ტარიელ ონიანი ისევ დააკავეს

ტარიელ ონიანი ისევ დააკავესრუსეთში ე.წ კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი ციხიდან გამოსვლისთანავე ისევ დააკავეს. ონიანის მორიგი დაკავების მიზეზი ესპანეთის პოლიციის მიერ, ონიანის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება გახდა. ესპანეთის პოლიცია მას ფულის უკანონო გათეთრებას ედავება.

გავრცელებული ინფორმაციით ის ციხეში 19 აპრილამდე დარჩება, რის შემდეგაც მას რუსეთის ტერიტორიას დაატოვებინებენ.

61 წლის ტარიელ ონიანმა რუსეთის ციხე „შავ დელფინში“ 9-წლიანი სასჯელი მოიხადა.

პრაიმ ტაიმი