ბარსელონამ რეალი მადრიდში გაანადგურა – ვიდეო

ბარსელონამ რეალი მადრიდში გაანადგურა - ვიდეოესპანეთის ჩემპიონატის მე–17 ტურში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები მადრიდის რეალი და ბარსელონა დაუპირისპირდნენ.

მატჩი მოულოდნელად გამანადგურებელი ანგარიშით დასრულდა. ბარსელონამ მეტოქე 3:0 დაამარცხა.

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და 0:0 დასრულდა. მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა, როდესაც ბარსელონამ მეტოქის კარში 3 გოლი გაიტანა. ეს ლუის სუარესმა, მესიმ და ალეიშ ვიდალმა გააკეთეს.

მესიმ თავი პენალტით გამოიჩინა და იმ ეპიზოდში დანი კარვახალი მოედნიდან გააძევეს. მეორე ტაიმში რეალს თითქმის არ ჰქონდა საგოლე მომენტები.

ამ გამარჯვების შემდეგ ბარსელონამ 14 ქულით გაასწრო რეალს და ლა ლიგის მოგებისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა.