ჭდე: ვანი

ვანში გზა ჩაინგრა

ვანში გზა ჩაინგრა

ვანში მეწყერმა გზა დააზიანა. დაზიანებულია ვანი-სულორის დამაკავშირებელი გზის დაახლოებით, 200-მეტრიანი მონაკვეთი. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს მონაკვეთის დათვალიერება და მდგომარეობის შესწავლა. შესაბამისი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ძლიერი დაზიანების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„შვილები 7 თვეა თვალით არ მინახავს“ –  5-სულიანი ოჯახი დანგრეულ სახლში ცხოვრობს

„შვილები 7 თვეა თვალით არ მინახავს“ –  5-სულიანი ოჯახი დანგრეულ სახლში ცხოვრობს

იმერეთში, ვანში მცხოვრები 5-სულიანი ოჯახი, რომელიც დანგრეულ სახლში ცხოვრობს, დახმარებას ითხოვს. ოჯახი ავარიულ სახლში უკვე წლებია, ცხოვრობს. სახლს არც კარი აქვს, არც ფანჯრები, მხოლოდ ცარიელი კედლებია, რომელიც შეიძლება, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს. უკიდურესი გაჭირვების გამო დედამ შვილები ბავშვთა სახლში მიიყვანა, რათა მათ საკვები ჰქონოდათ. „შვილები 7 თვეა, თვალით არ მინახავს, ძალიან მენატრება, მაგრამ… სახლი როდის ჩამოგვენგრევა […]

“წავიდა ჩვენი ნანუკა და შვილიც წაიყვანა” – ვანში ავარიას ორსული ნანუკა დვალიშვილი ემსხვერპლა

"წავიდა ჩვენი ნანუკა და შვილიც წაიყვანა" - ვანში ავარიას ორსული ნანუკა დვალიშვილი ემსხვერპლა

ვანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ნანუკა დვალიშვილი ემსხვერპლა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს სოფელ ციხესულორთან შეეჯახა, რის შედეგადაც ორსული ქალი გარდაიცვალა. “ღმერთო, რა დააშავა ამ პატარა გოგომ სულ რაღაც 21 წლის იყო, ბავშვს ელოდებოდნენ, გახარებული იყო ცხოვრება უხაროდა, მაგრამ ვინ აცადა, წავიდა ჩვენი ნანუკა და შვილიც წაიყვანა, თავისი იყო ჩვენ რას დაგვიტოვებდა. ასე […]

“თავის მოკვლა გადაიფიქრა და თოფი პოლიციელს ესროლა” – ვანში გ.მ. დააკავეს

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ […]

ვანში ტაქსის მძღოლმა მეორე მძღოლი დაჭრა

თელავში, სახლის სარდაფში 17 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს

ვანში ტაქსის მძღოლებს შორის ურთიერთშელაპარაკებას დაჭრა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლები თავდაპირველად ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი ერთმა მეორეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ვანში 75 წლის ქალს კოვიდ 19 დაუდასტურდა

ვანში 75 წლის ქალს კოვიდ 19 დაუდასტურდა

ვანის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 75 წლის ქალს დაუდასტურდა, საავადმყოფოშია გადაყვანილი მისი მეუღლეც. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტთან ადგილობრივები აცხადებენ, ქალი დაახლოებით ორი კვირის წინ თბილისში, შვილთან იყო წასული. მას შემდეგ კი, რაც შვილიშვილს ტემპერატურა დაუფიქსირდა, ვანში დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში ის ცხელებით კლინიკაში გადაიყვანეს. ცხელება დაუფიქსირდა მის მეუღლესაც. ამ დროისთვის ცოლ-ქმარი ქუთაისის საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც დაინფიცირებული ქალის […]

ვანში ოჯახი პოლიციას შალვა სიმონიას მკვლელობაში ადანაშაულებს

ვანში ოჯახი პოლიციას შალვა სიმონიას მკვლელობაში ადანაშაულებს

ვანში, სოლომონ მეორის ქუჩაზე მცხოვრები სიმონიები სამართალდამცველებს მამაკაცის მკვლელობაში ადანაშაულებენ. თეონა სიმონიას თქმით, მისი მეუღლე 13 მარტს საბერძნეთიდან ჩამოვიდა, ის აეროპორტიდან სახლში გაუშვეს. 17 მარტს ღამით, ოჯახში შევიდა ვანის პოლიცია, ჩატარდა ჩხრეკა და 29 წლის შალვა სიმონია განყოფილებაში წაიყვანეს. მას ბრალად ვანში მარკეტის დაყაჩაღება ედებოდა. 18 მარტს სამტრედიის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა მოინახულა, ოჯახის თქმით, მას სხეულზე რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. […]

ვანში 59 წლის არსენ კახიანის მკვლელობისთვის მისი 32 წლის შვილი დააკავეს

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა - მისი მძღოლი დაიღუპა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში 59 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსენ კახიანის გარდაცვალების მიზეზად საკუთარ შვილთან კონფლიქტი სახელდებოდა. სამართალდამცავებმა მოკლულის ვაჟი კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს: „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის-რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1987 წელს ბ.კ ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული […]

ვანში მამაკაცი მოკლული იპოვეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ვანში, სოფელ სულორში, მამაკაცი მოკლული იპოვეს. შსს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ წუთებში ვანის პოლიციაში მეზობლებს და გარდაცვლილის ახლობლებს კითხავენ. პრაიმ ტაიმი

პროკურორმა ურუმაშვილმა პოლიციელ დვალიშვილს უთხრა, კრიმინალი ხარო – ჩხუბიც მაშინ დაიწყო

პროკურორმა ურუმაშვილმა პოლიციელ დვალიშვილს უთხრა, კრიმინალი ხარო - ჩხუბიც მაშინ დაიწყო

ვანში პოლიციის მაღალჩინოსნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ “ნიუპოსტი” ჯერ კიდევ გუშინ წერდა. ჩვენი წყარო გვიყვებოდა, რომ ხმაური და დაპირისპირება რესტორან “მასპინძელოში” მოხდა. ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შს სამინისტროს წარმომადგენლებმა პროკურორები დაპატიჟეს. გავარკვიეთ ისიც, რომ სუფრას ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე, კობა დვალიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც პროკურორი, ვლადიმერ ურუმაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირი სასტიკად სცემა. […]