ელისო ბოლქვაძის ქმარი ივანიშვილის ძმის ბიზნესპარტნიორია

ელისო ბოლქვაძის ქმარი ივანიშვილის ძმის ბიზნესპარტნიორიაახალი მთავრობის ახალ  შემადგენლობაში კულტურის მინისტრის  ახალი პოსტი  გაჩნდება და მას ცნობილი პიანისტი, აწ უკვე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორის მეუღლე ელისო ბოლქვაძე დაიკავებს.

ბოლქვაძის მეუღლე კომპანია „ასკანელი ძმების“ ერთ-ერთი დამფუძნელია.

ასე რომ, გასაგებია, კიდევ რატომაც გამოირჩევა ელისო ბოლქვაძე „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებული ლოიალობით. ამ ლოალობას იგი არც მალავდა და სოცქსელში პოსტებსაც აქვეყნებდა.

პარლამენტის სხდომის გახსნის დღესაც, ბოლქვაძე ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებული მადლიერებით გამოირჩეოდა.

„ბატონი ბიძინა ჩემთვის არის ადამიანი, რომელიც დარჩება საქართველოს ისტორიას, როგორც უნიკალური პიროვნება, მეცენატი, ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა საქართველო. არავის ვახვევ მე ჩემს აზრს, მაგრამ ეს არის ჩემი აზრი და მისი პატივისცემით მე ვარ დღეს აქ. მე არ ვიცი რატომ არ იმყოფება ბატონი ბიძინ პიორველ სხდომაზე. ჩვენ გვქონდა დისკუსიები, მე 2013 წლიდან დავაფუძნე ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი და რეგულარულად მქონდა მინისტრებთან ურთიერთობა და ეს შემოთავაზება, რაც მე მივიღე, მოხდა ბუნებრივად და ჩემი სურვილიც იყო“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

ვნახოთ, მარტო დეპუტატობა გაიმეტა ბიძინა ივანიშვილმა მსოფლიო დონის პიანისტისთვის, თუ  კულტურის მინისტრის პოსტსაც ჩააბარებს.

2020 ნიუსი