ჭდე: ზუგდიდი

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავარია ზუგდიდში

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი ორი კი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

ზუგდიდთან ფოლკსვაგენმა 12 წლის ბიჭი გაიტანა და მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბიჭი დაიღუპა. მეზობლების ინფორმაციით, ის ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო. ინტერპრესნიუსი

ზუგდიდის რესტორანში კაცი მოკლეს

ზუგდიდში, რესტორან „არგოს“ ტერიტორიაზე კაცი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა როგორც ექიმები აცხადებენ, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. იმედინიუსი

ავარია სოფელ ჯვარში – ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოტრიალდა.შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვავს გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პოლიციელს, რომელმაც ფოთში ნაზიმ გუზანოვი მოკლა, მოსამართლე ნატრული აკობიამ პატიმრობა შეუფარდა

ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულის სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდებულის უფლებადამცველმა შუამდგომლობა პოლიციელის გირაოს სანაცვლოდ გამოშვების შესახებ დააყენა, თუმცა მოსამართლე ნატრული აკობიამ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარის სამეგრელო -ზემო სვანეთის პროკურორის, დავით პაპავას განმარტებით, საქმეში არსებული რამდენიმე მოწმე და ამოღებული ნივთმტკიცება იძლევა იმის საფუძველს, […]

მამუკა ბახტაძე ჭუბერში ვერ ჩაფრინდა – ვერტმფრენი ზუგდიდში დაჯდა

უამინდობის გამო, ვერტმფრენი, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სვანეთში გაემგზავრა, ზუგდიდში დაჯდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ზუგდიდიდან პრემიერი ჭუბერისკენ გზას მანქანით განაგრძობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში დილით გაემგზავრა. მამუკა ბახტაძე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ. ჭუბერში ჩასვლის მიზნით პრემიერმა დილით დაგეგმილი მთავრობის […]

ზუგდიდში გამოცდებზე თაგვები შეიპარნენ

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, პირველ სექტორში გამოცდების მიმდინარეობისას ორი თაგვი შეიპარა. ერთ-ერთი აბიტურიენტის თქმით, აღნიშნულის გამო, სამუშაო პროცესი 3-4 წუთით შეფერხდა. “სანამ დამკვირვებლებმა დაუძახეს ცენტრის წარმომადგენლებს და გაიყვანეს ეს თაგვები, რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღება მიიქცია. ზოგმა რამდენიმე წუთით შეწყვიტა წერა, ზოგმა – არა”, – განაცხადა აბიტურიენტმა. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ქირიას თქმით კი, აღნიშნულის გამო […]

ზუგდიდში ძმამ და დაჭრა ვალების გამო

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძმამ და დაჭრა. შემთხვევა პოლიციის სამმართველოს სიახლოვეს მოხდა. პოლიციამ ბრალდებული მაშინ დააკავა, როცა ის მიმალვას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი დის ვალები გახდა. შსს-ში ადასტურებენ დის დაჭრაში ბრალდებულის დაკავების ფაქტს. „ლაივრესს“ უწყებაში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით, რაც ოჯახური ძალადობის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას […]

ზუგდიდში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა

ზუგდიდში 12 წლის დ.კ. გარდაიცვალა. როგორც „ნიუპოსტის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მოზარდი საფეხბურთო მოედანზე თამაშობდა, რა დროსაც მან გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სამედიცინო პერსონალის განცხადებით ბავშვს შეყვანის მომენტში გული გაჩერებული ჰქონდა. დაახლოებით ორსაათიანი ბრძოლის მიუხედავად, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

“მშიერი ბავშვი დახვდა, შეეცოდა და წამოიყვანა” – ზუგდიდში ცოლ-ქმარს ბავშვის მძევლად აყვანას აბრალებენ

ზუგდიდში ცოლ-ქმარი სამართალდამცველებმა საკუთარი სახლში დააკავეს და ზუგდიდის რაიონული პოლიციიის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. მეზობლები აღნიშნულ ფაქტს რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას უკავშირებენ. „ბავშვის მშობლებს, რომელიც ჩვენმა მეზობელმა წამოიყვანა, მათი ვალი აქვს. საუბარია მათი მაღაზიიდან ნისიად აღებულ პროდუქტსა და თანხაზე, რომელიც ე.ა.-მ ბავშვის დედას სესხის სახით გამოუტანა. შეთანხმების მიხედვით, თანხა მათ უნდა გადაეხადათ, თუმცა ასე არ […]

akhalitaoba.ge © 2017-2018