა. საზოგადოების ნაწილმა აქციას სოლიდარობა მხოლოდ იმიტომ არ გამოუცხადა, რომ იქ პოლიტიკოსები იდგნენ. სექტემბერში აქცია […]

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავთან მივიდნენ

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საფლავთან მივიდნენ

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე არსებულ შეკითხვებზე პასუხს ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილისგან ითხოვენ. სოფელ დუისის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ უნდა დაისაჯონ როგორც სპეცოპერაციის დამგეგმავი მაღალჩინოსნები, ასევე ის სპეცრაზმელი, რომელმაც ახალგაზრდას საწოლში ესროლა. პანკისში გამართულ აქციას სოლიდარობის ნიშნად შეუერთდა ზაზა სარალიძე, თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოსწავლის მამა. მოთხოვნების […]

”თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ტელეფონი ეჭირა და არა – ხელყუმბარა” – ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს

”თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ტელეფონი ეჭირა და არა - ხელყუმბარა” - ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დღეს ადვოკატებმა ექსპერტიზის დასკვნის შედეგები მიიღეს. რამდენიმეთვიანი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის ვერც თითის ანაბეჭდი და ვერც დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს. ბოლო ოთხი თვეა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ სპეცრაზმელმა მაჩალიკაშვილს იმის გამო ესროლა, რომ მას ხელში ხელყუმბარა ჰქონდა და სამართალდამცველების აფეთქებას აპირებდა. – პასუხი არის შემდეგი, არის გარკვეული ნაწილაკები, თუმცა რთულია […]