ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ტოტენჰემთან დაპირისპირებაზე ისაუბრა. კლოპის აზრით ლივერპული ფავორიტია, მაგრამ ფინალში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, ამიტომ მას ზუსტი პროგნოზის გაკეთება არ შეუძლია:
”ფინალი ყოველთვის განსაკუთრებულია და ყველა გულშემატკივარი ჩვენგან მხოლოდ გამარჯვებას ელის. ძალიან მინდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ წინასწარ დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია”. ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისს გაიმართება.

