ჭდე: ვერტმფრენი

ვერტმფრენი ლუკაშენკომაც გამოგზავნა

ვერტმფრენი ლუკაშენკომაც გამოგზავნა

ბორჯომის ხეობაში ხანძრისსაწინააღმდეგო ოპერაციაში საქართველოს ბელორუსიც დაეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამაშველო ვერტმფრენი ბელორუსიდან უკვე გამოფრინდა და ბორჯომში უახლოეს ხანში იქნება. ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 5 ვერტმფრენია ჩართული აქედან 2 ქართულია, 2 თურქული და 1 აზერბაიჯანული. ასევე ელოდებიან სახანძრო თვითმფრინავს თურქეთიდან. ნიუპოსტი

ილჰამ ალიევმა ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს ვერტმფრენი გამოუგზავნა

ილჰამ ალიევმა ბორჯომის ხანძრის ჩასაქრობად საქართველოს ვერტმფრენი გამოუგზავნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა, რათა ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობაში ქართულ მხარეს დაეხმარონ. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო APA იუწყება. ბორჯომში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე 200-მდე მეხანძრე მაშველი მუშაობს. ინტერპრესნიუსი

წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება

წაღვერში ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება

წაღვერში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა, ვერტმფრენი უკვე გამოძახებულია, ამჟამად კი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ, მოხდა მდინარის დაგუბება, რათა ვერტმფრენმა წყლის ამოღება შეძლოს. ბორჯომის გამგებლის ინფორმაციით, იქიდან გამომდინარე, რომ ცეცხლი რთულად მისადგომ ადგილზეა გაჩენილი, სახანძრო სამუშაოების განხორციელება გართულებულია. მისივე თქმით, ადგილზე მეხანძრე-მაშველებთან ერთად […]

2 მეთევზე მდინარე ხობისწყალზე ვერტმფრენით გადაარჩინეს

2 მეთევზე მდინარე ხობისწყალზე ვერტმფრენით გადაარჩინეს

ჩხოროწყუს სოფელ  ხაბუმეში, მდინარე ხობისწყალზე სამაშველო ოპერაცია  წარმატებით დასრულდა. ორივე მეთევზე მდინარე ხობისწყალში მდებარე პატარა კუნძულიდან ვერტმფრენით გადმოიყვანეს. მდინარე ხობისწყლის ადიდების გამო ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეში ორი ადამიანი, რომლებიც სათევზაოდ იყვნენ წასულნი, მდინარეში პატარა კუნძულზე ჩარჩნენ. როგორც imedinews-ს ჩხოროწყუს გამგებელმა დავით გოგიამ განუცხადა, ადგილობრივების მდინარიდან გამოყვანა ვერ ხერხდებოდა, რადგან წყლის დონე იმატებდა და უკვე თითქმის კუნძულსაც ფარავდა. […]