საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლება იწყება

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ძი იანჩიმ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჩინეთის რესპუბლიკის საელჩოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის მიზანია საქართველოში ჩინური ენის პოპულარიზაცია და სწავლების ხელშეწყობა. მემორანდუმი ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას მისცემს, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, მოსწავლეებს ჩინური ენის სწავლება შესთავაზონ. … ვრცლად საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლება იწყება