დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავი 2 დატოვა
იურისტმა, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” დატოვა. განცხადება საძაგლიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება, სადაც მოწმის სტატუსით “რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გამოკითხვა მიმდინარეობს. ადვოკატი ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, რადგან ის სამაუწყებლო კომპანიას აღარ წარმოადგენს. 📘 Facebook-ში გაზიარება
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე