ჭდე: “TV პირველი”

„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და სცემეს – ვიდეო

„ტვ პირველის“ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და სცემეს - ვიდეო

ფონიჭალაში, ნარკორელიზტორების დაკავების სპეცოპერაციის გაშუქებისას „პირველების ” გადამღებ  ჯგუფს ფიზიკურად ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წერვები  გაუსწორდნენ. ნაცემია ჩვენი ოპერატორი ნიკოლოზ კოკაია. აგრესიულ ჯგუფს ჰქონდა ჩვენი ტექნიკის დაზიანების მცდლეობაც. ადგილზე ახლა პოლიცია მუშაობს. საქმეზე უკვე დაწყებულია გამოძიება. საქმე მოკვლევისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. ნარკოდილერების დასაკავებლად დილიდან ფონჭალაში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. უმძიმესი დანაშაულის ბრალდებით სამართთალდამცველებმა რამდენიმე პირი აიყვანეს.

ტვ პირველის ოპერატორი ბათუმში 5-მა კაცმა სცემა

ტვ პირველის ოპერატორი ბათუმში 5-მა კაცმა სცემა

ბათუმში, “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ნაცემია ოპერატორი.  ინციდენტი 26 მაისი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ოპერატორი პირდაპირ ეთერში სტუმრად უფლებადამცველ ციალა ქათამაძეს რთავდა, როდესაც თავს დაესხნენ. თავდასხმა გამოწვეულია ჟურნალისტური საქმიანობით, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი ყვიროდა, რომ არ მოსწონდათ “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკა. პირები, ვინც ოპერატორ მურმან ზოიძეს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გაუსწორდა ამ დრომდე არ დაუკავებიათ. […]

რატომ დაიხურა მერაბ სეფაშვილის გადაცემა ტვ პირველზე

რატომ დაიხურა მერაბ სეფაშვილის გადაცემა ტვ პირველზე

fortuna.ge-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში „ტვ პირველზე“ მერაბ სეფაშვილის დახურულ გადაცემაზეა საუბარი. – „ტვ პირველზე“ თქვენი გადაცემა გადის ეთერში ისევ? – აღარ გადის. ჩემი გადაცემა ამ არხზე ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ფინანსები აღარ არის. თუ ვიშოვე ფული, თავად გავაკეთებ ამ პროექტს, ცალკე, ამის პრობლემა არ არის. არ გვიჩხუბია. კარგი ხალხი „ტვ პირველში“ და ძალიან კარგად […]

თორნიკე კვერენჩხილაძე ტვ პირველიდან წავიდა – “ყველაფერი ნაგავსაყრელად აქციეს”

თორნიკე კვერენჩხილაძე ტვ პირველიდან წავიდა - "ყველაფერი ნაგავსაყრელად აქციეს"

“მირ­ჩევ­ნია, ცოტა ხანს ჩემ­თვის ვიყო, და­ვის­ვე­ნო. ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და ეკ­რან­ზე აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს ყოფ­ნა, მომ­ბეზ­რდა, – ასე მშვი­დად ვიქ­ნე­ბი”, – ამ­ბობს ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი თორ­ნი­კე კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე, რო­მელ­მაც ტე­ლე­კომ­პა­ნია “ტვ პირ­ვე­ლი“ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვა. ამ­ბობს, რომ არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ აქვს, უბ­რა­ლოდ, დას­ვე­ნე­ბა უნდა და აღარ უნდა ტე­ლე­ეკ­რან­ზე ყოფ­ნა: “არხს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ზო­გა­დად ახლა მე­დი­ა­ში ყოფ­ნის აზრს ვერ […]

პატრულმა გელა კვაშილავამ ტვ პირველს სასამართლო სააპელაციოშიც მოუგო

პოლიციელმა გელა კვაშილავამ ტვ პირველის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „პირველს“ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა და პატრულ-ინსპექტორისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაევალა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, “ტვ პირველის” მიერ პატრულ-ინსპექტორის, გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური იყო. სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას […]

“უზნეო ჟურნალისტები…” – ნიკა ბასილაშვილმა ტვ პირველს სამარცხვინო ტელევიზია უწოდა

ბასილაშვილი ხაჩანოვის დამარცხების შემდეგ 175.000 დოლარს მიიღებს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “მინდა გამოვეხმაურო ორი დღის წინ, ჩემს წინააღმდეგ შეკვეთილ სიუჟეტს, რომელიც სამარცხვინო ტელევიზიამ მოამზადა: ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს. ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ჩემი შვილი არის […]

პროკურატურა ტვ პირველისგან ბოდიშს ითხოვს

პროკურატურა ტვ პირველისგან ბოდიშს ითხოვს

პროკურატურის განცხადება, რომლითაც საგამოძიებო უწყება ტვ პირველს ემუქრება და ბოდიშის მოხდას სთხოვს, იურისტებს აბსურდულად ეჩვენებათ. საიას თავმდჯომარე, ნიკა სიმონიშვილი ყურადღება რამდენიმე საკითხზე ამახვილებს. პროკურატურის გუშინდელი განცხადება იყო უცნაური იმდენად, რამდენადაც, როდესაც ვსაუბრობთ საჯარო პირებზე, იქ უნდ დადასტურდეს, რომ ტელეკომპანიამ განზარხ ან უხეში გაუფრთხილებლობით იცრუა, ამდენად, სიუჟეტის ნახვამდე რამდენად განისაზღვრა ის, რომ უხეშ გაუფრთხილებლობა იყო აი, […]

ტვ პირველს სასამართლომ პატრულ გელა კვაშილავასთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა

ტვ პირველს სასამართლომ პატრულ გელა კვაშილავასთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დაავალა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის გელა კვაშილავას და ტელეკომპანია “პირველს” შორის მიმდინარე დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული, პატრულ-ინსპექტორის ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაცია ცილისმწამებლური იყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე შაბათის გადაცემის ეთერში დაავალა გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ. “მიმდინარე წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია “პირველმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო […]

პროკურატურა ტვ პირველში შევიდა

პროკურატურა ტვ პირველში შევიდა

პროკურატურა ტვ პირველში – საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ტელევიზიაში იმის დასადგენად მოვიდნენ, როდის და ვის მიერ იქნა გამოგზავნილი ბმული, სადაც სუსი-ს საიდუმლო ფაილები იყო ატვირთული. პროკურატურის შუამდგომლობის შემდეგ ტვ პირველი დათანხმდა, ეჩვენებინა როდის და საიდან შემოვიდა შეტყობინება ტელევიზიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის თქმით, პროკურორი ტელევიზიაში წინასწარი შეთანხმებით მოვიდა. შოთაძის უწყება ტელეკომპანიას იმ […]

ტვ პირველი გაითიშა

ტვ პირველი გაითიშა

ტვ პირველის ცენტრალური  სერვერი გაითიშა, რის გამოც ეთერში ვერ გადის საინფორმაციო გამოშვება და პარალიზებულია მაუწყებლობა. ტვ პირველის ცენტრალური სერვერი  დილით, 4:31 წუთზე გაითიშა, ამ წუთებში მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. ტვ პირველი