ნეიმარმა ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშზე მუხლის ტკივილი იგრძნო და ვარჯიში დროზე ადრე დაასრულა. ნეიმარს შესაძლოა მუხლის ტრავმა გაუმიზეზდა, რადგან მას ეს ტრავმა დიდიხანია აწუხებს და ამის გამო ნეიმარმა წლევანდელ სეზონში 2 თვე გამოტოვა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ამჟამინდელი დაზიანება, მაგრამ ნეიმარს სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს.
კოპა ამერიკა 14 ივნისს აიღებს სტარტს და ის ბრაზილიაში ჩატარდება, ამიტომ ბუნებრივია რომ ბრაზილიელები ამ ტურნირის მთავარი ფავორიტები არიან.

