ჭდე: თურქეთი

თურქეთში სატვირთო მანქანა არხში ჩავარდა – 19 ადამიანი დაიღუპა

იზმირის რეგიონში სატვირთო მანქანა, რომელსაც მიგრანტები გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა, ჯებირი გაანგრია და არხში ჩავარდა. წინასწარი ინფორმაციით, ავარიას 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ქალები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები არალეგალი მიგრანტები არიან, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთის კუნძულზე მდებარე არალეგალთა ბანაკში გადაჰყავდათ. რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაღუპულები ამ დროისთვის უცნობია. მედიის ცნობით, ავარიას 11 ადამიანი […]

თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავადა, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი და პირველადი დახმარება უკვე გაეწიათ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკები უკვე დატოვა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10:00 საათზე, სარფის საზღვრიდან 1 კმ-ში, თურქულ სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსი შეეჯახა ავტობუსს, რის შედეგადაც დაშავდა მიკროავტობუსში მყოფი საქართველოს 11 მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები გადაიყვანეს […]

თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა – დაიღუპა 7, დაშავდა 28 ადამიანი

თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ავარიას სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა, 28 კი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. შემთხვევა აფიონ-ყარაჰისარის პროვინციაში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი ჯერ დაუდგენელი მიზეზით გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. იმედინიუსი

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ანტალიის პროვინციაში 5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ქუმლუჯას იყო. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფომაცია არ ვრცელდება.

თურქეთში ქართული მანქანა სამსუნი-ანკარის ტრასაზე კედელს შეასკდა – დაშავდა 5 ადამიანი

თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტომობილი, რომლის საჭესთანაც საქართველოს მოქალაქე იჯდა, ქალაქ ქავაკიდან სამსუნში მიემართებოდა, გზიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა სამსუნის ჰოსპიტალში გადაიყვანა. პოლიცია ავარიის მიზეზებს არკვევს. ინტერპრესნიუსი

თურქეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა – 24 ადამიანი დაიღუპა

თურქეთში სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერზე რეჯეპ აკდაგზე დაყრდნობით BBC წერს. მანამდე ინფორმაცია 10 დაღუპულისა და 73 დაშავებულის შესახებ გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. გუშინ სამგზავრო მატარებელი, რომელსაც 360 ადამიანი გადაჰყავდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევა ტეკირდაღის პროვინციაში, ჩორლუს რაიონში მოხდა. მატარებელი კაპიკულედან სტამბოლის მიმართულებით მიემგზავრებოდა. იმედინიუსი

თურქეთში ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა. თურქული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გედიზი-ქუთაჰიას გზის 22-ე კილომეტრზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა. საქართველოს მოქალაქის ცხედარი გედიზის პროზექტურაშია გადასვენებული. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. ინტერპრესნიუსი

თურქეთმა ისრაელის ელჩი ქვეყნიდან გააძევა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანკარაში ისრაელის ელჩი დაიბარა და მას დროებით ქვეყნის დატოვების რეკომენდაცია მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო “ანადოლუ” ავრცელებს. News Exicutive–ს ინფორმაციით, ისრაელის დიპლომატი თურქეთში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს და მას ქვეყნის დატოვება უბრძანეს. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილება ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვართან იმ შეტაკებას უკავშირდება, რომლის შედეგად 61 პალესტინელი დაიღუპა, და 3 […]

თურქეთში მიწისძვრა მოხდა – 13 ადამიანი დაშავდა

თურქეთის ადიამანის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამმართველო ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, 13 ადამიანი მსუბუქად არიან დაშავებული. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ადიამანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად არავინ დაღუპულა. „ადგილი აქვს მატერიალურ ზარალს. რიგი შენობა დაზიანდა. მთავრობა ზარალის განსაზღვრისთვის საჭირო სამუშაოს ატარებს“,-აღნიშნა პრემიერმა. ადიამანის პროვინციაში მაგნიტუდით 5,1 მიწისძვრა დღეს […]

ბერძნებმა თურქულ სამხედრო ვერტმფრენს ცეცხლი გაუხსნეს

თურქეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ვერტმფრენს ბერძნებმა ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ CNNTurk იუწყება. თურქული ვერტმფრენი საბერძნეთის აღმოსავლეთით, კუნძულ როსთან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. შეგახსენებთ, 8 აპრილს ორმა თურქულმა ავიაგამანადგურებელმა F-16- მა საბერძნეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ათენმა 7 ათასი სამხედრო ეგეოსის ზღვის კუნძულსა და ქვეყნის აღმოსავლეთით, სასაზღვრო ზონებთან განათავსა. თურქეთისა […]

akhalitaoba.ge © 2017-2018