ჭდე: უზენაესი სასამართლო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბაიდენის გამარჯვება 4 შტატში არ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბაიდენის გამარჯვება 4 შტატში არ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტექსასის შტატის გენერალური პროკურორის, კენ პაქსტონის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ოთხ შტატში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში, სადაც გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითვალისწინებდა. ტექსასის შტატის მტკიცებით, ამ შტატებში შედეგები უკანონო იყო, რადგან ხმის მიცემის პროცედურებში ცვლილებები შეიტანეს. უზენაესი სასამართლოს განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ტექსასს საქმის აღძვრის სამართლებრივი […]

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა

ნინო ქადაგიძე - "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა ჩემთვის კომფორტის ზონა არაა"

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 82 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დამტკიცების შემდეგ სხდომათა დარბაზში საქართველოს ჰიმნი შესრულდა. ამის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნინო ქადაგიძეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ნინო ქადაგიძის კანდიდატურა 2020 წლის 11 მარტს […]

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ „მწვანე ბარათის“ მიღების პირობის გამკაცრების ძალაში შესვლას მხარი დაუჭირა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ „მწვანე ბარათის“ მიღების პირობის გამკაცრების ძალაში შესვლას მხარი დაუჭირა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, იმ ლეგალური მიგრანტებისთვის, რომლებიც აშშ-ში სოციალური დახმარებით სარგებლობას საჭიროებენ, „მწვანე ბარათის“ მიღება რთულდება. „როიტერსის“ ინფორმაციით, უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც აღნიშნული ნორმა დაბლოკა. გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციას შესაძლებლობას აძლევს, კანონის ახალი ნორმა მთელს ქვეყანაში დაამკვიდროს, გარდა ილინოისის შტატისა, სადაც ქვედა […]

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატმა თვითაცილება მოითხოვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-ვე კანდიდატმა თვითაცილება მოითხოვა

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამსამწესებელი 10 მოსამართლე პარლამენტს მათი კანდიდატურების აცილების მიზნით მიმართავს. ამის შესახებ მოსამართლეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მოსამართლეობის კანდიტატები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა პროცესებმა რეპრესიული ხასიათი მიიღო, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მიტანილ ზეწოლაში გამოიხატა. მოსამართლეთა განმარტებით, სწორედ ამ ზეწოლის და სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით მიმართავენ ისინი პარლამენტს, რომ არ განიხილონ მათი კანდიდატურები. ერთობლივ განცხადებას ხელს […]

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საქმეზე №ას-664-635-2016 (ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“, შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“, ნინო ნიჟარაძის /მოპასუხეები/ საკასაციო საჩივრები ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ /მოსარჩელეები/ წინააღმდეგ) და ერთხმად მიიღო ახალი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელად მიჩნეულია ქიბარ ხალვაში, 40%-ის […]

უზენაეს სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული

უზენაეს სასამართლოსთან პოლიციაა მობილიზებული

უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება. აღნიშნული სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის სასამართლოს პროცესის პარალელურად დაგეგმილ აქციას უკავშირდება. სამართალდამცველები ზუბალაშვილებისა და მიმდებარე ქუჩებზე მდგომი ავტომობილების მძღოლებს ადგილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის […]