ჭდე: ვარკეთილი

ვარკეთილში 2 ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა

ვარკეთილში 2 ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა

„ჩემი „ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს და წერს: „ვარკეთილი, დღეს 2 ავტობუსი ერთმანეთს დაეჯახა . დაშავებულთა მდგომარეობა უცნობია“

„ეს ადამიანის გვამი არ არის… საშინელება ხდება“ – რა ხდება ვარკეთილში

„ეს ადამიანის გვამი არ არის... საშინელება ხდება“ - რა ხდება ვარკეთილში

ვარკეთილის მესამე მასივის მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსის მცხოვრებლების ჩივილების გრძელ სიას ახალი პრობლემა შეემატა. ადგილობრივებს ერთ კვირაზე მეტია, რაც გაუსაძლის სუნში უწევთ ცხოვრება. მძაფრი და მკვეთრი სუნის გამო კორპუსში გადაადგილება რთულია. 10 დღეზე მეტია, რაც ადგილობრივები სხვადასხვა უწყებას დახმარების მიღების თხოვნით მიმართავენ. რა შეიძლება იყოს სარდაფში, ვერსიები მრავალფეროვანია. „სარდაფიდან საშინელი სუნი ამოდის. ადამიანის გვამი არ […]

ვარკეთილში არასრულწლოვნებმა მაღაზია გაძარცვეს – ვიდეო

ვარკეთილში არასრულწლოვნებმა მაღაზია გაძარცვეს - ვიდეო

ვარკეთილში არასრულწლოვნებმა მაღაზია გაძარცვეს – კადრებს სოციალურ ქსელში “ფეისბუკ” გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს. როგორც ვიდეოდან ირკვევა, გადაღების დროს მოქალაქეს საპატრულო პოლიციაში დარეკილი ჰქონდა.

„ვარკეთილის მეტროსთან მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვების მოტყუებით წაყვანას ცდილობდა“

„ვარკეთილის მეტროსთან მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვების მოტყუებით წაყვანას ცდილობდა“

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქე წერს: „არ ვიცი რამდენად გამართული ტექსტი გამომოვა მაგრამ, რომ არ მოვყვე გული გამისკდება! საჯარო ლექციიდან ვბრუნდებოდი, ვარკეთილის მეტროდან 366 ავტობუსში ავედი, რომ სახლამდე მივსულიყავი. ავედი თუ არა 5 წუთში, ატყდა კარებთან ერთი ამბავი. თავიდან მეგონა რომ ცოლ-ქმარი ჩხუბობდნენ, მერე გავიგონე როგორ უყვიროდა ეს ქალი: ბავშვებს რატომ მიყვებიო? ეს კაცი ამაზე ამბობდა, […]

ავარია ვარკეთილში – ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

ვარკეთილში, ხომლელის ქუჩაზე ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრაობდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად შეფერხდა მოძრაობა. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

 ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა

„ავლაბარში პიტბული გაექცა პატრონს და თავს დაესხა მამაკაცს“ - ლუკა ფეიქრიშვილი

 ვარკეთილში პიტბულმა სამი ადამიანი დაგლიჯა. თავდაპირველად ძაღლი ჯერ პატრონს, შუახნის ქალს დაესხა თავს, მისი დახმარება მეზობლებმა სცადეს. სამივე პირი კლინიკაშია გადაყვანილი. ჩვენი ინფორმაციითვე, ძაღლი შემთხვევის ადგილას მყოფი ბავშვებისკენაც იწევდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ძაღლის ლიკვიდაცია მოახდინა.

6 წლის ბავში კორპუსის პირველი სართულიდან გადავარდა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

ვარკეთილში, გვიან ღამით კორპუსის პირველი სართულიდან 6 წლის ბავშვი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი კონტაქტური იყო და ის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, დაზიანებები არ შეუნიშნავთ, თუმცა, არასრულწლოვანი შეშინებული იყო. როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა სახის დაზიანებები აქვს, ამაზე კლინიკა კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

ვარკეთილის მე-3 მასივის მე-8 კვარტლის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ავარიული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა და მოსახლეობა სხვა ადგილას გადაჰყავთ. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული

საფრანგეთში 16 წლის ქართველი მოკლეს

„მთავარის” ინფორმაციით, ვარკეთილში, ჯავახეთის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ტერიტორია ყვითელი ლენტებით აქვთ შემოსაზღვრული. “შკოდას” მარკის ავტომობილს, რომლის ერთ-ერთი მინაც ჩამსხვრეულია, ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები ათვალიერებენ. სავარაუდოდ, ავტომობილი სახელმწიფო ბალანსზეა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 ვარკეთილში პოლიციელს სცემეს

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში პოლიციელი სცემეს – არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველს ოთხი ადამიანი პოლიციის განყოფილებასთან გაუსწორდა. ერთი ვერსიით, მოძალადეებს, რომლებიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, შენიშვნა არ ესიამოვნათ. სიტყვიერი შელაპარაკება კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები აფთიაქიდან და მაღაზიებიდან წაიღო, თუმცა ეჭვს აჩენს ის გარემოება, რომ მასალა მთლიანად წაშლილია. დაკავებულების ადვოკატი ამტკიცებს, რომ პოლიციელებმა საქმე […]