ქუთაისის ”ტორპედო” 300.000 ლარად გაიყიდა

საფეხბურთო კლუბი ქუთაისის “ტორპედო” გაიყიდა. kutaisipost.ge-ს ცნობით, 16 ივნისს გამართულ განმეორებით აუქციონზე კლუბი 100%-იანი წილით, 300.000 ლარად, შპს “ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსზე” გასხვისდა. “ტორპედოთი” მხოლოდ ერთი მსურველი დაინტერესდა, რომელმაც აღნიშნული ფასი აუქციონზე ორი დღის წინ დააფიქსირა. ცნობილია, რომ კლუბის შეძენით ბიზნესმენი ზაალ ჩაჩავა იყო დაინტერესებული. ცნობილი იმერული კლუბი ქუთაისის მუნიციპალიტეტმა აუქციონზე მაისში გაიტანა. მაშინ ლევან სამხარაულის სახელობის … ვრცლად ქუთაისის ”ტორპედო” 300.000 ლარად გაიყიდა