ლიეჟში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას თემურ შაშიაშვილი შეიჭრა

ლიეჟში სააკაშვილის სიტყვით გამოსვლისას თემურ შაშიაშვილი შეიჭრაქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მცირე ინციდენტი მოხდა. დარბაზში პოლიტიკოსი თემურ შაშიაშვილი შეიჭრა. მან შეხვედრის ჩაშლა სცადა, თუმცა ის დაცვამ დარბაზიდან გაიყვანა.

ინციდენტის მიუხედავად, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლა არ შეუწყვიტავს და მან შეკრებილ ქართველებთან საუბარი განაგრძო. დარბაზში თემურ შაშიაშვილის შეჭრას შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ.

ამ წუთებში, ბელგიის პატარა ქალაქ ლიეჟში ქართველი ემიგრანტების შეკრება მიმდინარეობს. ფორუმზე დასასწრებად ქართველები ამერიკის შეერთებული შტატებიდან კანადიდან ისრაელიდან და ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩავიდნენ.