ჭდე: თვითმფრინავი

ჩინეთში თვითმფრინავის ავარიას ყველა მგზავრი ემსხვერპლა

ჩინეთში თვითმფრინავის ავარიას ყველა მგზავრი ემსხვერპლა

ჩინეთში 21 მარტს მომხდარ ავიაკატასტროფას თვითმფრინავის ყველა მგზავრი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “ჩაინა ისთერნ ეარლაინსის“ Boeing 737-ში, რომელიც ქალაქ კუნმინგიდან გუანჯოუში მიფრინავდა, 133 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არაა. სამგზავრო თვითმფრინავი ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, მთებში ჩამოვარდა. იპნ

მილანში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა – 8 ადამიანი დაიღუპა

მილანში თვითმფრინავი შენობას შეეჯახა - 8 ადამიანი დაიღუპა

იტალიის ქალაქ მილანის გარეუბანში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მახლობლად, მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ოფიციალური მონაცემებით, თვითმფრინავი, რომელიც მილანის აეროპორტიდან აფრინდა, სარდინიის მიმართულებით მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა ორი მფრინავი და ხუთი მგზავრი, მათ შორის ერთი ბავშვი. თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავი ორსართულიან შენობას შეეჯახა, რომელიც მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო […]

ჯაკარტასთან ზღვაში თვითმფრინავის ნამსხვრევევბი და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს

ჯაკარტასთან ზღვაში თვითმფრინავის ნამსხვრევევბი და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს

ინდონეზიაში კომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის სავარაუდო ადგილას თვითმფრინავის ნამსხვრევები და ადამიანის სხეულის ნაწილები იპოვეს. Reuters-ის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტასთან ახლოს ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ინდონეზიაში რადარებიდან გაუჩინარებულ სამგზავრო თვითმფრინავ „ბოინგ 737-500“-ში, 62 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იყო. თვითმფრინავი 9 იანვარს ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, […]

ირანში ჩამოგდებულ თვითმფრინავს ფერეიდნელი ქართველი გოგონა ემსხვერპლა

ირანში ჩამოგდებულ თვითმფრინავს ფერეიდნელი ქართველი გოგონა ემსხვერპლა

ირანში ჩამოგდებულ თვითმფრინავს ფერეიდნელი ქართველი გოგონა ემსხვერპლა. ამის შესახებ ფეისბუქში ანი ვერულაშვილმა დაწერა: “ირანში ჩამოგდებულ თვითმფრინავს ფერეიდნელი ქართველი გოგონა ემსხვერპლა. პუნი გორჯი წარმოშობით ქართველი, 25 წლის, ალბერტას უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. კანადიდან ჩავიდნენ ირანში დასაქორწინებლად და უკან ბრუნდებოდნენ. ორივე ალბერტას უნივერსისტეტის სტუდენტი იყო. ორივე კომპიუტერული მეცნიერი. გოგო კრიფტოგრაფიკოსი იყო, ბიჭი პროგრამირებაში მსოფლიო ჩემპიონია და ხელოვნური ინტელექტის […]

ლვოვში ვიგო-სტამბოლის რეისის ბორტი ავარიულად დაეშვა – 5 ადამიანი დაიღუპა

ლვოვში ვიგო-სტამბოლის რეისის ბორტი ავარიულად დაეშვა - 5 ადამიანი დაიღუპა

ლვოვში ანტონოვ-12 ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. სულ ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის 7 წევრი და ტვირთის 1 გამცილებელი. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ვიგოდან სტამბოლში მიფრინავდა, საწვავის შესავსებად ეშვებოდა, თუმცა დაშვებამდე ის რადარებიდან გაქრა.

პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა – 17 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა - 17 ადამიანი დაიღუპა

პაკისტანში საცდელი ფრენისას სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ხუთივე წევრი და 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. შემთხვევა საგარნიზონო ქალაქ რავალპინდიში მოხდა. „შენობა, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა, სრულად განადგურდა“, – განაცხადა ოფიციალურმა სამხედრო პირმა შემთხვევის ადგილზე. ქალაქი რავალპინდი დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მდებარეობს, სადაც პაკისტანის არმიის შტაბია განთავსებული. იპნ

შვედეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა – 9 ადამიანი დაიღუპა

შვედეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა - 9 ადამიანი დაიღუპა

შვედეთის ჩრდილოეთით, ერთმოტორიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 9ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ადმინისტრაცია ავრცელებს. GA8 Airvan-ის მოდელის თვითმფრინავი ვესტერბოტენის რეგიონში ქალაქ უმეოსთან ახლოს ჩამოვარდა. მის ბორტზე პარაშუტისტები იმყოფებოდნენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. იპნ

“პილოტმა გვითხრა, რომ ვითარება კრიტიკული იყო” – რა მოხდა თელ-ავივი-ბათუმის რეისზე

"პილოტმა გვითხრა, რომ ვითარება კრიტიკული იყო" - რა მოხდა თელ-ავივი-ბათუმის რეისზე

თელ-ავივი – ბათუმის ავიარეისმა აეროპორტში დაშვება რამდენიმე საათით დააგვიანა. ისრაელის ავიაკომპანია “El Al”-ის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში 7 საათის დაგვიანებით დაჯდა. მანამდე გამოფრენიდან მალევე ის ავარიულად დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში. გავრცელებული ინფორმაციით, იძულებითი დაშვების მიზეზი ერთ-ერთი ძრავის გადახურება გახდა. „აფრენიდან დაახლოებით 15 წუთში პილოტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ვითარება კრიტიკულია და თვითმფრინავი ბენ-გურიონის აეროპორტში უნდა დაბრუნდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბორტზე ძალიან ცუდი […]

დუბაიში თვითმფრინავი ჩამოვარდა – 4 ადამიანი დაიღუპა

დუბაიში თვითმფრინავი ჩამოვარდა - 4 ადამიანი დაიღუპა

დუბაიში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხივე წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს. შემთხვევა დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. დაღუპულებს შორის დიდი ბრიტანეთის და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან. აღსანიშნავია, რომ თვითმფრინავი ამერიკულ კომპანია Honeywell-ს ეკუთვნოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი უცნობია. სავარაუდოდ, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შერემეტიევოში ცეცხლმოდებულ თვითმფრინავში 41 ადამიანი დაიღუპა – ვიდეო

შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულად დამჯდარი თვითმფრინავი იწვის

შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავის დაწვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 41 ადამიანი. გადარჩა 37 ადამიანი. მათ შორის 33 მგზავრი და 4 პილოტი. მათგან 5 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. თვითმფრინავმა, რომელიც მურმანსკში მიფრინავდა, პრობლემის შესახებ სიგნალი აფრენიდან რამდენიმე წუთში გადასცა და ავარიულად დაჯდომა ითხოვა. ამის შემდეგ თვითმფრინავთან კავშირი გაწყდა. პირველ ცდაზე მან დაჯდომა ვერ მოახერხა, […]