ჭდე: ცხინვალი

ზაზა გახელაძეს ცხინვალის სასამართლომ 12,5 წელი მიუსაჯა

ზაზა გახელაძეს ცხინვალის სასამართლომ 12,5 წელი მიუსაჯა

ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს, გატაცებამდე კი დაჭრეს. ნიუპოსტი

ცხინვალში კოვიდ 19 დაუდგინდა 15 პირს – მათგან 7 რუსული სამხედრო სასწავლებლის კურსანტია

ცხინვალი თბილისს დრონის ჩამოგდებას აბრალებს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ე.წ. სანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის, მარინა კოჩიევას თქმით, დღეს ვირუსი კიდევ ოთხ პირს დაუდგინდა. მისივე თქმით, ინფიცირებულები ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევები 2 დღის წინ გამოვლინდა. გუშინ ინფექცია 8 პირს დაუდასტურდა, რომელთაგან 7 რუსეთის სამხედრო სასწავლებლების კურსანტია. […]

ცხინვალში რუსი მრჩევლის და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს

ცხინვალში რუსი მრჩევლის და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს

ცხინვალში ჯანმრთელობისა და სოციალური პოლიტიკის საკითხებში რუსი მრჩევლის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის იგორ გალისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ სამართალდამცავ უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მათივე ინფორმაციით, მრჩევლის სახლში, სადაც ცხედრები აღმოაჩინეს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. იგორ გალი ე.წ. სამხრეთ ოსეთში 2016 წლიდან, […]

ერეკლე კუხიანიძემ ცხინვალში ჩასვლა სცადა, მაგრამ მავთულხლართებში გაიჭედა – ”ბიბილოვს უნდა დავლაპარაკებოდი”

ერეკლე კუხიანიძემ ცხინვალში ჩასვლა სცადა, მაგრამ მავთულხლართებში გაიჭედა - ”ბიბილოვს უნდა დავლაპარაკებოდი”

საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე, რომელმაც დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ რამდენიმე დღის წინ კრიტიკული განცხადება გააკეთა, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ საკორინთლოსთან იმყოფება. კუხიანიძის განცხადებით, იგი ოკუპირებულ ცხინვალში ჩასვლას და დე ფაქტო რეჟიმის ლიდერთან – ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრას გეგმავდა. თბილისის საკრებულოს უმრავლესობის ყოფილი წევრის თქმით, გუშინ გადავიდა გამყოფი ხაზის მიღმა, თუმცა, გზა აერია და […]

ცხინვალმა ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალები გამოაქვეყნა

”ვაჟა გაფრინდაშვილმა 9 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან კოლეგები მანქანით თბილისში გააბრუნა და რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე ფეხით გადავიდა”

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს. დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მან „საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რადგან სურდა სოფლის მონასტერში მისულიყო“. მათივე ცნობით, ექიმი გაფრინდაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა და „საზღვრის გადაკვეთის ფაქტს უარყოფს, აცხადებს რა, რომ ეს „საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების ლეგიტიმური უფლებაა“. […]

ცხინვალში ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ცხინვალში ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 9 ნოემბერს გატაცებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას დე ფაქტო სამართალდამცავი სტრუქტურა ე.წ. საზღვრის კვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ორთვიანი პატიმრობის შეფარდების ფაქტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ადასტურებს. “აღნიშნულთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად”, – აცხადებენ სუსში. ნიუპოსტი

სუსი – ცხინვალის დრონი თბილისს არ ჩამოუგდია, ის მეორე დრონს შეეჯახა და ორივე ჩამოვარდა

სუსი - ცხინვალის დრონი თბილისს არ ჩამოუგდია, ის მეორე დრონს შეეჯახა და ორივე ჩამოვარდა

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების […]

ცხინვალი თბილისს დრონის ჩამოგდებას აბრალებს

ცხინვალი თბილისს დრონის ჩამოგდებას აბრალებს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინა ბიაზროვა ქართული მხარის მიერ ე.წ. საზღვართან „სამხრეთ ოსური“ მხარის კუთვნილი კვადროკოპტერის ჩამოგდების შესახებ იუწყება. ამის შესახებ მან სააგენტო „სპუტნიკს“ განუცხადა. „1 სექტემბრის დილით, უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ძალოვან სტრუქტურას ეკუთვნოდა, სახელმწიფო საზღვართან ვიდეო დაკვირვებას ახორციელებდა. დაახლოებით 10:00 საათისთვის, საქართველოს დასახლებულ პუნქტ კობიდან, კვადროკოპტერის მიმართულებით, […]

ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

სოფელ ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. უსაფრთხოებისა საბჭოს აპარატის უფროსის კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ქართული მხარე მოწოდებულია იმისთვის, რომ თანამშრომლობა კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს. „ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ჩამოსულები არიან ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, რუდოლფ მიჰალკა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენელი ერიკ ჰოგი… მოვლენებს არ გავასწროთ, ჩვენ […]

ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლა

ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლა

ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე თავისუფალია. ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ ერგნეთის საგუშაგოსთან შიდა ქართლის გუბერნატორი და შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მერაბ ბეძენიშვილი დახვდნენ. ამ დროისთვის ისინი შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაჰყავთ, სადაც შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ დაკავებულები იყვნენ: ზურაბ გერკეული, […]