ჭდე: ზურაბ ვადაჭკორია

ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა

ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა

ავადმყოფობის შედეგად, დღეს, 57 წლის ასაკში ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია გარდაიცვალა. როგორც ambebi.ge-ს მისმა  შვილებმა განუცხადეს, ზურაბ ვადაჭკორია ერთი წლის განმავლობაში ურთულეს დაავადებას ებრძოდა, ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ინსულტი განმეორდა. ზურაბ ვადაჭკორიას ეკუთვნის საქართველოში ქართული საილუზიო ხელოვნების დანერგვა. ის 18 წლიდან სცენაზე იდგა.

მიხეილ ზაქარიაშვილი: “ვილოცოთ ზურაბ ვადაჭკორიასთვის”

მიხეილ ზაქარიაშვილი: "ვილოცოთ ზურაბ ვადაჭკორიასთვის"

რამდენიმე დღის წინ ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია ინსულტის დიაგნოზით ინგოროყვას საავადმყოფოში მოხვდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც მისმა მეუღლემ ჟურნალისტებს განუცხადა, ილუზიონისტი შეხვედრაზე იმყოფებოდა, როდესაც ცუდად გახდა და ექიმების დახმარება დასჭირდა. მომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი მოუწოდებს ყველას, ილოცონ ზურაბ ვადაჭკორიასთვის: _ ვილოცოთ ზურა ვადაჭკორიასთვის, მეგობრებო, სხვა არაფერი დაგვრჩენია! ამ ზაფხულსაც ერთად ვმუშაობდით ურეკში მე და ზურა. […]