“50 წლის ქალი მეუბნება, რაღა დროს ჩემი სექსიაო” – სექსოლოგი ზურაბ მარშანია

"50 წლის ქალი მეუბნება, რაღა დროს ჩემი სექსიაო" - სექსოლოგი ზურაბ მარშანიასექ­სო­ლო­გი ზუ­რაბ მარ­შა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ქორ­წი­ნე­ბის გაზ­რდი­ლი რა­ო­დე­ნო­ბის ერთ-ერთი მი­ზე­ზად სქე­სობ­რი­ვი ლტოლ­ვის და­კარ­გვას ასა­ხე­ლებს.

– ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ძი­რი­თა­დად რა ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი მოგ­მარ­თა­ვენ? 

– რო­გორც მა­მა­კა­ცი ასაკ­ში შეს­ვლის შემ­დეგ უფრო მო­წყვლა­დია სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ი­სად­მი, ასე­ვეა ქა­ლიც. მაგ­რამ ხან­ში­შე­სუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ჩემ­თან არ მო­დის. 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალი ხში­რად უარს ამ­ბობს სექსზე. ფიქ­რო­ბენ, შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს და რა დროს ჩემი სექ­სი­აო, რა შუ­ა­შია შვი­ლიშ­ვი­ლი სექსთან, გა­მა­გე­ბი­ნეთ, ხალხნო? თუ ქალს შე­უძ­ლია, კარ­გა­დაა, რა­ტომ არ უნდა ჰქონ­დეს სექ­სი?

– რჩე­ვე­ბის სა­ხით, რას ეტყო­დით პო­ტენ­ცი­ურ პა­ცი­ენ­ტებს? 

– უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ ხმა­მაღ­ლა სექსზე, სექ­სუ­ა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე, რომ ვი­ყოთ ბედ­ნი­ე­რე­ბი და ჯან­მრთე­ლე­ბი და ექიმ­თა­ნაც უნდა მი­ვი­დეთ.

– შე­იძ­ლე­ბა ერთ-ერთ მი­ზე­ზად გან­ვი­ხი­ლოთ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა, ალ­კოჰო­ლი, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი? 

– დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა უფრო ხში­რად 90-92 პრო­ცენ­ტში ეს ფსი­ქო­გე­ნუ­რი ფაქ­ტო­რი­დან მო­დის. ძა­ლი­ან ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ ამ პრობ­ლე­მით პა­ცი­ენ­ტე­ბი, თუმ­ცა ქა­ლე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა ნაკ­ლე­ბია. მა­მა­კა­ცი უფრო ბე­დავს.

არა­და, ქალ­ში უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ე­ბი, სამ­კურ­ნა­ლო­დაც უფრო ძნე­ლია. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლებს სექ­სუ­ა­ლუ­რი დის­ფუნ­ქცი­ის დროს ჯერ კი­დევ ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბათ ექიმ­თან მის­ვლა. რო­დე­საც ადა­მი­ანს არ აქვს ჰარ­მო­ნი­უ­ლი სექ­სი, მისი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი იკ­ლებს, ის არ არის ბედ­ნი­ე­რი, ბო­როტ­დე­ბა, უკ­მა­ყო­ფი­ლოა ყვე­ლაფ­რით. ეს, რა თქმა უნდა, ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე და სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე პირ­და­პირ მოქ­მე­დებს.

ინტერმედია